კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ თაროზე არ შეიძლება აცტეკიუმის დადგმა და რომელ მცენარეს სჭირდება სველკენჭებიანი ლანგარი


ფლორის სამყაროში არსებობს ისეთი ლამაზი მცენარეები, რომელთა შესახ­ებაც ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა მისი გახ­არების სურვილი ალბათ, ყველა თქვენგანს ექნება. ასეთ მცენარეთა რიცხვს აცტეკიუმი მიეკუთვნება. თუ როგორ გაახ­აროთ ეს ულამაზესი კაქტუსი და პრეტენზიულია თუ არა კალადიუმი, ამას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯ­იას“ მებაღე-დიზაინერისგან – თენგიზ პაპავასგან შევიტყობთ.


– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით აცტეკიუმის შესახ­ებ, როგორი მცენარეა ის?

– ამ კაქტუსს სამართლიანად შეიძლება, დავარქვათ ამოუცნობი და უცნაური. საქმე ისაა, რომ არც ერთი კაქტუსი თუ სხვა მცენარე მას არ ჰგავს. სწორედ ამიტომაა, ალბათ, მისი სახ­ელიც გასაიდუმლოებული. ამ მცენარის ისტორიის მიხ­ედვით, მას აცტეკიუმი ჰქვია და დანამდვილებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელია კაქტუსების ოჯ­ახ­ის.

მცენარის საშუალო ზომის დაგოფრილ-დაღარული ნაოჭ­ებიანი ნაწილები თითქმის არ არის ეკლიანი, ზედა ნაწილი კი ხშირი და ჩაზნექილია. მას ნელ-ნელა ეკლები უხ­მება და რჩება მხოლოდ მცენარე.

– რა ზომის იზრდება ეს კაქტუსი და შესაძლებელია თუ არა ოთახ­ის პირობებში მისი გაზრდა?

– აცტეკიუმი ძალიან ნელა იზრდება, თუმცა ქვემოდან ისე მაგრდება, რომ ქვასავით არის. შეიძლება ითქვას, ეს მცენარე უძველესი დროის ცოცხ­ალი საგანძურია. ამიტომ, თუ თქვენ მისი გახ­არების საშუალება გექნებათ, აუცილებლად გაზარდეთ და მოუარეთ.

– როგორ გავამრავლოთ აცტეკიუმი?

– აცტეკიუმს, პრაქტიკულად, სხვა კაქტუსების ძირზე ამყნობენ. ბოლო დროს კოლექციონერები სხვადასხ­ვა ექსპერიმენტებს ატარებენ. ცდილობენ, მცენარე თესლით გაამრავლონ, მაგრამ ვინაიდან მას ფესვის გაკეთება უჭ­ირს, ამყნიან სხვა „ფეხს“. იჭ­რება რომელიმე ფესვიანი კაქტუსი, აცტეკიუმი მჭიდროდ ედგმება და მაგრდება თავზე. ამის შემდეგ ის თავადვე შეეზრდება „თავის ფეხს“.

– როგორ ნიადაგშია სასურველი აცტეკიუმის ჩარგვა?

– ამ მცენარეს ნიადაგი უყვარს შემდეგნაირად შეზავებული: ორ-ორი წილი ნაკელიანი და ფოთლოვანი მიწა, თითო წილი მსხვილი სილა და ნახ­შირი. საჭ­ირო არ არის დიდი ზომის ქოთანი. როგორც უკვე გითხ­არით, აცტეკიუმი ძალიან ნელა იზრება და საკმარისია, მისი მოთავსება პატარა ჭურჭ­ელშიც.

– როგორც ვიცი, ამ მცენარეს ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, როდის შეიძლება ველოდოთ მის აყვავებას?

– მცენარის ტანთან სრულიად კონტრასტულია მისი ყვავილი – ძალიან პატარაა, ნაზი და ამავე დროს, მართლაც, ულამაზესი. მისი ყვავილი შეიძლება იყოს თეთრი და ღია ვარდისფერი. თუ ნორმალურ პირობებში ამყოფებთ მცენარეს, მთელი წლის განმავლობაში გაგანებივრებთ მშვენიერი ყვავილებით.

– როგორია მისთვის ნორმალური პირობები?

– სასურველია, მცენარე დადგათ ნათელ ადგილას, მაგრამ არა იმ თაროზე, სადაც მზის სხივები პირდაპირ ეცემა. მორწყეთ იშვიათად, განსაკუთრებით ზამთარში. მთავარია, მისი ნიადაგი ძალიან არ გამოაშროთ. გირჩევთ, მცენარე მორწყათ თბილი წყლით, დაახ­ლოებით 7-8 გრადუსი ტემპერატურის. მთელი წლის განმავლობაში მისთვის მისაღებია ოთახ­ის ნორმალური ტემპერატურა. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, აცტეკიუმი აუცილებლად ხშირად აყვავდება.

– რით შეიძლება, დაავადდეს ეს კაქტუსი და რა საფრთხე ემუქრება მას ამ დროს?

– კაქტუსების დაავადება ხშირად გამოწვეულია მიკროორგანიზმებით, ბაქტერიებით, სოკოთი, მიკროპლაზმით და ვირუსით.

მცენარეზე გაჩენილი ლაქები მიუთითებს დაავადებაზე. თუ ლაქებს აცტეკიუმზე შენიშნავთ, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები. ამ დაავადების წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ იხ­მარებოდა „ბოროს სითხე“ ან „ქლოროკის მედი“. ახ­ლა ამ მიზნით გამოიყენება ახ­ალი წამლები. გირჩევთ შეიძინოთ პოლიხ­ომი, ტეკტა ან ფუნდაზოლი. ამ წამლების საშუალებით თქვენ უკეთეს შედეგს მიიღებთ.

– იოლია თუ არა კალადიუმის გახ­არება ბინაში და რას გვირჩევთ ამისთვის?

– არსებობს სხვადასხ­ვა სახ­ეობის კალადიუმი. ზოგიერთს თეთრად მოხ­ატული, თხელი, ძალიან გამჭ­ვირვალე ფოთლები აქვს, ზოგს კი – მუქი ფერის. კალადიუმს ვერც ერთი მცენარე ვერ შეედრება სინაზითა და ჰაეროვნებით. თუმცა, საკმაოდ ძნელად იზრდება. ეს მცენარე პრეტენზიულია და განსაკუთრებულ პირობებს ითხ­ოვს. ბევრი ტენი და მაღალი ტემპერატურა სჭირდება. ეს მცენარე იმდენად ლამაზია ბინაში, მისთვის სასურველი პირობების შექმნა ნამდვილად ღირს. კალადიუმის ჯიშებს შორის ყველაზე იოლი მოსავლელი ორფერა, წითელ-მწვანე ფოთლებიანი კალადიუმია.

– თუ ბინაში უკვე გვაქვს კალადიუმი, რას გვირჩევთ, სად დავდგათ მცენარე?

– მისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი, მზის გულზე ფოთლები მალე დაუჭ­კნება. ზრდის პერიოდში, ეცადეთ, სითბოში დადგათ. მცენარეს ძალიან ვნებს ორპირი ნიავი. ამიტომ, მოარიდეთ ასეთ ადგილს.

– რაც შეეხ­ება მორწყვას...

– აქტიური ზრდის პერიოდში მცენარეს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. რეგულარულად დანამეთ და სველკენჭ­ებიან ლანგარზე დადგით. ამით მაღალ ტენიანობას შეუნარჩუნებთ. ზაფხ­ულში მიწა გაზავებული, თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მცენარის ბოლქვები ბნელ და ტენიან ადგილას გამოაზამთრეთ. გაზაფხ­ულზე კი შეგიძლიათ მისი გადარგვა. ამ მცენარის კარგად გახ­არებისთვის უმთავრესია შესაფერისი ადგილი და მაღალი ტენიანობის შენარჩუნება. ამ პირობების გათვალისწინების შემდეგ, კალადიუმი ნაკლებად პრეტენზიული იქნება და მშვენივრადაც გაიხ­არებს თქვენს ბინაში.


скачать dle 11.3