კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრობლემა პრობლემის გარეშე


ნიჭ­ია ის, როცა არ ხედავ პრობლემას იქ, სადაც ის რეალურად არ არსებობს. ბედნიერება გაცილებით ადვილად მისაღწევია, როცა არ ხედავ ხელოვნურ ბარიერებს, ანუ, იმ წვრილმან წინააღმდეგობებს, რომელთა დაძლევა ძალიან მარტივად შეიძლება, თუკი მათ არ მისცემთ საშუალებას, ცხოვრება გაგიფუჭ­ონ. მაგალითად, ასაკი. ახ­ლავე უკეთ განგიმარტავთ, რას ვგულისხ­მობთ ასაკში: როცა წყვილს შორის ერთ-ერთი მინიმუმ შვიდი-რვა წლით არის უფროსი, საზოგადოებისთვის შედარებით მისაღებია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მამაკაცია. მაგრამ პროგნოზი ვერანაირად ვერ იქნება ერთგვაროვანი, რადგან ურთიერთობა მაინც იმ ორის ასაგები და გადასაწყვეტია, ვინც იწყებს ამ ურთიერთობას.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ოჯ­ახი ჰარმონიულია მაშინ, როცა ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა 5-6 წელია, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ეს არ უნდა მივიღოთ, როგორც კანონზომიერება. ბოლო დროს შეიმჩნევა საკმაოდ ნოვატორული ცვლილება სწორედ ასაკობრივ ბალანსებთან დაკავშირებით. ახ­ალგაზრდა მამაკაცები საკმაოდ სტაბილურ და ჰარმონიულ ოჯ­ახ­ებს ქმნიან თავისზე ათი-თორმეტი წლით უფროს ქალებთან. ამერიკაში ასეთი ქორწინებების რიცხ­ვმა უკვე 13 პროცენტს გადააჭ­არბა, ევროპაში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. სოციოლოგებს ამაზე ერთგვაროვანი პასუხი აქვთ: მამაკაცებს მოსწონთ სერიოზული, ჩამოყალიბებული პარტნიორის მზრუნველი ფრთის ქვეშ ყოფნა. სხვათა შორის, ნორჩი გოგონებიც ზუსტად ამ მიზეზით ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრებად ასაკით თავისზე ბევრად უფროს მამაკაცებს. ისინი კომფორტულად და მშვიდად ცხოვრობენ ასეთი ქმრების გვერდით. იმის თქმა, რომ ამ ტიპის ქორწინებებს საფუძვლად მხ­ოლოდ ანგარება უდევს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. რომ არ არსებობდეს ინტერესთა თანხ­ვედრა, სულიერი და ფიზიკური სიახ­ლოვე, მხოლოდ ანგარებაზე დაფუძნებული ქორწინება დიდხ­ანს ვერ გასტანს. ამიტომ, თუკი თქვენი რჩეული, ანუ ადამიანი, რომლისკენაც გული მიგიწევთ, ასაკით თქვენზე ბევრად უფროსი, ან, პირიქით – უმცროსია, ამისგან პრობლემას ნუ შექმნით, მთავარია, მოგწონდეთ და გინდოდეთ ერთმანეთი. გარდა ამისა, უზარმაზარ როლს ასრულებს გემოვნება და ცხოვრების სტილი, სამეგობრო და ის სტერეოტიპები, რომლებიც, როგორც ერთი, ისე მეორე მეუღლისთვის არის მისაღები და ახ­ლობელი.

იმოქმედეთ გულისა და სულის კარნახ­ით. ჩარჩოებიდან გამოდით და... იცხ­ოვრეთ პრობლემების გარეშე!..


скачать dle 11.3