კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყიდა ქეთი მელუამ უფრთო თვითმფრინავი და რით შეაყვარა სიგიჟემდე თავი ბრიტანეთის დედოფალს ბაბუამისმა


ქეთი მელუას წარმატებების შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად იციან. მან საკუთარი ნიჭის, შრომისა და ხმის წყალობით, თვით ინგლისის დედოფლის გულის მოგებაც შეძლო. ქეთის ძმა, ზურა მელუა ყველას ეგონა, რომ ცნობილი ჩოგბურთელი გამოვიდოდა, რადგან 15 წლის ასაკში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ, უეცრად, პროფილი შეიცვალა, ხელში გიტარა აიღო და დის მსგავსად მუსიკოსობა გადაწყვიტა. როგორც მისი ბაბუისგან, ბატონ ამირან მელუასგან შევიტყვეთ, ზურა, მუსიკალურ კოლეჯში უკვე აარჩიეს ნიჭიერთა შორის. ის უგამოცდოდ ჩაირიცხა ლონდონის მუსიკალურ უნივერსიტეტში, სადაც არაერთი ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი გაიზარდა და ჩამოყალიბდა ვარსკვლავად.


ამირან მელუა: ადრე, ყველა ამბობდა ჩემზე, ამ კაცის შვილიშვილია ქეთი მელუაო, ახლა კი ამბობენ, ეს ქეთი მელუას ბაბუააო. რასაკვირველია, ეს მიხარია. ახლა კი ქეთის მსგავსად, მისმა ძმამ, ზურიკომაც გამოავლინა მუსიკალური ნიჭი. მისი განსაკუთრებული სამუსიკო მონაცემები არც იმ კოლეჯში გამოჰპარვიათ პედაგოგებს, სადაც დღეს სწავლობს.

– როგორც ვიცი, ზურა ჩოგბურთელია. თავისი ასაკის წყვილ ვაჟთა შორის საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ბრიტანეთის ჩემპიონიც კი გახდა. რატომ მიატოვა სპორტის ეს სახეობა და ქეთის დამსახურება ხომ არ არის, მისი მუსიკით ასე აქტიურად დაინტერესება?

– მართალია, ზურიკოს საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა ჩოგბურთში და პროფესიონალები სამომავლოდ დიდ წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, რატომღაც, შეიცვალა პროფილი და მუსიკოსობა არჩია. თვითონ მითხრა, ბაბუ, ჩემი შესაძლებლობები ჩოგბურთში ამოვწურე და ახლა სცენაზე მინდა ძალები მოვსინჯოო. რა ვიცი, ბავშვობიდან სულ გიტარა ეჭირა ხელში, სულ რაღაცას უკრავდა, მაგრამ თუ თავის დასავით ნიჭიერი იქნებოდა მუსიკაში, არ მეგონა. ვნახოთ. ქეთი ხუმრობს, მგონი კონკურენტი გამომიჩნდა ძმის სახითო. (იცინის). ახლა ისეა გადავარდნილი ზურა მუსიკაში, მგონი მართლა დიდ წარმატებას მიაღწევს. დღე და ღამე გიტარა უჭირავს, მეცადინეობს, ძალიან შრომისმოყვარეა, და ისეა მოწადინებული, ამიტომ ვამბობ, ასპარეზი აქვს დიდ სცენაზე-მეთქი. ახლა, სამუსიკო კოლეჯში სწავლობს, გიტარის განხრით. იქ სწავლობდა ქეთიც. ამ კოლეჯში მიდიან პროფესიონალი მუსიკოსები და ეძებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, იპოვიან და შემდეგ ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში. ეს ერთგვარი ბიზნესია. ყიდულობენ ნიჭიერებს, აფორმებენ მათთან კონტრაქტს და შემდგომში, მათგან ცნობილ და აღიარებულ ადამიანებს ზრდიან. ასე აღმოაჩინა ქეთიც ბრიტანეთში ცნობილმა კომპოზიტორმა მაიკლ ბატმა. ზურაც მათი თვალთახედვის არეში მოხვდა, თავისი ნიჭის წყალობით და უკვე ჩარიცხეს უმაღლეს სამუსიკო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ, ნაღდი პროფესიონალები არიან. ეს უნივერსიტეტი არაერთ ცნობილ მომღერალს და მუსიკოსს აქვს დამთავრებული. ასე რომ, ზურა უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სამუსიკო უნივერსიტეტში და გაისად პირველ კურსზე ისწავლის. მართლა ვამაყობ ჩემი შვილიშვილებით. ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა იყოს? აღარც ის მწყინს, რომ ამბობენ ჩემზე, ეს ქეთის და ზურას ბაბუააო და არა – ამირანის შვილიშვილები არიანო (იცინის). ამას წინათ, ქეთი მესაუბრა ტელეფონით, მითხრა, ძალიან მიხარია, ბაბუ, ასეთი ნიჭი რომ გამოავლინა ჩემმა ძმამო. ისიც მითხრა, ამ ზაფხულს დაგეგმილი გვაქვს, არდადეგები ბათუმში გავატაროთ ორივემო. გიჟდებიან ამ ქალაქზე.

– ქეთის და ზურას დუეტის ჩაწერაც უნდოდათ. ეს იდეა ჯერ ვერ განახორციელეს?

– მართალია, დუეტის ჩაწერაც უნდა და-ძმას და ვნახოთ, იმედია, ამასაც მოაბამენ თავს. გარდა იმისა, რომ ზურა კარგად უკრავს გიტარაზე, ამასთანავე, ძალიან კარგი ხმაც აქვს. ხშირად მესაუბრება ტელეფონით და სულ ვეკითხები, რომ ამბობდი საქართველოში უნდა დავბრუნდე და ვიცხოვრო, ახლა რას ფიქრობ-მეთქი. ერთსა და იმავეს მპასუხობს: აქ ჩამოვყალიბდები, „დავსპეცდები“, სახელს გავითქვამ და მერე აუცილებლად საქართველოში ჩამოვალ. მანდ დავსახლდები და განვაგრძობ კარიერასო. ზურიკომ, წვერი და თმა მოუშვა. ქართველი კაცი ვარ და ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ, ასე მითხრა, არ გეწყინოს, ბაბუ, ნამდვილ მუსიკოსებს ეს უხდებათო. რაღას ვეტყოდი?

– გავიგე, ქეთიმ ერთ-ერთ ბაქოელ ყოფილ ჩინოსანს შეუფასებელი საჩუქარი გაუგზავნაო. მართალია?

– მართალია, თან კი არ გაუგზავნა, ჩემი ხელით ჩავუტანე. ჩემი უახლოესი მეგობრის, ყოფილი მაღალჩინოსნის, აზერბაიჯანელი მდიდარი და შეძლებული კაი კაცის და ახლანდელი იქაური მინისტრების „მამის“, ანუ აღმზრდელის ორხან ოხუნდოვის ანუ ჩვენთვის უბრალოდ, ორიკას დაბადების დღე იყო. მთელი საძმაკაცო ვიყავით თბილისიდან დაპატიჟებული, მათ შორის ბუბა კიკაბიძეც. რომ მივდიოდი, ქეთიმ დამირეკა, ვუთხარი, საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ორიკას დაბადების დღეა და რა საჩუქარი ვუყიდო ახლა იმას, რომ გავაკვირვო. არ ვიცი, ვფიქრობ, შენ უყვარხარ და ჩარჩოში ჩასმული შენი დიდი სურათი რომ მაქვს, იმას წავუღებ და შენ ხომ არ გეწყინება-მეთქი. ქეთის გაეცინა, წაუღე ბაბუ, რა პრობლემააო. თან ორიკა ქეთის ბავშვობიდან იცნობს, ძალიან უყვარს და მისი ფანია (იცინის). მოკლედ, ავდექი და წავიღე ეს სურათი. იქ რომ ჩავედით, რესტორანში მაგარი სუფრა გაიშალა. სპეციალურად იყვნენ მოწვეული მაღალი დონის მომღერლები. მათ შორის იყო, ჩვენი თანამემამულე – მანანა ჯაფარიძე. რომ გაიგო, ქეთის ბაბუა ვარ, გვერდიდან არ მომცილებია. ვუთხარი, საჩუქრის ორიგინალურად გადაცემა მინდა, თან ქეთიმ გამოუგზავნა და იქნებ დამეხმარო, სცენაზე ახვიდე, გამოაცხადო და შენ გადასცე-მეთქი. დამთანხმდა. ავიდა მანანა სცენაზე, მეც ამიყვანა და გამოაცხადა აზერბაიჯანულად, აქ სტუმრად არის ცნობილი ბრიტანელი ქართველის ქეთი მელუას ბაბუა, რომელმაც ქეთის გამოგზავნილი საჩუქარი ჩამოიტანაო და გამოიტანა სურათი. ტაში ატყდა. მანანამ კი ამის მერე იმღერა. ამაყი ვიყავი. ორიკამ მითხრა, რა უნდა მოგეტანა ახლა შენ ჩემთვის, ასე რომ გამხარებოდა, ჩემთვის ეს შეუფასებელი საჩუქარიაო. ყველა მეკითხებოდა, ქეთი არ აპირებს ბაქოში ჩამოსვლას და კონცერტის გამართვასო. მეც ვპასუხობდი კი-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში აბა, რა ვიცოდი, ქეთის სამომავლო გეგმები? (იცინის). ბაქოში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში რომ გეგმავს კონცერტს, ეს ნამდვილად ვიცი. ეს თავად მითხრა. სააღდგომოდაც დარეკა და ბებიამისს პასქის შეკვეთა მისცა. რვა ცალი დავუცხვეთ და უკვე გავუგზავნეთ დედამისის ხელით.

– ასეთი ჭორი გავიგე, თითქოს ქეთის ერთ-ერთმა ცნობილმა საავტომობილო ფირმამ საჩუქრად გადასცა ძვირად ღირებული ავტომობილი, ხოლო თავად თვითმფრინავი შეიძინა. ამაზე რას იტყვით?

– ქეთის საკუთარი ავტომობილი ჰყავს და იმით დადის. ისიც მართალია, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა საავტომობილო ფირმამ ახალი, მაგარი და ძვირად ღირებული ავტომანქანა აჩუქა. მაგრამ, კონკრეტულად, არ ვიცი, რომელი ფირმის. რაც შეეხება თვითმფრინავს, მეც გავიგე ეგ ჭორი. დავურეკე და ვკითხე, ბაბუ თვითმფრინავი თუ იყიდე, ამას სხვებისგან უნდა ვიგებდე-მეთქი. გაეცინა და მიპასუხა, თვითმფრინავი კი ვიყიდე ბაბუ, მაგრამ ჯერ პატარაა, ფრთები არ აქვს, რომ ამოუვა, მერე გადმოვფრინდები საქართველოში და პირველად შენ გაჩვენებ, მანამდე კი თოკებით ვაგორავებთო (იცინის). იმდენი ჭორი მესმის ქეთიზე, მეცინება. ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით: იქ რომ ვიყავი, ქეთიმ დედოფლის სასახლის დასათვალიერებლად წამიყვანა. ციოდა და „კურტკა“ მეცვა. რომ შევედით, დედოფლის ცვილის ფიგურა დავინახე. მივედი, დავუწყე ყურება, ქეთი კი იცინოდა და სურათებს მიღებდა. ეს სურათები წამოვიღე თბილისში და მეგობრებს ვაჩვენე. გადაირივნენ, დედოფლის სანახავად თუ მიდიოდი, ვერ გაიხადე ეს „კურტკა“, სირცხვილი არ იყო, რას იფიქრებდაო. მეც ავუხსენი, კაცო, ვერ მოვასწარი, რა მექნა. ჭიშკართან რომ მივედით, გრძელი მანქანა გაჩერდა, გადმოხტა ვიღაც კაცი, ჩაეხუტა ქეთის და უთხრა, სასწრაფოდ „კარალევა“ გიბარებსო. ქეთიმ უთხრა, მარტო არ ვარ, ბაბუა მახლავსო. იმანაც – რა პრობლემაა, ესეც შემოვიდესო. რომ შევედით და გამაცნეს დედოფალი, ძალიან მოიხიბლა ჩემით-მეთქი. ძმაკაცებს ცოტა ეჭვი შეეპარათ, ნეტავ, რითი მოხიბლეო. მეც დავაჯერე, კაცო, ფიზიკურად კი არა, ინტელექტით, კულტურით და საუბრის მანერით-მეთქი. დაიჯერეს. ისიც ვუთხარი, თავიდანვე შევატყვე, რომ მოვხიბლე, ჩუმად მითხრა კიდეც, თქვენთან მინდა ურთიერთობა და იქნებ, ერთი ქართულ-ბრიტანული მემკვიდრეც „გავაკეთოთ“, მერე დაგირეკავო. მაგრამ, მე ცოლო მყავს და ხომ გადამერია-მეთქი (იცინის). ახლა, ექიმებთან დავდივარ და ვნახოთ.

– რატომ, თავს ცუდად გრძნობთ?

– არა, რა ცუდად, ტახივით ვარ. უბრალოდ, ასაკში ვარ, მაინც, ნაყოფიერების ტესტს ჩავიტარებ, პასუხი ხომ უნდა ვუთხრა ამხელა „კარალევა“ ქალს (იცინის). იქ ვნახე ჰიტლერის და პუტინის ცვილის ფიგურებიც. ისე ჰგავს ნამდვილს, გადავირიე. პუტინი რომ გამოჩნდა, ვიფიქრე, მე შენ გიჩვენებ სეირს, ძლივს არ ჩაგიგდე მარტო, დაცვის გარეშე-მეთქი და კისერში ვწვდი. რაც ჯავრი მქონდა, სულ ამოვიყარე. ჰიტლერს კი რას ვერჩოდი? დავუდექი გვერდით და „გავუსწორე“ – ხელი წინ გავწიე და დავიყვირე: ჰაი, ჰიტლერ-მეთქი. ასე რომ, კარგად ვიხალისე და ქეთიმაც კარგად იცინა.


скачать dle 11.3