კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის საშიში გაზაფხულზე დიეტის დაცვა და რომელი პროდუქტით უნდა გამოვკვებოთ ამ დროს ორგანიზმი


გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრმა ადამიანმა დაიწყო დიეტის დაცვა, რომ ზაფხულს ფორმაში შეხვდეს და ზამთარში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამები მოიცილოს. უამრავი დიეტა არსებობს, რომლებსაც სპეციალისტთან შეუთანხმებლად უნიშნავენ საკუთარ თავს და არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ რა სერიოზული სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. არასწორად, თვითნებურად დაცული დიეტები შესაძლოა, ადამიანის სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს, მით უმეტეს გაზაფხულზე, როცა ყოველ ჩვენგანს სათანადო, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება ესაჭიროება. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილს, რომელმაც მეტად გასათვალისწინებელი და სასარგებლო რჩევები მოგვაწოდა.


ასმათ კევლიშვილი: დღეს ბევრი ადამიანი იცავს თვითნებურად მოდურ დიეტებს და არ ფიქრობს იმ სავალალო შედეგზე, რაც ამას დროთა განმავლობაში მოჰყვება. გახდომის მიზნით, თვითნებურად აკრძალულმა საკვებმა და ზოგადად შედგენილმა კვებითმა რაციონმა, ბევრ ახალგაზრდას დაუზიანა ორგანოები და მათი ჯანმრთელობა სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანა. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე სიკვდილითაც დასრულდეს. ამიტომ, სანამ გახდომას დაიწყებთ და რომელიმე საკვებს აუკრძალავთ საკუთარ თავს, ჯობია კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ და ასე დაიზღვიოთ თავი და ჯანმრთელობა. დიეტას ძირითადად მაშინ მიმართავენ, როცა ჭარბი წონა აწუხებთ. ეს კი უმეტეს შემთხვევაში გაზაფხულზე ახსენდებათ, როცა თბილი ტანსაცმლიდან შედარებით ხალვათ სამოსზე გადასვლა უწევთ. დანარჩენ შემთხვევაში კი რა დაავადებაც არ უნდა სჭირდეთ, არ აქცევენ ყურადღებას სამკურნალო კვებას. ზოგი ამ პრობლემას ქიმიური პრეპარატებით ებრძვის. დამიჯერეთ, ეს არასწორი მიდგომაა და ასე პრობლემას ვერ მოაგვარებთ. ჭარბი წონა დაავადებაა და ამიტომ, როგორც ყველა დაავადებას, მასაც სწორი და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება სჭირდება. ყველა ადამიანი ინდივიდია და ამიტომ, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. არ შეიძლება ერთმა დიეტამ ყველაზე ერთნაირად იმოქმედოს. დიეტას შესაბამისი სპეციალისტი უნდა გინიშნავდეთ და არა სამეგობრო წრე. თუ გამოცდას მოუწყობთ საკუთარ ორგანიზმს, აუკრძალავთ ამა თუ იმ საკვების მიღებას, ჯერ ის გემორჩილებათ, მერე კი პროტესტს გამოხატავს და არაერთი დაავადებით დაგიბრუნდებათ უკან. ასე რომ, როგორც სპეციალისტი, თამამად ვაცხადებ, ყოველგვარი თვითნებურად დაცული დიეტა, ორგანიზმისთვის დამანგრეველია და იმ შედეგს არ იძლევა, რისი იმედიც გაქვთ. შედეგსაც რომ თავი დავანებოთ, ადამიანის ორგანიზმი ამ დროს მწყობრიდან გამოდის და ღირს კი ამად ექსპერიმენტის ჩატარება? საერთოდ, დიეტის დაცვის დროს, ადამიანი ხედავს ვიზუალურ ეფექტს, მაგრამ, შიგნით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, ამას ვერ ამჩნევს და პრობლემა რომ ღრმავდება, მერე უკვე გვიანია.

– იკურნება თუ არა სიმსუქნე და რა დრო სჭირდება ამ დაავადების მკურნალობის სრულ კურსს?

– გეტყვით იმას, რომ სიმსუქნის კოდი, ჯერ კიდევ დედის მუცლადყოფნის დროს იდება ადამიანში. ეს კიდევ სხვა საკითხია, ხოლო რაც შეეხება ამ დაავადებისგან განკურნებას, რასაკვირველია, სიმსუქნე იკურნება. პირადად ჩემთან, მოდიან ადამიანები, რომლებსაც თითქმის ყველა მოდური დიეტა უკვე გამოცდილი აქვთ. ამიტომ, ასეთი პაციენტების ორგანიზმს უკვე უჭირს დაემორჩილოს სწორი კვების რეჟიმს, რომელსაც მე ვუნიშნავ. მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი გამოფიტულია, დანგრეულია და საერთოდ ქაოსია მასში, მაშინ უჭირთ სწორი კვების რეჟიმის დაცვა. არასწორი დიეტის დაცვა სწორედ გაზაფხულზე იწვევს იმუნური სისტემის მკვეთრ დაქვეითებას, ჰემოგლობინის დაცემას, სისხლძარღვების დაბინძურებას, ქოლესტერინის დონის მომატებას და ასე შემდეგ. ამის ფონზე კი ვითარდება სხვადასხვა დაავადებები. რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია, პაციენტი დაარწმუნო იმაში, რომ მოკლე დროში, რასაკვირველია, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს და ეს ხანგრძლივი პროცესია. ანუ, მარტივად რომ გითხრათ, რაც უფრო მოკლე დროში მიაღწევთ დიეტებით სასურველ შედეგს, ასევე მოკლე დროით შეძლებთ მის შენარჩუნებას. შედეგის მიღწევა იმაზე მეტყველებს, რომ მკურნალობა სწორად არის დანიშნული სპეციალისტის მიერ. მაგრამ, მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ სიმსუქნის მკურნალობა ადამიანისთვის არ უნდა იყოს გაუსაძლისი და მან მის ფსიქიკას არ უნდა მიაყენოს დარტყმა. იქ, სადაც მკურნალობა გაუსაძლისი ხდება, ორი აზრი არ არსებობს, რომ მკურნალობა არასწორადაა დანიშნული და ამისთვის არც პაციენტია ფსიქოლოგიურად მზად. ხომ იცით, ყველა ადამიანი სულსწრაფია და მალევე უნდა შედეგის საკუთარი თვალით დანახვა. ბევრი ამბობს, რად მინდა სპეციალისტი, ვიშიმშილებ და შედეგს თქვენც დაინახავთო. კი ბატონო, თუ იშიმშილე კი დაიკლებ კვირაში 4-5 კილოგრამს, მაგრამ მეორე კვირაში ორჯერ მეტს მოიმატებ. წონის მატებას რომ თავი დავანებოთ, ამ შემთხვევაში მოხდება რომელიმე ფარული დაავადების გააქტიურება და პროცესის სწრაფი განვითარება. ამიტომ, უმჯობესია სიმსუქნის მკურნალობა დროში იყოს გაწელილი და არ იფიქროთ იმაზე, რომ სწრაფად განიკურნოთ, და თან, ამავდროულად, სწორი კვება მკურნალობის შემდეგაც და არა მარტო გაზაფხულზე, არამედ მთელი სიცოცხლე თქვენი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. მათ ვისაც სურს წონის შენარჩუნება, ან მინიმუმი წონის დაგდება გაზაფხულზე, მაშინ მიირთვით შვრიის ფაფა, ხილი, ბოსტნეული და არ დაგავიწყდეთ, რომ ხილ-ბოსტნეული უნდა მიიღოთ ცოცხალი სახით და არა დაკონსერვებულ-გაყინული. სეზონური ხილი ადამიანის ორგანიზმისთვის, უბრალოდ, აუცილებელია და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ერთია სამკურნალო კვება, მეორე კი – სწორი კვება. წელიწადის ყველა დროს არის ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ორგანიზმს წამალივით სჭირდება. ახლა ის დროა, როცა ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, ვირუსებისა და გაციების მეტი ალბათობაა. ამიტომ, უნდა იზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე და გამოკვებოთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. მიირთვით დიდი რაოდენობით ვაშლი, ფეიხოა, გოგრა. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასე რომ, გაზაფხულზე თუ სწორად არ შეარჩიეთ საკვები რაციონი, შეიძლება საკუთარ თავს მომავალში ავნოთ.

– ხშირად აღნიშნავთ, რომ ადამიანის ხასიათსა და კვებას შორის პირდაპირი კავშირია. ამაზე რას იტყვით?

– მართალია, ხშირად ვამბობ, ადამიანის კვებას და ხასიათს შორის პირდაპირი კავშირია-მეთქი. კერძოდ, ადამიანი შეზღუდული კვებით იკლებს გარკვეულ კილოგრამებს, შემდეგ ვეღარ იკავებს თავს, მადას ვერ იოკებს და ისევ იგივე კვების რეჟიმში რჩება. ის თავის ორგანიზმს ანგრევს და აძლევს დიდ შანსს და საფუძველს, რომ დაავადებები განვითარდეს. გირჩევთ, სანამ დიეტაზე დაჯდომას გადაწყვეტთ, სპეციალური ტრეინინგი გაიაროთ ფსიქოლოგთან. საერთოდ კი, დიეტოლოგიც კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანის ფსიქოლოგიაში და იცოდეს მისი კონკრეტული პაციენტის ხასიათი, ოჯახური მდგომარეობა, შესაძლებლობები, დამოკიდებულებები და ასე შემდეგ. ეს უფრო გააადვილებს მასთან ურთიერთობას, სწორი მკურნალობის კურსის დანიშვნას და სასურველი შედეგების მიღწევასაც. რწმენა დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე და თუ მას დაარწმუნებთ, რომ ფორმაში ნამდვილად ჩადგება და არც მომავალში შეაწუხებს ჭარბი წონის პრობლემა, ის მოგყვებათ, გემორჩილებათ და იცის, რატომ აკეთებს ამას.


скачать dle 11.3