კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ თამაშობდა ბავშვობაში ინგა გრიგოლია ბავშვებთან და როგორ გადალახა მან ყველაზე დეპრესიული პერიოდი


ინგა გრიგოლიას, რომელიც ჟურნალისტურ ჩარჩოებში ვერასდროს ეტეოდა და დღეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას უმიზნებს, ცხოვრების დღიურიდან მხოლოდ ერთი ფურცელია ამოგლეჯილი – პირადი ცხოვრება. შესაბამისად, ამ ერთი შეხედვით ემოციურ ქალბატონს იმ პერიოდის გახსენება არასდროს სურს, როცა სრულიად მოულოდნელად, გათხოვების გადაწყვეტილება მიიღო და ცოლად გაჰყვა ადამიანს, რომელთანაც თანაცხოვრებამ სულ რაღაც ერთ წელს გასტანა, თუმცა მის ამ გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ ნაბიჯს მედალივით ორი მხარე აღმოაჩნდა – შვილი და არნახული წარმატება პროფესიულ გზაზე, სადაც საკუთარ თავს დაცემის უფლებას არასდროს აძლევდა.

ინგა გრიგოლიას და, ქეთი: დედა ქართლელია, მამა – იმერელი. როგორც გადმოცემით ვიცი, მამაჩემის ბებია, მარიამ გრიმევსკაია პოლონელი ყოფილა, რომელიც თურმე ჩვენმა დიდმა ბაბუამ ქუთაისის გუბერნიიდან წამოიყვანა. ასე რომ, პოლონური სისხლიც გვირევია.

– როგორ ჩაიარა თქვენი ბავშვობის წლებმა?

– ინგაზე სამი წლით უფროსი ვარ. საავადმყოფოდან რომ მოიყვანეს, იმ წუთიდან გვერდიდან არ მოვცილებივარ. ყოველთვის ძალიან კარგი დობა გვქონდა, თუმცა ბავშვობაში, როცა მშობლები სამსახურში იყვნენ და სახლში მარტო ვიყავით, ხშირად ვკამათობდით. ერთხელ, დედამ რაღაც დაგვიბარა. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ინგამ – არა და ამაზე ვიჩხუბეთ. მერე, რომ წამოვიზარდეთ, სხვანაირი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. უერთმანეთოდ ერთი წუთიც არ ვყოფილვართ. არც გვქონია ასეთი სიტუაცია, რომ ზაფხულობით ცალ-ცალკე დაგვესვენა ზღვაზე ან სოფელში. ძალიან გვიყვარდა ჩვენი სოფელი სამტრედიაში, მაგრამ მერე, ბებია და ბაბუა რომ გარდაიცვალნენ, იქაური კარ-მიდამო გავყიდეთ, რაზეც ინგას ძალიან დასწყდა გული. ის ხშირად ავადმყოფობდა, გლანდები ჰქონდა და ცივდებოდა. ამიტომ, დედას ხან სურამში დაჰყავდა, ხან – ბორჯომში. მე არ მიყვარდა მთიან ადგილებში დასვენება და სულ ვაპროტესტებდი. ინგა უფრო სერიოზული და დინჯი იყო, ვიდრე მე. ბავშვები ეზოში ყირაზე რომ გადავდიოდით, ინგას ერჩივნა, დაქალთან ერთად სადმე დამჯდარიყო, ყავა დაელია, რაღაც თემებზე ესაუბრა ან ჯოკერი ეთამაშა. ეზო მაინცდამაინც არ იზიდავდა. მოკლედ, როგორიც უნდა იყოს ბავშვი, ისეთი არ იყო. თავიდანვე კითხვა უყვარდა და ყველაფერს კითხულობდა. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. აქტიური იყო, მუდმივად ჩართული სასკოლო ღონისძიებებში. თუ რამე ხდებოდა, აუცილებლად წამყვანი, მთავარი მოქმედი პირი უნდა ყოფილიყო. პირველობისკენ სწრაფვა სულ ჰქონდა. ერთადერთი, რაც ეზარებოდა, მუსიკა იყო. დედას ხელოვნების სკოლაში დაჰყავდა. დღემდე კარგად უკრავს და მღერის, მაგრამ ეს გზა დიდად არ იზიდავდა. სკოლაში ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით, თუმცა მეც ძალიან კარგად ვიცნობდი მის მეგობრებს და ინგაც – ჩემსას. დღემდე ვმეგობრობთ ერთმანეთის მეგობრებთან.

– როგორი იყო ბიჭებთან თქვენი ურთიერთობა, თბილი და დამყოლი თუ შემტევი?

– ინგაც ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაში იყო მათთან და მეც ძალიან ბევრი მეგობარი ბიჭი მყავდა. საერთოდ, ინგა ისეთი ადამიანია, თუ ვინმესთან მეგობრობას გადაწყვეტს, ბოლომდე მისი ერთგულია. არ უყვარს ზურგს უკან ლაპარაკი. თუ რამე ეწყინა, ურჩევნია, პირდაპირ უთხრას, ვიდრე მასზე ვიღაცასთან იჭორაოს. ძალიან თბილია. ნებისმიერი ადამიანის ტკივილი გულთან ისევე მიაქვს, როგორც საკუთარი. უნდა, რომ ყველას დაეხმაროს. ბევრ ჩემს მეგობარს, ვინც არ იცნობდა ინგას და მერე გაიცნო, უთქვამს: ეკრანზე აბსოლუტურად სხვანაირია და ცხოვრებაში – სულ სხვანაირიო. რაღაც რომ დამჭირდეს ჩემთვის, ვერ ვეტყვი და სხვისთვის აუცილებლად ვეტყვი. ზუსტად ვიცი, რომ იმ ადამიანისთვის აუცილებლად რაღაცას გააკეთებს.

ინგას დედა, ქალბატონი მარინა:

– ინგაზე ამბობენ, სამტრედიელიაო. თავიდან თბილისში ვცხოვრობდით. ჩემმა მეუღლემ უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, სატყეო-საინჟინრო, იქ გაანაწილეს ორი წლით და იქ ყოფნის პერიოდში დაიბადა ინგა. ამიტომ, დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად სამტრედია უწერია. ძალიან დამჯერი, წყნარი და ჭკვიანი ბავშვი იყო. ერთადერთი, რაზეც შეიძლებოდა, მისთვის მეჩხუბა, ტანსაცმელი იყო. რადგან ხშირად ცივდებოდა, ზაფხულშიც თბილად ვაცმევდი და ამაზე საშინლად ტიროდა. სოფელში რომ ჩამყავდნენ, ქეთინო მეზობლის ყველა ბავშვს, იცნობდა და გადადიოდა მათთან სათამაშოდ, ინგა კი ჩვენი სახლის წინ ერთი ბავშვი ცხოვრობდა და მხოლოდ მასთან თუ გადავიდოდა. ინგაზე ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებდი. ვეუბნებოდი, შენ აუცილებლად დიპლომატი გამოხვალ-მეთქი.

– თუ ამჩნევდით, რომ ყველაფერს ინტერესიანი, ჟურნალისტური თვალით უყურებდა?

ქეთი: ინგა ძალიან კარგ ლექსებს წერდა და ჩანაწერებს აკეთებდა. ტელევიზორში ინფორმაციებს მთელი ყურადღებით უსმენდა. ხუთი წლის იყო გაზეთებს გადაშლიდა და კითხულობდა. კითხვა თავისით ისწავლა. მე რომ ვმეცადინეობდი, ჩემთან ერთად იჯდა და სწავლობდა. თუ რამეს აკეთებს, მთელი გულით აკეთებს, ისე რა – საქმის კეთება არ უყვარს. თავს არ დაზოგავს, ყველაფერში მთლიანად იხარჯება.

– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შექმნის შესახებ.

ქალბატონი მარინა: თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი. აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. სტუდენტი იყო და ჩემს სახლთან ახლოს ქირით ცხოვრობდა. გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ ცოლად გავყევი. მაშინ ჩემი მეუღლე 19 წლის იყო, მე – 17-ის. მერე სწავლა განვაგრძე. ბავშვების გაზრდაში მშობლები მეხმარებოდნენ.

– როდის გქონდათ ყველაზე რთული პერიოდები?

– ჩემი მეუღლე სამტრედიაში სახლის სახურავს აკეთებდა. ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ორი თვე საწოლს იყო მიჯაჭვული და მერე, როცა წამოდგა, ერთი წლის განმავლობაში სახლში იყო, ძლივს დადიოდა. წელს ქვემოთ სახსრებში შეგრძნება არ ჰქონდა. ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ყველაფერი კალაპოტში ჩამდგარიყო. ერთი თვე თავზე ვადექი. ერთი თვის შემდეგ საწოლში გადაბრუნების უფლება რომ მისცეს, თბილისში ბავშვებთან წამოვედი და მასთან დედამისი დარჩა. ორი თვის შემდეგ თბილისში გადმოვიყვანეთ. აი, იმ პერიოდში ფინანსურადაც გვიჭირდა. ხან ჩემი მეუღლის მშობლები გვეხმარებოდნენ, ხან – ჩემი მშობლები, მაგრამ მისი ხელი მაინც შესამჩნევად მოგვაკლდა. მოგეხსენებათ, ბავშვებს რამდენი რამ სჭირდებათ, თუმცა ისე არ ვყოფილვართ, რომ პურის ფული არ გვქონოდა. უბრალოდ, ფულს მოზომილად ვხარჯავდით.

ქეთი: მოგეხსენებათ, ინგა ხშირად იცვლიდა სამუშაო ადგილს ტელევიზიებში, მაგრამ ამას სულიერად უფრო განიცდიდა, ვიდრე ფინანსურად. პატარ-პატარა ჩავარდნები რომ ჰქონდა, მაშინ იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. მახსოვს, ბოლო გადაცემა რომ დაუხურეს („იმედზე“ გადაცემა „ღია ეთერი“ – ავტორი), ძალიან განადგურებული და რამდენიმე დღე გაურკვეველ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მალევე მოახერხა საკუთარი თავის მობილიზება. შემართებით დაიწყო ახალი საქმის კეთება. „პირველ არხზე“ რომ გადადიოდა, პროექტები უკვე გამზადებული ჰქონდა. ის იჯდა სახლში, მაგრამ მაინც მუშაობდა, მხოლოდ არ საუბრობდა „იმედის“ თემაზე. მარტო იმას ამბობდა, როდემდე უნდა ვიარო ასე არხიდან არხზეო. ყველამ ვიცოდით, რომ ამაზე არც არაფერი უნდა გვეკითხა და არც გველაპარაკა. მაშინ თავისი პატარა დანაზოგიც ჰქონდა – ორი-სამი თვის სამყოფი თანხა.

– ბიზნესთან დაკავშირებით რას იტყვით, წარმოგიდგენიათ ინგა ბიზნესში?

ქალბატონი მარინა: ვერანაირად, ამ საქმის არაფერი გაეგება. მე და ჩემს მეუღლეს უფრო გვაქვს ამის ნიჭი. ჩემს მეუღლეს სულ ჰქონდა თავისი პატარა ბიზნესი, კერძო სექტორის განვითარება, როცა დაიწყო საქართველოში. სახლებზე მიშენებებს აკეთებდა. ახლა ავტოპროფილაქტიკა აქვს და თავისთვის რაღაცას აკეთებს.

– მარიამი და ინგა გარეგნულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თვისებებით და ხასიათით თუ ჰგვანან?

ქეთი: საერთოდ, მარიამის დაბადებამ ჩვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა, ჩვენს ოჯახში მაგარი ადამიანი შემოვიდა. გეფიცებით, ჩემი შვილისგან არაფრით ვასხვავებ. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, ხასიათით მარიამი მე მგავს, ჩემი შვილი – ინგას. ერთხელ, მე და ინგა კაფეში ვისხედით. ვიღაც ნაცნობი შემოვიდა და ინგამ ჩემი თავი გააცნო, ჩემი და არისო. არაფრით დაიჯერა.

– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შენი და ომახიანი ხმის ტემბრში და ორატორობაში ვის ჰგავს? ოჯახში ვინ გყავთ ასეთი?

– ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას. ისიც ზუსტად ასეთი ომახიანი და აქტიურია. თუმცა, მამაჩემსაც მაღალი ხმის ტემბრი აქვს და მამაჩემის მამიდასაც. გენეტიკა მაინც თავისას შვრება. ალბათ, თანდაყოლილი ნიჭიც უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ყველასგან გამორჩეული იყო. მაგალითად, მე რომ გამიშვათ ჟურნალისტად, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებ.

– როდესაც წამოიზარდეთ, 15, 16 წლის ასაკში, ბიჭებისკენ თუ გაგირბოდათ თვალი. მომიყევი, რა ასაკში გათხოვდა ინგა და როგორ მიიღეთ მისი ეს ნაბიჯი?

– არა, ინგა ისეთი ტიპი არასდროს ყოფილა, რომ ბიჭებისკენ გაქცეოდა თვალი. სწავლის მეტი არაფერი აინტერესებდა. რაც შეეხება გათხოვებას, ის, რაც მოხდა, შემთხვევითი იყო. რა თქმა უნდა, ვერ წარმოგვედგინა, რომ ასე უცბად გათხოვდებოდა. ყველამ ძალიან განვიცადეთ, თვითონაც განიცადა. ერთად, დაახლოებით, წელიწადი იყვნენ. ყველაფერი ბედის ამბავია. თუ ბედი გამოუჩნდა, ალბათ, გათხოვდება.


скачать dle 11.3