კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოიქმნება ახალგაზრდა წყვილის მშობლებთან თანაცხოვრებისას და რაშია გამოსავალი


მრავალი ცხოვრებისეული სიტუაცია, პრობლემა და გართულება წარმოიქმნება ახალგაზრდა ოჯახისა და მშობლების ან რომელიმე მშობლის ერთად ცხოვრებისას. ასევე, მრავლად აღინიშნება შემთხვევა, როდესაც ქორწინება ირღვევა გაუგებარი მიზეზებით, მაშინ, როდესაც ერთობლივი ცხოვრების გამო რეალურად წარმოიშვა და არსებობდა ბევრად უფრო ღრმა პრობლემა. უფროსი თაობის მიერ ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევაში, ოჯახის დანგრევის სრული საფუძველი იქმნება. ხშირად, გამოსავალი ახალგაზრდა წყვილის განცალკევებით ცხოვრებაშია. მართებულია თუ არა ოჯახის შექმნა მშობლების ფუძეზე, გვესაუბრება ფსიქოლოგი ნათია გიგაური.


– რატომ უნდა იცხოვროს ახალგაზრდა წყვილმა განცალკევებით?

– ამ გადაწყვეტილების დასაბუთება საკმაოდ რთულია, რადგან მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. რაც შეეხება ახალგაზრდა წყვილის პრობლემებს, როგორც წესი, კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნება სამი მიმართულებით. პირველია, როცა პატარძალი და რომელიმე მშობელი საერთო ენას ვერ გამონახავენ; მეორე – უთანხმოება მეუღლეებს შორის, როდესაც რომელიმე მათგანი კონფლიქტის დროს მშობლების მხარეს იჭერს. კონფლიქტის განვითარების მესამე მიზეზია მშობლების მხრიდან ზედმეტი ჩარევა ახალგაზრდების ცხოვრებაში და ხშირი „რჩევების“ მიცემა. ამ ყოველივეს შედეგი შეიძლება, იყოს ნეგატიური დამოკიდებულება მეუღლეებს შორის, რასაც მოსდევს ხშირი კონფლიქტური სიტუაცია და განხეთქილება. ასეთ ოჯახში არასასურველი და უარყოფითი ატმოსფეროა. ამიტომ, მეუღლეები ცდილობენ, უკეთესი გარემოს მოძებნას, ასეთი ადამიანები ხშირად ღალატამდეც კი მიდიან. კონფლიქტური გარემო იქმნება მაშინაც, როდესაც ოჯახის ყველა წევრს საკუთარი შეხედულება აქვს თანხების განკარგვაზე, ბავშვის გაზრდასა და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ახალგაზრდა თაობა“ განკუთვნილია გაცილებით უფროსი მშობლების უპირატესობის გამოსახატავად. მსგავსი პრობლემები კი შესაძლებელია, ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს მრავალწლიან ოჯახებშიც კი, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვეს საკუთარ საცხოვრებელზე.

– როგორია ფსიქოლოგების შეხედულება ამ საკითხის შესახებ?

– ყველა ფსიქოლოგი და სოციოლოგი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა წყვილმა უნდა იცხოვროს განცალკევებით. მშობლებთან ერთად ცხოვრებისას ძალზე იშვიათ შემთხვევებში არ აქვს ადგილი უარყოფით ემოციებს. მაგალითად მაშინ, როდესაც სახლი დიდია ან ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილია. შესაბამისად, ოჯახში ნაკლებია სტრესული სიტუაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირად გოგონას მამა ფიქრობს, რომ ქალიშვილის მეუღლე არ არის საკმარისად „კარგი“ მისი შვილისთვის, რაც სიძეს არასრულფასოვნების შეგრძნებისკენ უბიძგებს. როდესაც უკმაყოფილო გოგონას დედაა, აქ უკვე ვითარდება კლასიკური სურათი სახელად სიძე და სიდედრი. საპირისპირო მდგომარეობაა, როდესაც ბიჭის დედაა უკმაყოფილო პატარძლით, რაც ასევე საკმაოდ ხშირია. მაგრამ, პრაქტიკულად, არასდროს აქვს ადგილი გოგონას უთანხმოებას მამამთილთან. ეს ალბათ, იმით შეიძლება, ავხსნათ, რომ ზრდასრული კაცი არასდროს მისცემს თავს უფლებას რაიმეთი დათრგუნოს ახალგაზრდა გოგონა. მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისებიც არის.

– როდესაც ვერ ხერხდება განცალკევებით ცხოვრება, როგორ უნდა იქნეს მიღწეული კომპრომისი?

– ზოგჯერ მშობლებისგან ცალკე გადასვლის არანაირი საშუალება არ არსებობს. ამის მიზეზი ძირითადად მატერიალური ფაქტორია. როდესაც სიტუაცია რაიმე მიზეზით დაიძაბება, აუცილებელია მისი განმუხტვა. სასურველია, საერთო ცხოვრების წინ, მოხდეს ფუნქციების გადანაწილება და ოჯახის წევრების შეთანხმება ცალკეული საკითხების შესახებ. ახალგაზრდები უნდა ეცადონ, მაქსიმალურად თავაზიანები იყვნენ ერთმანეთის მშობლებთან საუბრისას. ახალგაზრდებმა საჭიროებისამებრ, ან უნდა დათმონ პოზიციები უფროსებთან კამათისას, ან მშვიდი და გაწონასწორებული ტონით აუხსნან მათ, რატომ გააჩნიათ განსხვავებული აზრი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საუბრისას, არ შეინიშნებოდეს ნაწყენი ან ამბიციური ტონი. თუ წყვილი ცხოვრობს მშობლებთან ერთად და უკვე ადგილი აქვს პირველ უთანხმოებას, უმჯობესია, ჯერ შვილი გაესაუბროს მშობლებს და შემდეგ მოხდეს ოჯახური საუბარი, სადაც გაირკვევა, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რამ გამოიწვია მსგავსი სიტუაცია. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ, ასეთ შემთხვევაში მხარეები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკითხს.

– როგორია სიძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მეუღლის ოჯახში ცხოვრებისას?

– როდესაც ოჯახში უფროსი ასაკის კაცია, ეს დიდი სტრესია ახალგაზრდა ქმრისათვის. ახალგაზრდა შესაძლებელია, დათრგუნოს იმ გარემოებამ, რომ მას ყოველთვის მეორე ადგილზე აყენებენ. ასეთ პირობებში მამაკაცი ვერ გრძნობს თავს სრულფასოვნად. ვერ შეიგრძნობს თავის ძალაუფლებას და ავტორიტეტს. განსაკუთრებით უჭირს ახალგაზრდას, როდესაც სიმამრი რაიმე საკითხზე დარიგებას ცდილობს, იწყებს ბრძანებების გაცემას და „სწორ გზაზე“ დაყენებას. მამაკაცი ცდილობს, ისეთი გარემოს მოძებნას, სადაც შეძლებს საკუთარი მამაკაცური ღირსებების სრულად გამომჟღავნებას. სწორედ აქ ჩნდება მეუღლის ღალატის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდ პატივისცემას იღებს ქართული ოჯახის დედა, მსგავსი სიტუაცია სიდედრთან ურთიერთობის დროსაც შეიძლება შეიქმნას. ამავდროულად, ქალი, როგორც წესი, უფრო კატეგორიულია რჩევებისა და ულტიმატუმების წაყენების დროს. გარდა ამისა, ზოგიერთი ქალიშვილი ზედმეტადაა დამოკიდებული დედაზე. საუბრისას, ან რაიმე საკითხის გარჩევისას, მუდმივად დედის მხარეს იჭერს. ბავშვის გაზრდასაც დედის გარეშე ვერ ახერხებს. ქმარი ასეთ დროს ვერ ხვდება, თუ რაში სჭირდება ის ცოლს. თუ ამ ყველაფრის პარალელურად, ცოლის ნათესავები ან მშობლები ახერხებენ ცალკე ფართის გამოყოფას ახალგაზრდა ოჯახისთვის, მამაკაცის მდგომარეობა უფრო მძიმდება. მას აწუხებს აზრი იმის შესახებ, რომ ვერ შედგა როგორც ქმარი, საკუთარი არაფერი გააჩნია, მათ შორის ოჯახიც.

– რაშია გამოსავალი მსგავსი სიტუაციიდან?

– გოგონა უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებიანი და ზედმეტად არ მიემხროს დედას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუცხოების საფრთხე იქმნება. თუ ცალკე ცხოვრების საშუალება გამოინახა, გოგონამ არ უნდა იფიქროს, რომ გადასვლით ყურადღებას ვეღარ მიაქცევს მშობლებს. ჩვენი დედაქალაქი და მით უმეტეს მის გარეთ მდებარე დასახლებები, არ არის იმდენად დიდი, რომ სურვილის შემთხვევაში, შვილმა ყოველდღე ვერ მოიკითხოს ან მოინახულოს მშობლები. თუ გოგონა მშობლებთან დარჩენით შეეცდება, რაიმე ყოფითი პრობლემის თავიდან აცილებას, მან უნდა გააანალიზოს, რომ შესაძლებელია გაცილებით სერიოზული პრობლემები აღმოცენდეს.

– რა პრობლემები წარმოიშობა პატარძლის შესვლისას ვაჟის ოჯახში?

– ნებისმიერ დედას ისე უყვარს თავისი შვილი, რომ პრაქტიკულად არც ერთი მათგანი არ არის სრულიად კმაყოფილი პატარძლით. თითქმის ყველა ოჯახში აღმოცენებულა კონფლიქტური სიტუაცია თუნდაც იმის გამო, რომ დედამთილმა დაალაგა ახალგაზრდა მეუღლეების ოთახი. კარგი იქნებოდა, რომ ეს ფაქტი ლოგიკურად აღნიშნულიყო, ანუ გოგონას მადლობა გადაეხადა დედამთილისთვის, მაგრამ ჩვეულებრივ ორივე მხარე უკმაყოფილოა ამ ქმედებით. რომელიმე პირველი განაცხადებს ამის შესახებ. უმჯობესი იქნება, თუ ეს დედამთილი აღმოჩნდება. რადგან თუ ის უკმაყოფილებას გამოთქვამს, ახალგაზრდა დიასახლისი უფრო თავისუფლად და მორალურად გამართლებულად მოსთხოვს მას, ოთახში აღარ შევიდეს. საკმაოდ ხშირად, რაც არ უნდა ჰიგიენური იყოს გოგონა, თუ დედამთილს ამის სურვილი აქვს, საკამათო მიზეზს მაინც იპოვის. ამ შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯის გადადგმა უმჯობესია, ქმართან საუბრის და მისი საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მეუღლეების ხშირი საუბარია.


скачать dle 11.3