კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფაქიზი და სექსუალური


თუ ფსიქოლოგებს დავუჯ­ერებთ, სექსუალურობა თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან დაჰ­ყვა. ანუ, მე არ ვარ სექსუალური – ეს შეცდომაა. საერთოდ, სექსუალურობა საკმაოდ ფაქიზი თემაა. თუ ყველა ადამიანს შეუძლია იყოს სექსუალური, მაშინ რა უშლის ხელს საჭ­ირო მომენტში გამოავლინოს ეს თვისება. იქნებ, დედაბუნებამ სწორედ ჩვენზე გააკეთა ეკონომია? იქნებ, ჩვენი სექსუალურობის ხარისხი ისეთი დაბალია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს? აღმოჩნდა, რომ ბუნება ასეთ დელიკატურ საქმეში ეკონომიას არ აკეთებს. როცა ჩვილი საკუთარ თითს წოვს, ის ამით სიამოვნებას იღებს და ესეც მისი თანდაყოლილი სექსუალურობის გამოხ­ატულებაა.

პრობლემა იმისა, რომ თქვენ სექსუალურობა არ გაქვთ, არ არსებობს, მაგრამ, მას განვითარება სჭირდება. თქვენზე უკეთ არავინ იცის თქვენივე სხეულის ენა. ზოგი მეტად ემოციურია, ზოგიც – ნაკლებად. ზოგს საკუთარი სექსუალურობის გამოხ­ატვა გამოხ­ედვით, მზერით შეუძლია, ზოგი კი ამას რაღაც კომპლექსების, სტერეოტიპების გამო, ყველაზე საყვარელ, ახ­ლობელ ადამიანთანაც ვერაფრით ახ­ერხ­ებს. მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ისევ თქვენი მეორე „მეა“. შინაგანი აკრძალვები, „მე ამას ვერ გავაკეთებ“, „ასეთი მოქცევა, სირცხ­ვილია“, „ამის გამო ჩემზე ცუდს იფიქრებენ“, – ნუ იფიქრებთ ამაზე. მიეცით საშუალება თავს გამოამჟღავნოთ ის, რაც ბუნებრივია. ხელოვნურობაც არ არის მისაღები და თითქმის ყველა კაცი მაშინვე გრძნობს „სიყალბეს“. ამიტომ, გამოუშვით „ჯინი“ ბოთლიდან და მიეცით მას თავისუფლად მოქმედების საშუალება. მან თავად იცის, რა გააკეთოს!


скачать dle 11.3