კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაყიდა ონისე ონიანმა სახლიდან ყველაფერი და როგორ ყიდდა ის ელიავაზე საბურავებს


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ონისე ონიანი პირველად 19 წლის, მეორედ კი 28 წლის ასაკში დაქორწინდა. თავისი რჩეული მან ქუჩაში შემთხვევით გაიცნო. თათია იმ მომენტში თავის დას ახლდა, რომელიც ასევე თეატრალურში სწავლობდა. მას შემდეგ ონისემ მათ ოჯახში სიარულს მოუხშირა, რათა კარგად გაეგო მომავალი მეუღლის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ოცამდე ქალი მყვარებია, მაგრამ საბოლოო ჯამში თათია გახდა ჩემი რჩეული, – გვითხრა მსახიობმა.


– ონისე, გაამართლა შენმა არჩევანმა?

– ნამდვილად! თუ პლუს-მინუსი არ არის, მერე ჭირს ურთიერთობის აგება. თათიას განსხვავებული ხასიათი აქვს. მაგალითად, თუ ნაძვის ხის მორთვა დავასწარი, მეორე დღეს ჩუმად ან ჩემი თანდასწრებით აუცილებლად რაღაცას შეცვლის. ეს კი არ მაღიზიანებს, პირიქით, ვფიქრობ, ამ დროს ჩვენს ურთიერთობაში კიდევ რაღაც ახალი საინტერესო ელემენტები ჩნდება. ის ძნელად გადაწყვეტს რამეს, აწონ-დაწონის და მერე დაუსვამს წერტილს. მე შემიძლია, ყველაფერს სწრაფად მოვუღო ბოლო. შეიძლება, მკითხოს, ეს ავიღო, მოგწონს? არ ჩავაცმევ, არ მოვარგებ, არ შევხედავ უხდება თუ არა, რადგან მოსწონს – მოსწონს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ძალიან მარტივად ვიღებ.

– როგორი აღმოჩნდა ქმრის უღელში ყოფნა?

– არაფერი მაქვს დასამალი და, გეტყვი, რომ თათიამდე მყავდა ცოლი. მაშინ 19 წლის ვიყავი. ჩემმა ნაადრევმა გადაწყვეტილებამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. ჩვენ ერთად ერთი წელი ვიცხოვრეთ. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რა მინდოდა, მიყვარდა თუ არა ეს ადამიანი. სხვათა შორის, არ ვნანობ, რომ ასე მოხდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ წამოვედი. რაღაც მომენტში გაგება-არგაგების საკითხი დადგა. სიდედრის ფაქტორიც იყო, რასაც სიმამრზე ვერ ვიტყვი. მოკლედ, იქ არ იყო ჩემთვის ჰაერი, რომლითაც უნდა მესუნთქა და მიმეღო საზრდო. მან ასეთი გზა აირჩია ჩემთან ურთიერთობაში და სულაც არ იყო იმით უბედური, რომ ოჯახი დაინგრა. ჩვენ შვილიც კი არ გვყავდა, არაფერი გვქონდა საერთო.

– ზოგჯერ მამაკაცებს ვნება და გატაცება სიყვარულში ერევათ. მერე მიხვდი, რომ ეს ის არ არის, რაც შენ გინდოდა?

– მამაკაცებმა ზუსტად იციან, რა უნდათ, მაგრამ მეტად უქრით თავში და, ფაქტია, რომ უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებენ თავს, ვიდრე ქალები, იმიტომ, რომ ქალს მეტი საზრუნავი აქვს – ქმარი, შვილები, ათასი საქმე. სიყვარული და ვნება – აი, ეგ არ უნდა აერიოს არავის. მე არაფერი ამრევია თათიასთან ურთიერთობაში.

– მოდი, გაიხსენე თათიასთან ცხოვრების პერიოდის ყველაზე რთული ეპიზოდები.

– თავიდან ნათესავის ბინაში ვიყავით, მთელი თოთხმეტი წელი. მერე ნათესავს თავისი ბინა დასჭირდა. იძულებული გავხდით, ბინა დაგვექირავებინა, როგორია ბავშვებით აიბარგე, დაბინავდი, აიბარგე, დაბინავდი?! ცხადია, გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტის გასავალიც. უფრო მეტი მუშაობა და ბრძოლა დამჭირდა. თითქმის ყველაფერი გვქონდა, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო, მაგრამ არ იყო მთავარი – ფული. მოდიოდა უამრავი მეგობარი, ნათესავი. ჩვენთან ყველას უხაროდა მოსვლა და დღესაც ასეა. ოჯახისთვის რაღაც რომ გამეკეთებინა, არ ვითაკილე, წავედი ელიავას ბაზრობაზე და საბურავებს ვყიდდი. დღეში 10 ლარს მიხდიდნენ. იმ ფულით სახლისთვის შაქარს, პურს, კარაქს ვყიდულობდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში ყველაფერი ჭირდა, არაფერი იყო – არც შუქი, არც გაზი.

– არ ჯობდა, ჯერ ფინანსურად მოძლიერებულიყავი და მერე მოგეყვანა ცოლი?

– ამას რომ ადამიანი დაელოდოს, ბოლოს, შეიძლება, მარტო აღმოჩნდეს, ხელიდან გაექცეს ისეთი მომენტი, რომ, თვითონაც ვერ მიხვდეს, რა დროს გაუშვა ეს ყველაფერი ხელიდან. ბედს მე არ ვწერ, ჩემს ბედს ვიღაც წერს, მე, უბრალოდ, ცოტა მივაშველე ხელი – როცა მოვიდა, თვითონ გავყევი. მოკლედ, იმას გეუბნებოდი, რომ დილის 7 საათზე უკვე ბაზრობაზე ვიყავი და საბურავებს ვყიდდი, საღამოს 7 საათზე თეატრში მივრბოდი, სპექტაკლში უნდა მეთამაშა, მერე სახლში დაღლილი მოვდიოდი. ვიღაცას სპექტაკლი ჰქონდა ნანახი, მერე უცებ იქ დამინახავდა და ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე. ამ ყველაფერის მერე მიჭირდა ხალხთან ურთიერთობა. შეიძლება, სცენიდან მაღალ მატერიებზე მელაპარაკა, მაგრამ დღისით შავი საბურავების გაყიდვა მიძნელდებოდა. არ დავმალავ და, ამ დროს სიმორცხვისა და სინანულის გრძნობა ერთდება. არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მხართეძოზე არიან წამოწოლილები და ლანგარზე მორთმეული მისდით ყველაფერი. ახლა რომ გადავხედე წარსულს, ალბათ, ისევ იმ გზას გავივლიდი, თუ დამჭირდებოდა. იმ დღეს ფეხით წამოვედი რესტორნიდან. მერე რა, რა არის ამაში ცუდი, მაგრამ, რომ მოვდიოდი, გზაში ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, რომ მეც ვყოფილიყავი იმ ვიღაცის ადგილას, მაგარი მარკის ავტომანქანით რომ ჩაგიქროლებს, რომელსაც ლანგარზე აქვს მირთმეული ყველაფერი. ვინც არ უნდა შემეკამათოს, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს გრძნობა არ დაუფლებია.

– როგორც ვიცი, შენ დაბადების დღეებზეც დადიოდი და იქიდანაც გქონდა პატარა შემოსავალი.

– ეს იყო ელიავას შემდგომი პერიოდი. საათში 25 ლარს მიხდიდნენ. ხანდახან დღეში ორი დაბადების დღე მიწევდა, მაშინ, როცა, თეატრში მთელი თვე ველოდებოდი 50 ლარს. ოჯახებში შევდიოდი, ბავშვები ცალკე ისხდნენ, მშობლები – ცალკე. პროგრამას რომ ვამთავრებდი, მეტყოდნენ, მოდი, ერთი ჭიქა დაგვილიე, ჰა, ერთი ხაჭაპურიც მიაყოლეო. რაღაცნაირად მტკივნეული მომენტი იყო ჩემთვის, დაღლილ-დაქანცულზე ვიღაც გემრიელად რომ დაგცხებს. როდის დავანებე თავი, იცი? ერთ დღეს სამი დაბადების დღე დაემთხვა, გახარებული ვარ, 75 ლარი მაქვს და ვფიქრობ, ოჯახში ფულით მივალ-მეთქი. გადავწყვიტე, თავისთვის უფლება მიმეცა და სახლში ტაქსით წავსულიყავი, მაგრამ ფული დამეკარგა. ეტყობა, ჯიბიდან რომ ამოვიღე, ამომივარდა. მაშინ ვთქვი, აღარასოდეს წავალ დაბადების დღეზე, ამ წვალებას ქუჩაში ქარს არ გავატან-მეთქი. მერე იყო ზღაპრის თეატრი, მსახიობები დავდიოდით ბაღებში, სკოლებში, თუმცა, თეატრი არასოდეს მიმიტოვებია.

– ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ქალი გიდგას გვერდით – ჭკვიანი თუ პრეტენზიული, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ ქმარს გვერდში ამოუდგეს, გამუდმებით თავისას ეწუწუნება და სთხოვს.

– თათია არც მუშაობდა და არც სწავლობდა. 8 თვის იყო ჩვენი უმცროსი შვილი, ტასიკო, როცა თათიამ სამედიცინოზე ჩააბარა. უფროსი გოგო სკოლაში დადიოდა, თათია იჯდა და მეცადინეობდა. ერთი არაჩვეულებრივი ქალი იყო, ბაია, რომელიც მოდიოდა და ბავშვს უვლიდა, მიზერულ თანხას გვართმევდა იმისთვის, რომ დაგვხმარებოდა, იმიტომ, რომ ვუყვარდით. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედა წამოვიდა ქუთაისიდან და მას შემდეგ ჩვენთან ცხოვრობს. იცი, რა? საერთოდ, პრობლემას კონფლიქტამდე მიყავხარ. ჩვენ ყველა ვარიანტში მივდიოდით რაღაც მომენტში კონფლიქტამდე და საბოლოო ჯამში ჩიხში აღმოვჩნდებოდით. პრობლემა იჩენდა თავს იმის გამო, რომ ბავშვს პამპერსი სჭირდებოდა და არ ჰქონდა, იქ თათიას თავისი უნდოდა და არ იყო საშუალება. რას იზამ, რაღაცას ვასწრებდი, რაღაცას – ვერა. დღეს შედარებაც არ არის იმასთან, რაც მაშინ იყო. გაქრა ყველაფერი, თითქოს იმ წლებმა წაიღო. თათია არ არის ისეთი ადამიანი, რაღაც ვერ გაეგო, ყველაფერს შეგნებით ეკიდებოდა. მაგალითად, ვიღაცას სახლში მოსდიოდა დამლაგებელი, ეს კი ყველაფერს თვითონ აკეთებდა. მერე, ცოტა საშუალება რომ გაჩნდა, ჩვენც მოვიყვანეთ.

– ახლა როგორ ხართ?

– თეატრის ადმინისტრაცია, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, რომ საკუთარი თავშესაფარი მქონოდა, როდემდე უნდა მევლო ბავშვებით აქეთ-იქით?! მერე გასაკეთებელი იყო რემონტი. რადგან დაკავებული ვიყავი და არ მეცალა, პირადად წავსულიყავი ელიავაზე, გაჯი ან რაღაც მომეტანა, მყავდა ადამიანი, რომელიც ამას აკეთებდა. ახლა ბანკის სერიოზული ვალი მაქვს და ძალიან ვნერვიულობ. აქეთ ამდენი კომუნალური გადასახადია... არ ვჩერდები და არც გავჩერდები, არავითარ შემთხვევაში, სანამ ჯანი და ღონე მაქვს.

– ბანკის ვალმა ხასიათი ხომ არ გაგიფუჭა?

– ძალიან ლაღი და თავისუფალი ვარ. აღარ მახსოვს, რის გამო, მაგრამ, იყო პერიოდი, თითქოს ჩავქრი. ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, საერთოდ, ხალისიანი ვარ და ეს რომ დამეკარგოს, ხომ გადავირიე-მეთქი. თათია ეუბნებოდა, ჩემთან არაფერს ლაპარაკობს და თქვენ მაინც გამაგებინეთ, რა სჭირსო. ისე, ძალიან მოსიყვარულე და კარგი ვარ. ჩემმა ცოლმა არ იცის, სად არის ბაზარი, სად უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. ამას ისე ვუგვარებ, ვერც გრძნობს. როცა გაბრაზებული ვარ, საშინლად ვყვირი. უმცროსი შვილი 7 წლის არის, მაგრამ ათ 5 წლის ბავშვს უდრის, ისეთი ცელქია. ნაძვის ხის ქვეშ შტაბი მოიწყო. ხანდახან შეუვალი ხდება და, თუ არ დავუთმე, შეიძლება, ერთმანეთს შევასკდეთ. როცა მძინავს, ხომ შეიძლება, წყნარად იყოთ-მეთქი, მაყვირებენ.

– როცა სახლიდან გადიხარ, შენი ცოლი არ ფიქრობს, ნეტა ახლა სად წავიდა ჩემი ქმარი, ვისთან ერთად არის, რას აკეთებსო? ხომ არ ეჭვიანობს?

– მაგ მხრივ ძალიან სუფთა ვარ. შეიძლება, ზოგი იტყუება, მაგრამ მე არ ვიტყუები, ყველაფერს გეფიცები. ეგ არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. თუ მაინც ასე მოხდა, მირჩევნია, პირდაპირ ვუთხრა, გიღალატე-მეთქი, ეს არის ყველაზე ჯანმრთელი ურთიერთობა. შეიძლება, ქალსაც მოეწონოს ვიღაცა და გაეკიდოს, ყველაფერი ხდება, მაგრამ, რაღაც რომ ტყდება, იმის გამთელება აღარ შეიძლება.


скачать dle 11.3