კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემომწყრალნი


ანუ შენ რომ ჩვენი მამა და მარჩენალი გააკრიტიკეო

რაკი ქართულ ტელესივრცეში არსებული თვით გასართობი გადაცემა-სერიალებიც კი პოლიტიკურ განწყობებს გადმოგვცემს, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ნიკოლა სარკოზის ქართული ოფიციოზი მაინცდამაინც არ სწყალობდა (ვინაიდან ერთ-ერთ ბოლო სერიაში ერთ-ერთი ქართული სერიალის გმირები მასზე ისე ხუმრობდნენ, თითქოს ერთი ვინმე ბოგანო ქართველი ოპოზიციონერი ყოფილიყოს). ის, რომ ამ ჭეშმარიტებას წყალი არ გაუვიდოდა, მოგვიანებით ხალხის რჩეულმა ნუგზარ წიკლაურმაც დაადასტურა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს აფასებდა (სადაც ბ-ნმა სარკოზიმ მამა და მარჩენალი გაგვიკრიტიკა). ბ-ნმა წიკლაურმა ბრძანა: „სარკოზი იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ გააჩნია აშშ-სგან დისტანცირებული, დამოუკიდებელი პოლიტიკა“. თუმცა ჩვენებური ხალხის რჩეულს მთლად უიმედოდ მაინც არ დავუტოვებივართ, რამეთუ, მისი აზრით, „საფრანგეთსა და ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებში რაიმე ცვლილებებს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ“. ამის მიუხედავადაც, ბ-ნი წიკლაური საფრანგეთს შეცდომად უფასებს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას (თუ საფრანგეთის რეაქციით, უფრო ზუსტად, ურეაქციობით ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ სარკოზის არათუ წიკლაურის, თვით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაც კი თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლის წვერზე ჰკიდია). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში სრულიად ქართულ ხელისუფლებას ბ-ნ სარკოზის თვითმფრინავზე ამოსდიოდა მზე და მთვარე (როდესაც ეს უკანასკნელი წინ და უკან დაფრინავდა), იქნებ ყველას თავისი „შეცდომებისთვის“ მოევლო?!


скачать dle 11.3