კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნება ნემსით სამგანზომილებიანი ნაქარგები ნუნუ მარინდაშვილის კოლექციისთვის


ნუნუ მარინდაშვილი ნემსით შექმნილი ფერწერული ტილოების, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, სამგანზომილებიანი ნაქარგების ავტორი და კოლექციონერია. ეს მეთოდი ქარგვაში მან მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ორმოც წელს გადააბიჯა. ქალბატონი ნუნუს კოლექციის დათვალიერებისას, ძნელია ამოირჩიო ერთი რომელიმე, საუკეთესო, ყველაზე დახ­ვეწილი. თითქმის ყველა ნამუშევარი ერთნაირად ლამაზი და შესანიშნავია. როგორ შექმნა პროფესიით ფიზიკოსმა ხელოვნების ნიმუშები ნემსით, ამას თვითონ გვიამბობს დღევანდელ ინტერვიუში.

ნუნუ მარინდაშვილი: ნემსით ფერწერა, ესაა გაცოცხ­ლებული პეიზაჟი სამ განზომილებაში. ეს მართლაც სიახ­ლეა, მაგრამ შემოქმედება სწორედ რომ, რაიმე ახ­ლის შექმნაა.

– როგორ აღმოაჩინეთ ქარგვის ეს მეთოდი?

– ძალიან მიყვარს კლასიკური ფერწერა, პეიზაჟები. მე მათი გაცოცხ­ლების სურვილი გამიჩნდა. თითქოს ფერწერაში მკვდარი კადრია. იქ დრო გაჩერებულია. მე მინდოდა დინამიკა – ქარი რომ ქრის, იღრუბლება, ყვავილი ამ წუთას გაიფურჩქნა და თითქოს მისი სურნელიც იგრძნობა, იმდენად რეალურია, ცოცხ­ალია. სხვანაირად, კეთდება სამგანზომილებიან ნაქარგში ეს ყოველივე. ჩემი ტექნიკით იქარგება ზუსტად ისე, როგორც იხ­ატება. ფერწერას ხომ აქვს თავისი წესები, ეს ნამუშევრებიც ანალოგიურად იქმნება, ოღონდ იქარგება. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს საქმე, რომელიც მას შეეფერება, ასევე ნიჭი – საკუთარ შესაძლებლობებს დააკვირდეს და რომელიმე გამოიყენოს. მიზნამდე მისვლას თავისებური ხელოვნება სჭ­ირდება. ყველა ადამიანში არის შინაგანი ძლიერება, ეს რეალობაა. სწორედ ეს უნდა გახ­სნა შენში.

– რა ასაკში აღმოაჩინეთ, რომ თქვენ შეგეძლოთ გაგეცოცხ­ლებინათ ფერწერული ნახ­ატები?

– 42 წლის ასაკიდან დავიწყე ქარგვა, მანამდე საერთოდ არ მიფიქრია ამაზე.

– რა პროფესიის ხართ?

– ფიზიკოსი.

– რა პერიოდია საჭ­ირო, თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად ამ კოლექციისთვის?

– მუშაობას ყოველთვის ვიწყებ ზამთარში, ზამთარი ძლიერი სიცოცხ­ლის სიმბოლოა. მჯერა, რომ თუ ძალიან მოინდომებ ყველაფერი გამოგივა, მხოლოდ იქ მიაღწევ რამეს, რაშიც გწამს საკუთარი ძალის. სხვადასხ­ვა ნამუშევარს სხ­ვადასხ­ვა დრო სჭირდება. არის ნამუშევრები, მაგალითად პეიზაჟები, რომლებიც უფრო რთულია, რომელთა შექმნას უფრო დიდხანს ვანდომებ, დაახ­ლოებით, რვა-ცხრა თვე. არის შედარებით გამარტივებული სიუჟეტებიც, მაგალითად, ყვავილები. მათ სჭირდება – ერთი-ორი, მაქსიმუმ 9 თვე.

– დღეისთვის რამდენი ნამუშევარია ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– ამჟამად, ოცდაათზე მეტი ნამუშევარია ამ კოლექციაში გაერთიანებული.

– რა მასალებით იქმნება ნიმუშები თქვენი კოლექციისთვის?

– ამ კოლექციის ნიმუშების შესაქმნელად ვიყენებ მულინეს, აბრეშუმის სხვადასხ­ვა სისქის, ტონალობის ძაფებს. თითოეულ ნამუშევარში დაახ­ლოებით, ხუთასამდე ტონია გამოყენებული. თუ ფერწერაში შეურევ სხვადასხ­ვა ფერს და ხუთი ფერით, დავუშვათ, შეგვიძლია სხვადასხ­ვა ტონალობა მივიღოთ, აქ, ამაში, შეზღუდული ხარ და ამიტომ აუცილებელია, რომ გადასვლებისთვის სულ სხვადასხ­ვა ტონალობის ძაფები გამოიყენო. საამისოდ მარტო ნაყიდი ძაფები არ არის საკმარისი და მე თვითონ ვღებავ ბუნებრივი საღებავებით.

– მაგალითად?

– ენდრო, ფოთლები, ხავსი, კაკლის წენგო და სხვადასხ­ვა. ვღებავ ტრადიციული ქართული შეღებვის ტექნოლოგიით, რომელიც შევისწავლე ძალიან საფუძვლიანად.

– როგორც ვიცი, ბევრი დამთვალიერებლის აღტაცებას იმსახ­ურებს ეს კოლექცია და მრავალი გამოფენის მონაწილე ბრძანდებით.

– ძალიან ბევრი გამოფენა დამამახ­სოვრდა, განსაკუთრებით მცხეთაში, მუზეუმის შენობაში მოწყობილი, სადაც დედათა მონასტრიდან იყვნენ მონაზვნები მოსული. ისინი მოგეხ­სენებათ, ქარგავენ მძივებით, ძაფებით. გამოფენის შემდეგ მონაზვნებმა დაგვპატიჟეს, დაგვათვალიერებინეს მონასტერი, თავიანთი ნაქარგები და მთხოვეს კონსულტაციები. მიმეთითებინა, სად რა ფერი დაესვათ ან როგორ გაეკეთებინათ, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პატივითა და სიხ­არულით შევუსრულე და მონაზვნებს ჩემი ქარგვის მეთოდები გავაცანი. ძალიან სასიამოვნო დღე იყო. თვითონ, მონაზვნები უფრო რელიგიური მიმართულებით ქარგავენ, ძირითადად, ხატებს.

– თქვენს კოლექციაში თუ არის რელიგიური ხასიათის ნიმუში?

– მე ხატებს არ ვქარგავ. რაღაცნაირად მიჭ­ირს, რომ ნემსით შევეხო ხატის მოხ­აზულ სახ­ეს და ამოვქარგო, არ შემიძლია. ძალიან განვიცდი. კი მაქვს ერთი ნამუშევარი, ღვთისმშობელ მარიამის არაკანონიკური. ჩემთვის, გავაკეთე, მაგრამ მას შემდეგ, ვეღარ შევძელი. ის კი არა, გამოფენა იყო ერთხ­ელ, რომელშიც ახ­ალგაზრდა მამაკაცი მონაწილეობდა. ის ქარგავს ძალიან ლამაზ ხატებს. ჩამოსული იყო, თუ არ ვცდები, გურიიდან და გამოფენის წინ მთხოვა, დამიუთოვე ნაქარგებიო. კი დავთანხ­მდი და წამოვიღე, მაგრამ უთოთი ვერაფრით შევეხე ხატებს. მარტო გარშემო გავაუთოვე და ავტორს მოვუბოდიშე. ამის შესახ­ებ დედებსაც ვესაუბრე მონასტერში. მითხ­რეს, ჩვენ ამაზე კურთხ­ევა გვაქვსო. კურთხ­ევის გარეშე არ შეიძლება, ხატების მოქარგვა, საერთოდ შესრულება. მე კურთხ­ევაც, რომ მომცენ, ვარ კი ამის ღირსი?.. ძალიან სუფთა უნდა იყო ალბათ, ეკლესიურად უნდა ცხოვრობდე სულ. მე მორწმუნე ვარ, მაგრამ სად მონაზონი და სად – მე.

– რას განიცდით, როდესაც ქარგავთ და კიდევ ერთ ნიმუშს ქმნით თქვენი კოლექციისთვის?

– ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ვქარგავ. თითქოს ვეთიშები რეალობას და ილუზიურ, ხელშეუხ­ებელ სამყაროში შევდივარ. ასეთი შერწყმა ბუნებისა და მხატვრის საოცარია. ერთდროულად გხიბლავს კიდეც და დაგაფიქრებს. ნამუშევრებში თუ სიკეთე და სიყვარული არ ჩადე, მას ვერავის მოაწონებ. ეს ფიქრის ხმამაღლა გადმოცემას ჰგავს. არ ეძებო ბედნიერება შენს გარეთ, ის შენშია, იმ წუთში, რომელშიც ხარ – ყვავილში, წვიმის წვეთში, თოვლში, ქარში, მოძრაობაში. როდესაც ამას გაითავისებ, მიხ­ვდები, რომ სხვა ყველაფერი დამხ­მარეა ამ ბედნიერების გაძლიერებისთვის. ყოველთვის ვცდილობთ მივიღოთ ის, რაც არ გვაქვს. ამისთვის ვიტანჯ­ებით და ვერასოდეს ვხვდებით, ვიყოთ ბედნიერი იმით, რაც უკვე გვაქვს.


скачать dle 11.3