დათო ხუჯაძის სიმღერის პრემიერა პირდაპირ ეთერში
გასულ კვირას რადიო „ფორტუნა პლუსის“ პირდაპირ ეთერში შედგა მომღერალ დათო ხუჯაძის ახალი სიმღერის პრეზენტაცია. დათო პირდაპირ ეთერში ჩაერთო და სიმღერის შესახებ ისაუბრა კიდეც. რუსეთში ძალიან პოპულარული მომღერალი – დათო ხუჯაძე ამ ბოლო დროს თავის სიმღერებში აქცენტს საკლუბო, საცეკვაო სტილზე აკეთებს. ინგლისურენოვანი სიმღერა „ფლეშინგ ლაითიც“ სწორედ ასეთია და კლუბურ სიტუაციას კარგად „დაქოქავს“ – ყველას ცეკვას მოანდომებს. გარდა ამისა, მომღერალი და მისი პროდიუსერი სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც. გეგმავენ. დათო ძალიან ბევრს მუშაობს სტუდიაში, ახალ-ახალ სიმღერებს წერს და არც ერთი წუთით არ ჩერდება. ვიმედოვნებთ, რომ „ფლეშინგ ლაითიც“ ისეთივე წარმატებული იქნება ყველგან, როგორც „ჯანაია“ და დათოს სხვა სიმღერებია.