თინათინ მაღალაშვილის ჩვენება “თბილისი მარიოტში„
დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა 31 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია აჩვენა საზოგადოებას. პირველი კითხვა, რაც დიზაინერის მიმართ გაჩნდა იყო ის, თუ რატომ არ გამართა მან ჩვენება მოდის კვირეულის ფარგლებში, თინათინმა უპასუხა, ეს ინფორმაციული ვაკუუმის გამო მოხდა. მას არ ჰქონდა საჭირო ინფორმაცია ამ კვირეულთან დაკავშირებით. ჩვენებას ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ – ლალი მოროშკინა, დინი ვირსალაძე, ზალიკო ბერგერი, ქართული შოუ-ბიზნესის ახალი ვარსკვლავი – მარკო მეტრეველი, რომელმაც უკვე პირველი კლიპი გადაიღო და სხვები. ჩვენებას ალაფურშეტი და პატარა გათამაშებაც მოჰყვა. თინათინ მაღალაშვილმა ძალიან ბევრი კომპლიმენტი და მილოცვები მიიღო.