კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წინ... წარმატებისკენ!


დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი გამოვა! საქმეც და პირადი ცხოვრებაც. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, წარმატებული ქალი გახ­დეთ და ბედნიერებაც თქვენი თანამგზავრი იყოს, მაგრამ წარმატება ისე არ მოდის. დასაწყისისთვის, გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან. იდეალურობამდე ბევრი გიკლიათ? – ეს სულაც არ არის ტრაგედია. არც არავინ მოგთხ­ოვთ, იყოთ იდეალური. აუცილებელია, გქონდეთ საქმე, რომელსაც დროს და ენერგიას მოახ­მართ. დადგენილია, რომ ქალები, რომლებიც მუშაობენ, გაცილებით თავდაჯ­ერებულები, მიზანდასახ­ულები და მოვლილები არიან, ვიდრე ქალბატონები, რომლებიც არ მუშაობენ. როცა იცით, რომ თქვენზე მნიშვნელოვანი საკითხ­ებია დამოკიდებული, სულ ფორმაში ხართ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევთ.

არასოდეს დაივიწყოთ, რომ ქალი ხართ. დღის განმავლობაში საკუთარ თავს თხუთმეტი წუთი მაინც დაუთმეთ. ეს ნამდვილად არ არის ბევრი და ნუ იწუწუნებთ, რომ ყველაფერს ვერ ასწრებთ. სულერთია, მაინც არავის შეეცოდებით. ხშირად ჰკითხ­ეთ საკუთარ თავს: „რა მინდა მე?“, „რა მაკლია იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო“? და... ისწავლეთ, შეაქოთ საკუთარი თავი, ნებისმიერი, თუნდაც პატარა წარმატებისთვის. აუცილებელია, იაზროვნოთ და განსაჯ­ოთ ობიექტურად. დაინახ­ოთ რეალობა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რაზეც ვილაპარაკეთ, დასახ­ული მიზნისკენ უფრო ადვილად და სწრაფად წაიწევთ. მიზანდასახ­ული და ორგანიზებული ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.


скачать dle 11.3