კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდეს ანას „ბაჯი“ და რა უჩვეულო ძალის პატრონი იყო ეს ქალბატონი


ანა ბაჯ­ის სახ­ელი რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში გვხვდება. ძველი თბილისის აშუღმა საიათნოვამ ასეთი სიტყვებით შეამკო ეს ქალბატონი: „მტერსა სრესავს ფეხ­ქვეშ ჭიასავითა...“ იეთიმ გურჯ­მა კი პოემა მიუძღვნა სახ­ელწოდებით – „გმირი ქალი ანა-ბაჯი“, რომელშიც მოთხ­რობილია ანას მამაცური თავგადასავალი. ამბობენ, რომ ანა ქალისათვის უჩვეულო ღონის პატრონი ყოფილა. ქორიძემ თავის წიგნში „ქართველი ქალები“ გვიამბო ანა ბაჯ­ის შესახ­ებ. თუ ვინ იყო იგი და რა არის ცნობილი ანას შესახ­ებ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ასმათ ჯიქია გვესაუბრება.


ასმათ ჯიქია: ანას სახ­ელი ცნობილია, როგორც უჩვეულო ძალ-ღონის მქონე ქალბატონისა. ის გაზრდილა და დაბადებულა თბილისში, დაახ­ლოებით, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახ­ევარში. ანა ღარიბი ქართველი ხელოსნის შვილი ყოფილა. 16 წლის ასაკში გათხ­ოვილა. მისთხ­ოვებია მუხ­ათელ გლეხს და საცხ­ოვრებლადაც მუხ­ათში გადასულა. ახ­ალგათხ­ოვილ ქალს ქმრის ოჯ­ახ­ში 7 რძალი დახ­ვედრია. ანა მათთან ერთად შესდგომია შრომას და ყველანი ერთად გადიოდნენ ფონს. არც ანასი და არც მისი ქმრის გვარი ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია ამ ქალის გამჭ­რიახი გონებისა და უჩვეულო ძალის შესახ­ებ. ანა, თურმე გაქცეულ კამეჩს რქებში ხელს ჰკიდებდა და ისე აჩერებდა. მას გულადობისთვის თათრებმა ძმობა აღუთქვეს და ამიტომ დაარქვეს ანა ბაჯი. „ბაჯი“ დას ნიშნავს.

– კიდევ რა არის ცნობილი მისი უჩვეულო ძალის შესახ­ებ?

– ამ ღონიერ ქალს, რომელსაც კარგად ეხ­ერხ­ებოდა ცხენით ჯირითი, ხმლის ქნევა, მტრის წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლა, ჭიდაობა, რამდენიმე ცნობილი ფალავანიც ჰყოლია დამარცხ­ებული.

მუხ­ათელებში დღესაც შემორჩენილია თქმულება, რომლის მიხ­ედვითაც, ანა, თურმე, მეუღლისა და მამამთილის თანხ­ლებით წასულა ერთხ­ელ კვირაცხ­ოვლის დღეობაზე. იქ მყოფებს ჭიდაობა გაუმართავთ, რომელშიც ახ­ლომახ­ლო სოფლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯ­ვება თელეთს რგებია. მუხ­ათი დამარცხ­ებულად გამოაცხ­ადეს, რის გამოც თურმე, ანას ძალიან დამცირებულად უგრძვნია თავი. ქმრისა და მამამთილის დაუკითხ­ავად თვალის დახ­ამხ­ამებაში შევარდნილა საჭ­იდაო მოედანზე და რამდენიმე მამაკაცი ზედიზედ წაუქცევია. ამის შემდეგ, თურმე, ყველა ანაზე ალაპარაკებულა. მისი ასეთი ძლევამოსილების ამბავი თბილისელ მოჭ­იდავე გეო ტერტერაშვილსაც გაუგია და ანასთვის შეუთვლია: გიორგობა დღეს, ბოლნისში დალი ხაჩინში გიწვევ საჭ­იდაოდო.

– მიიღო თუ არა ანა ბაჯ­იმ ტერტერაშვილის გამოწვევა?

– მიიღო. თურმე, დიდი, პატარა, მოხ­უცი თუ ახ­ალგაზრდა გიორგობას, ყველა ბოლნისში გამგზავრებულა. ანაც მამამთილსა და მაზლთან ერთად წასულა. გზად მათ ყაჩაღები დახ­ვედრიან.

– გადაურჩნენ თუ ვერა მუხ­ათელები ყაჩაღების რისხ­ვას?

– თურმე, ბორჩალოელ ყაჩაღ ბაირამს, რვა ამხ­ანაგთან ერთად მგზავრების ძარცვა დაუწყია. მათ ანას მამამთილი მოუკლავთ, მაზლი კი მკლავში დაუჭ­რიათ. ყაჩაღს ანა თვალში მოსვლია, ხელიც მოუხ­ვევია საკოცნელად, მაგრამ ქალს მოულოდნელად მისთვის ხანჯ­ალი წაუძვრია და თვალის დახ­ამხ­ამებაში თავი მოუკვეთავს. ანა ბაჯ­ს ბაირამისთვის მისი მეგობრებიც მიუყოლებია. შემდეგ კი, დაჭ­რილი მაზლისთვის მიუხ­ედავს, ხელი მოუბანია, შეუხ­ვევია, მიცვალებული მამამთილი ცხენზე გაუკრავს და მუხ­ათში გაუტანებია. ანა კი, ბაირამის ცხენზე შემჯ­დარა, მისივე იარაღი აუსხ­ამს და ბოლნისისკენ გაქროლებულა.

ბოლნისის სიონის ეზოში შეკრებილი ხალხი თურმე, მოუთმენლად ელოდა ანას გამოჩენას. ანას ერთ-ერთი მაყურებლისთვის გადაუცია ცხენი და იარაღი, თვითონ კი მოედნის ცენტრში გასულა და გეო ტერტერაშვილი გამოუწვევია. რამდენიმე წამში მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შერკინებიან. ანას, ძლიერი და სახ­ელოვანი მეტოქე ზურგზე მოუგდია და ძირს ისე დაუხ­ეთქებია, რომ ტერტერაშვილს ცხვირ-პირიდან სისხ­ლი წასკდომია. სამი დღის შემდეგ კი გარდაცვლილა.

ამის შემდეგ, გამარჯ­ვებული ანა მუხ­ათში დაბრუნებულა და მამამთილი დიდი პატივით დაუკრძალავს.

– როგორი იყო ოჯ­ახ­ში ანა?

– ანა ოჯ­ახ­ში წყნარი, მორჩილი და საქმიანი ყოფილა, როგორც ყველა ქართველი ქალი. ერთხ­ელ, სულ რამდენიმე დღის გათხ­ოვილი ანა და მისი რძლები, თურმე კამეჩებს წველიდნენ. უცებ, ბუღა მოვარდნილა და პირუტყვს დარევია. შეშინებულ ქალებს წივილ-კივილი აუტეხ­ავთ და აქეთ-იქით გაფანტულან. ეს რომ ანას დაუნახ­ავს, ბუღასთვის ხელები ფეხ­ებში უტაცია და მოშორებით გადაუსვრია. რძლის ასეთ მოქმედებას თვალს ადევნებდა ანას დედამთილი, რომელიც მისულა თავის ვაჟთან და უთქვამს, შენმა ცოლმა კამეჩების მოწველაზე უარი განაცხ­ადა და გვითხ­რა: „არც შენი კამეჩები მაინტერესებს და არც მათი მოწველაო“. ქმარი გაბრაზებული შესულა ანასთან და დაუტუქსავს. ანა, თურმე მორჩილად თავწახ­რილი იდგა. ეს რომ დედამთილს დაუნახ­ავს, შვილი შეუჩერებია და უთქვამს: შვილო, ტყუილი გითხ­არი, მაინტერესებდა, ანა თავს როგორ დაიცავდა. მიუხ­ედავად იმისა, რომ უსამართლოდ მოექეცი, ის მორჩილად იდგა და თავდახ­რილი გისმენდაო და რძალი გულში ჩაუკრავს.

– სიმართლეს შეეფერება თუ არა გადმოცემა, რომლის მიხ­ედვითაც თითქოს ანა ბაჯ­ს დათვიც კი ჰყოლია მოკლული?

– ასეთი გადმოცემა ნამდვილად არსებობს. ანა ბაჯი ორი წლის გათხ­ოვილი ყოფილა, როდესაც სოფელ წყნეთში წასულა სტუმრად. საღამოხ­ანს წყნეთელ ქალებს ტყეში შინდის მოსაკრეფად წასვლა გადაუწყვეტიათ და ანაც მათ გაჰ­ყოლია. ტყეში, შინდის მკრეფავებს, მოულოდნელად თავს დაჭ­რილი დათვი წამოსდგომია ღრიალით. შეშინებული ქალები თურმე ერთმანეთს ასწრებდნენ. ანა არ დაბნეულა, წინ დახ­ვედრია დათვს, ხელები ფეხ­ებში ჩაუვლია, აუტაცია და მიწაზე ბურთივით დაუნარცხ­ებია. ქალების კივილზე, იქვე ახ­ლოს მყოფი, ცნობილი მონადირე, თევდორე მოვარდნილა. ანას მკვირცხ­ლად ამოუცლია მისთვის ხანჯ­ალი და მხეცისთვის ჩაუცია. დათვის მოკვლის ამბავი თვალის დახ­ამხ­ამებაში მოსდებია სოფელს.

ერთხ­ელ მუხ­ათელებს თათრები შემოსევიან. ტყვიან-ალაფიანად მიმავალთ, თანასოფლელებთან ერთად, ანა მარაბდის ველზე დასწევია. ბევრი მოუკლავს, დარჩენილებს კი მუდარა დაუწყიათ: ბაჯი, (ანუ დაო) ნუ დაგვხ­ოცავო. ანას შესცოდებია, უპატიებია და უთქვამს: თუ კვლავ შეგვაწუხ­ებთ, უარეს დღეს გაგითენებთო.

ანას სახ­ელი დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდებოდა ცნობილი; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი შიშით მებატონე მუხ­ათელებს გადასახ­ადის გადახ­დაზე ძალას ვეღარ ატანდა. საიათნოვას ლექსიდან ისიც ჩანს, რომ პატარა კახი პირადად იცნობდა ანა ბაჯ­ის, დიდ პატივს სცემდა და აფასებდა. ისიც ცნობილია, რომ ერეკლე მეორეს მისთვის წარწერიანი ხმალიც უბოძებია საჩუქრად.

– იმასაც ამბობენ, თითქოს ანა გაქცეულ კამეჩს აჩერებდაო...

– ერთხ­ელ, ანა რომელიღაც რელიგიურ დღესასწაულზე თბილისში ყოფილა მშობლებთან. სწორედ იმ დღეს ოსმალივით ჩაცმულ ამქრებს ყეენობა გაუმართავთ და ქუჩაში გამოსულან. უცბად, მათ ორი გახ­ელებული კამეჩი დარევია. ანას ეს ფანჯ­რიდან შეუნიშნავს და გარეთ გამოვარდნილა. გაქცეულებისთვის ძლივს დაუწევია სიტყვა: არა გრცხვენიათ, ამოდენა ხალხი ორმა კამეჩმა შეგაშინათ, ეს თუ მტერმა გაგვიგო სასაცილოდ აგვიგდებსო. კამეჩი ანასკენ გამოქცეულა, ანა არ დაბნეულა, რქებში სწვდომია, კისერი მოუგრეხავს და მიწაზე წაუქცევია. ახ­ლა, მეორე კამეჩი გამოქანებულა მისკენ, მაგრამ ისიც პირველისთვის მიუწვენია. ამის შემდეგ, ხალხი მიშველებია ანას და კამეჩები თოკებით შეუკრავთ.

– როგორ გარდაიცვალა ანა?

– ანა 42 წლის ასაკში გარდაცვლილა. გადმოცემის თანახ­მად, მას ოჯ­ახ­ში სტუმრები სწვევიან. მათგან ერთს, ანას საჭ­მელში საწამლავის ჩაყრა მოუხ­ერხ­ებია. ქალს ცუდად უგრძვნია თავი და სტუმრებს გასცლია. თქვენ მოილხ­ინეთ, მე რაღაც შეუძლოდა ვარ და ნუ მიწყენთო. მეორე დღეს ანა გარდაცვლილა. იგი მუხ­ათის ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ.

ანა ბაჯ­ის შთამომავლები დღემდე ბაჯ­იაშვილის გვარს ატარებენ.


скачать dle 11.3