კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გამოიწვია დობერმანის ჯიშში ხასიათის ცვლილებები და ეპილეფსიისადმი მიდრეკილება

გარდა იმისა, რომ დობერმანი ძაღლის ერთ-ერთი ჯიშია, ადამიანის გვარიც არის: ლუი დობერმანი მებაჟე იყო და გერმანიაში ცხოვრობდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა, ბიზნესი ძაღლებით დაეწყო. საქმე კარგად წაუვიდა და წარმატებასაც მიაღწია. დობერმანების უფრო ახლოს გასაცნობად, მათი ღირსებისა და ნაკლის შესახებ, მოგვითხრობს კინოლოგიური კლუბის „ქენელ ლენდის“ ხელმძღვანელი გია ჭულუხაძე:

ლუი დობერმანი ქუჩაში რომ გამოვიდოდა, უკან რამდენიმე ძაღლი მიჰყვებოდა. სიამაყით გაიძახოდა – აი, ეს მე ვარ, დობერმანი და ესენი – ჩემი ძაღლებიო. დობერმანის სახელიც ჯიშს ამ ადამიანის გვარისგან შერჩა. საკმაოდ დიდხანს „დობერმან პინჩერს“ უწოდებდნენ, მაგრამ მერე „პინჩერი“ ამოვარდა და მის პატივსაცემად მხოლოდ დობერმანი უწოდეს. არეულობის პერიოდში, დამცავ ძაღლებზე როგორც ყოველთვის, დიდი მოთხოვნილებაა და ბევრი იყიდებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ბევრი ჯიში გადაშენების პირას მივიდა. გერმანიაში ხუთი ჯიში: დობერმანი, როტვეილერი, გერმანული ნაგაზი, რიზენდშნაუცნერი და ელგერტერიერი პოლიციურ ჯიშებად აღიარეს. სახელმწიფო ომის დროსაც კი აძლევდა ძაღლებს საკვებს. სწორედ ამან განაპირობა მათი გადარჩენა. ასევე გადაურჩნენ მეორე მსოფლიო ომს. ისინი საკუთარი სიავითა და გონიერებით კარგად ემსახურნენ გერმანელებს. ომის შემდეგ მათი გასვლა მთელ ევროპაში დაიწყო. მაქსიმალურად მოხდა ჯიშის დახვეწა და მალე რინგზე დიდ წარმატებასაც მიაღწია. იმდენად მძლავრი და გაწონასწორებული ფსიქიკა აქვთ, რომ ამერიკაში დობერმანებს უსინათლოების გამყოლ ძაღლებად იყენებენ. ხშირად დობერმანი ამ პროგრამით იწვრთნებოდა, რადგან თავისი საოცრად პლასტიური ნერვული სისტემის წყალობით, შეეძლო, უსინათლო ადამიანთან ერთად მისი ტემპით ეცხოვრა.

– რით არის დობერმანი მომხიბვლელი?

– დობერმანი ძალიან ლამაზია. როგორც იტყვიან, მაღალ ფეხებზე დამდგარი შველივით ძაღლია. აქვს გრძელი თავი და მოკლე კუდი წლების განმავლობაში სამკუთხედად დაჭრილი ყურები ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აჭრიან. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველოში მოხვედრილი დობერმანის ჯიშის თითქმის ყველა ძაღლი გადააჯიშეს.

– როგორი უნდა იყოს ნამდვილი დობერმანი?

– დობერმანი ძლიერძვლიანი, მძლავრი აღნაგობის ძაღლია. როგორც იტყვიან – „ელეგანტური ათლეტი“. ჩვენთან კი ვიღაცას ჭკუაში ჩაუჯდა, რომ დობერმანი წვრილ ფეხებზე დამდგარი, მუცელაკრული ძაღლი უნდა იყოს, ამან კი ჯიშში ხასიათის ცვლილებები გამოიწვია. დღეს დობერმანები ეპილეფსიისადმი მიდრეკილები და ზედმეტად ანჩხლები არიან. მათი ნდობა უკვე ნაკლებად შესაძლებელი გახდა. სახლში დღე და ღამე იმის გამო კი არ დარბიან, რომ რაღაცას ეძებენ, არამედ ნერვული სისტემა აქვთ გამოფიტული. სინამდვილეში კი, ნამდვილი დობერმანი, როტვეილერის მსგავსად, საკმაოდ დინჯი ძაღლია, მძლავრი ძვლებითა და საუკეთესო ყნოსვით. ის ძალიან კომუნიკაბელური და საკმაოდ მაღალია. დაახლოებით 72 სანტიმეტრი.

– რა არის დობერმანის მინუსი?

– მოკლე ბეწვი აქვს, რის გამოც ცივ ზამთარს ვერ იტანს.

– ნაყოფიერებას რაც შეეხება?

– დობერმანები ძალიან ნაყოფიერები არიან – შეიძლება, ექვსი ლეკვი ჰყავდეს, ან – ათი. ამერიკაში ერთმა დობერმანმა 11 ლეკვი დაყარა და მათ „საფეხბურთო გუნდი“ უწოდეს.

– ძირითადად რაში გამოიყენება დობერმანის ჯიშის ძაღლი?

– შეიძლება, კომპანიონი ძაღლი იყოს, შეიძლება მაშველადაც იმუშაოს, არ ერიდება ცხელ წერტილებსაც. ის ძალიან დახვეწილი და ბევრი ღირსების მატარებელი ძაღლია. მისი პატრონი ცოტა მოძრავი ადამიანი უნდა იყოს, რადგან ლეკვობაში დობერმანს ხშირი მოძრაობა სჭირდება. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კუნთები, რომელიც მას გენეტიკურად აქვს, უფრო განუვითარდეს. კარგად ნავარჯიშები ძაღლი კი დიდხანს ცოცხლობს. როგორც ყველა გერმანული ჯიში, დობერმანიც პედანტურად მოითხოვს აცრების სიზუსტეს, ერთი-ორი დღით გადაცილებაც კი არ შეიძლება. მათ ყველაფერი თავის დროზე უნდათ: აცრებიც, საკვებიც და ასე შემდეგ. ამის შემდეგ კი თქვენ უკვე გარანტირებული ხართ, რომ თქვენი მეგობარი ჯანმრთელია.

– როგორც აღნიშნეთ, დობერმანებს ყურებს აღარ აჭრიან. მათი ერთ-ერთი ხიბლი აცქვეტილი ყურები იყო. ეს კი მოჭრის შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლეიკოპლასტირის გადახვევის შედეგად ხდებოდა.

– მსოფლიოში ერთი თუ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომ დობერმანს ბუნებრივად ჰქონდა ყურები დაცქვეტილი. სხვა შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია.

– კუდს თუ აჭრიან?

– კუდს გერმანიაში აჭრიან, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნებში, როგორიც არის ნორვეგია, შვედეთი და დანია, ყურების მოჭრაც აკრძალულია და კუდისაც.

– საქართველოში?

– საქართველოში დობერმანისთვის მხოლოდ კუდის მოჭრა შეიძლება, ყურების – აკრძალულია.

– მინახავს მწვანეთვალება დობერმანი. ეს პათოლოგიაა თუ დაშვებულია?

– არა, ეს პათოლოგიაა. ძაღლის თვალები ყავისფერი ან ღია ქარვისფერია. რაც უფრო მუქია ძაღლი, მუქია მისი თვალის ფერი მით უფრო და პირიქით. გარდა ამისა, რაც უფრო მუქი აქვს პიგმენტი უკეთესია, რაც შეფასებაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს.

– ამ პათოლოგიას რა იწვევს?

– როგორც წესი, არასწორი სელექცია. არასწორ სელექციას კი მხოლოდ მწვანე თვალები კი არა, სხვა პათოლოგიებიც ახლავს.


скачать dle 11.3