ათეროსკლეროზის განვითარებისგან ანანასის ჭამა დაგიცავთ
ნონა დათეშიძე
ხშირად, მოდური დიეტების დაცვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით და ენდოკრინული სისტემის დაზიანებით სრულდება.
თუ თქვენმა დიეტებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჭარბი წონის მიზეზი უზომოდ კვება კი არა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. ამის შედეგად კი საკვები მხოლოდ ცხიმებად გარდაიქმნება.
ანანასი მდიდარია A პროვიტამინით, B1 და B12 ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, რკინით, სპილენძით, თუთიით, კალციუმით, მაგნიუმითა და იოდით. ამ ბიოლოგიურად მდიდარი ნივთიერებების წყალობით, ანანასი სამკურნალო, უნიკალური თვისებებითაც გამოირჩევა. კერძოდ, ის არეგულირებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს და ამცირებს სისხლის წნევას, რაც ათეროსკლეროზის განვითარებისაგან იცავს ადამიანებს.
ბრომელაინი არის ფერმენტების ნარევი, რომელიც ცხიმს წვავს. როგორც ცნობილია, ერთ გრამ ბრომელაინს, დაახლოებით, 800-900 გრამი ცხიმის დაწვა შეუძლია.
ცხიმების დაშლა მისი მიღებიდან 24 საათის შემდეგ იწყება. შემდეგ კი ცხიმი ფენებად აღარ გროვდება და ადამიანი დროთა განმავლობაში თანდათან კარგავს ზედმეტ კილოგრამებს.
ასე რომ, თუ გსურთ, თავი აარიდოთ ათეროსკლეროზს და სიმსუქნისგან გამოწვეულ ბევრ დაავადებას, ხშირად მიირთვით ანანასი.