მიირთვით ბევრი ყველი, საქონლის ღვიძლი და ნიგოზი
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდული იერი, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები. ამით საკუთარ ორგანიზმს ბევრ პრობლემას ააცილებთ თავიდან და თავსაც გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
* ეცადეთ, დღე-ღამეში 1 500 კალორია იკმაროთ და გადაეჩვიოთ დანაყრებას. ამ გზით საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს იდეალურ პირობებს შეუქმნით, განტვირთვაშიც შეუწყობთ ხელს და აქტივობასაც შეინარჩუნებთ. ასეთ პირობებში უჯრედები მუდმივად განახლდება, იმუნური სისტემა მყარდება, ორგანიზმი კი ავადმყოფობას ადვილად ებრძვის. ასე რომ, იკვებეთ ყოველთვის ზომიერად, ნურც ცოტას შეჭამთ და ნურც ძალიან ბევრს.
* ყოველთვის შეუსაბამეთ საკვები მენიუ საკუთარ ასაკს. თუ გსურთ, ნაოჭები ადრეული ასაკიდან არ გაგიჩნდეთ, მაშინ ჭამეთ რეგულარულად ნიგოზი და საქონლის ღვიძლი. ორმოცი წლიდან ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ბეტაკაროტინით მდიდარი საკვები. 50 წლიდან კი კალციუმი და მაგნიუმი არ უნდა მოაკლოთ საკუთარ თავს. მამაკაცებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია სელენიუმი, რომელიც ხელს უწყობს სტრესისგან განმუხტვას. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ყველი. ასევე, კარგია თევზი, კერძოდ, ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან გვიცავს.
* იყავით აქტიური და მოძრავი. ყოველდღე დაახლოებით, ათწუთიანი ვარჯიში ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მოძრაობის პროცესში თავისუფლდება ზრდის ჰორმონი და ყველა ის ნივთიერება, რომელთა წარმოქმნა 30 წლის ასაკიდან იკლებს.
* ის, ვისაც 18 გრადუს ტემპერატურაზე სძინავს, მეტხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას. ნივთიერებათა ცვლის პროცესები და დაბერების პროცესი, სწორედ, ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
* ნუ ჩაიკლავთ დარდს გულში. ეს სიმსივნური დაავადების განვითარების საფრთხეს ერთი-ორად ზრდის.
* ნუ მოადუნებთ ტვინს. ამოხსენით ამოცანები, შეავსეთ კროსვორდები, ითამაშეთ ინტელექტუალური თამაშები. ამით მარტო გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივ დეგრადაციას კი არ შეაჩერებთ, არამედ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის, ასევე, ნივთიერებათა ცვლის პროცესების აქტივობასაც შეუწყობთ ხელს.