კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადო-მაზო საწვავით


„გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდა“

საწვავის ფასს აქეთ – „ლეიბორისტები“ აპროტესტებენ, იქით – ყოველ კვირას საპროტესტო მსვლელობაა ანთებული ფარებით და საყვირებით. სულ ბოლოს ქართველი „ლეიბორისტები“ „სოკარს“ ესტუმრნენ (შესაძლოა, ასეც ითქვას: მიუხდნენ) და მათი ცენტრალური ოფისის წინ კოცონიც დაანთეს; მეტიც, დაგვპირდნენ, რომ კოცონებს ყველგან ააგიზგიზებენ (დიდსა და მასშტაბურს კი არა, პატარას და სიმბოლურს, იმის საჩვენებლად, რომ ბენზინის ფასსა და ჩვენს ჯიბეებს ცეცხლი უკიდია). გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის მეორე დღესვე საწვავის ფასი გაიზარდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მესაწვავეებს საპროტესტო აქციები კიდევ უფრო ახელებთ და ფასების გაძვირების იშტაზეც მოჰყავს (შესაძლოა, იმიტომაც, რომ სადო-მაზოხიზმისკენ აქვთ მიდრეკილება). ჯერ არ უთქვამთ (შესაძლოა, კიდეც თქვეს და გამომრჩა), მაგრამ აშკარაა, რომ ნავთობექსპორტიორები მიზეზად ლარის გაუფასურებას დაასახელებენ. ხოლო, რაკი არჩევნებამდე ლარი, სავარაუდოდ, უფრო და უფრო გაუფასურდება (თუნდაც, იმ მიზნით, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციას ძვირად დაუჯდეს), ესე იგი, საწვავის ფასიც გაიზრდება (განსაკუთრებით ჩვენებურ მესაწვავეთა სადო-მაზოხისტური მიდრეკილებების გათვალისწინებით). ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ამ ჩვენს ევროკავშირის დროშებით დახუნძლულ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმაა (პროტესტის შედეგად საწვავის ფასი იზრდება). მეტიც, საპროტესტო მსვლელობა ავტომანქანებით იმართება, რომლებშიც აი, ამ სადო-მაზოხისტი მესაწვავეების ბენზინი ასხია (ამ ჩვენმა მესაწვავეებმა უნდა თქვან: „კაცი ვარ და ქუდი მხურავსო“). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, „სოკარი“ მეტად აქტიურად ატარებს დაჯილდოებების ცერემონიალებს, როგორც ჩანს, ყოვლისმომცველი სიამოვნების მისაღებად საკითხს მეტად პოეტურად უდგება: „გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდა“.


скачать dle 11.3