კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქტიორები


ანუ რაღაც „ბოევიკური“

გასული კვირის დასაწყისში მოსკოვის მეტროში ტერაქტი მოხდა თუ არა, ქართველმა ექსპერტებმა მაშინვე გაგვაფრთხილეს, რომ ჩრდილოეთში ქართული კვალის შესახებ მაინც ალაპარაკდებოდნენ. რფ-ში ასეც მოიქცნენ: მართალია, სერგეი ლავროვი ამბობს, კვალს აღმოსავლეთისკენ მივყავართო, თუმცა ბ-ნი პატრუშევი ამტკიცებს, რომ არც ქართველების გამორიცხვა შეიძლებაო (ქართულ სპეცსამსახურებსა და „ბოევიკებს“ შორის კავშირი შეინიშნებაო). ექსპერტებმა ისიც აგვიხსნეს, რომ რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატის განცხადება დასავლეთზეა გათვლილი, უშიშროების საბჭოს მდივნისა კი – შიდა რუსულ ბაზარზე. თავის მხრივ, ჩეჩენი „ბოევიკების“ ნაწილმა ტერაქტში თავად რფ და მისი უგვირგვინო მეფე ვლ. პუტინი დაადანაშაულა, მოგვიანებით კი, დოკუ უმაროვმა თავის თავზე ეს ტერაქტიც აიღო და მომავალში სხვა ტერაქტებითაც დაიმუქრა. მთელ ამ ორომტრიალში ჩვენი რეინტეგრაციის მინისტრი ბ-ნი იაკობაშვილიც ჩაერთო (ისე, ძალიან თუ მოინდომებ, შესაძლოა, რაღაც „ბოევიკური“ ბ-ნი იაკობაშვილის წვერშიც კი აღმოაჩინო) და რუს ძალოვანებს ტერაქტების გამოძიებაში ქართველი ძალოვანების შეშველება შესთავაზა. თუმცა ამთავითვე აშკარაა, რომ რუსი ძალოვანები ქართველი კოლეგების დახმარებაზე უარს იტყვიან. ამის პარალელურად, რფ-ში რუსული მილიციის რეფორმა იწყება, რომელიც, პრეზიდენტ დმ. მედვედევის ოპტიმისტური გათვლებით, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო, რაკი თვით ანტი„ნაციონალურად“ განწყობილი რუსი პოლიტოლოგ-ჟურნალისტებიც კი აღნიშნავენ, რომ ამ საქმეში რფ-ს საქართველოსთვის მიბაძვა არ აწყენდა, თუ მთლად ტერაქტებს არ გამოგვაძიებინებენ, ამ საქმიდან ხეირის ნახვა იმით მაინც შეგვეძლო, ჩვენს შს მინისტრს დროებით თუ გავაქირავებდით (რა თქმა უნდა, დასავლური ფასებით და ქართული თავმომწონეობით!).

რაც შეეხება მოსკოვურ ტერაქტებში ქართული კვალის ძიებას და ამის გასანეიტრალებლად ბ-ნი იაკობაშვილის შეთავაზებას: თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ჯარს კინოფილმებში გადაღებების დიდი და „ჰოლივუდური“ გამოცდილება დაუგროვდა (არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ გავიხსენებ მათ მიერ ამერიკულ ბლოკბასტერში ქართული ჯარის როლის თამაშს), თუ მთლად ტერაქტებს არ გამოგვაძიებინებენ, იქნებ ფილმში მაინც გვათამაშონ?!


скачать dle 11.3