კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოგრაფიული არითმეტიკა


ნაკლი – ფეხმძიმობა

ისედაც ცნობილი იყო, რომ გამრავლების ტემპებით საქმე, მაინცდამაინც, საშურად ვერ გვაქვს, თუმცა, თუ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მთავარ საბჭოს ვერწმუნებით, მთლად ორსააგურედაც გვქონია: ამ მონაცემით, მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე ვართ. მეტიც, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ექსპერტების გათვლით, საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ქვეყნების სიაშია შეყვანილი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოგრაფიული თვალსაზრისით). გასული საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით შობადობა ორჯერ შემცირებულა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი გაზრდილა (როგორც ჩანს, ეკონომიკური კეთილდღეობის პარალელურად). თუ ამას დავამატებთ, რომ სარჩოს მოძიების მიზნით ჩვენი თანამემამულეები მსოფლიო სამუშაო ბაზარს იაფ მუშა-ხელად არიან შესეული, ჩვენი შემცირება არა მხოლოდ გამრავლების დაბალი ტემპითაა გარდაუვალი. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფომ კარგა ხანია, დაიბანა ხელი უფასო მშობიარობის პროგრამაზე და არც შრომის კოდექსში ჩქარობს ცვლილებების შეტანას, რომ მოქალაქეებს გამრავლების სურვილი გაუღვიძოს (მოქმედი კოდექსით, დამქირავებლისთვის დაქირავებულის ფეხმძიმობა ან დაფეხმძიმების პერსპექტივა ისეთი ნაკლია, რომ სამუშაო ადგილს არც კი გაგაკარებთ), უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ ახალ-ახალ ბრენდ-ბრენდ სასტუმროებს, რომლის აშენებასაც პრეზიდენტი გვპირდება, მომსახურე პერსონალიც მალე უცხოეთიდან ჩამოსაყვანი გაუხდებათ. იმის პარალელურად, რომ უღმერთოდ ვცოტავდებით, საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე ნოვაცია ინერგება: სატელეფონო ინდექსები შვიდციფრიანი ხდება (დასავლური სტანდარტით), თუმცა, ლოგიკურად, თუ ჩვენს რეალურ რაოდენობას გავიხსენებთ, ექვსციფრიანი სატელეფონო ინდექსები ხუთციფრიანამდე უნდა შემცირდეს, თუმცა ისიც სასიხარულოა, რომ, ბოლოს და ბოლოს, თუ მთლად ხმლით ხელში არა, დასავლური სტანდარტების შესაფერისი სატელეფონო ნომრებით მაინც გავქრებით.


скачать dle 11.3