კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 70 წლის ქალი. რამდენიმე წლის წინ მკერდზე კაკლისოდენა სიმაგრე შევამჩნიე. არაფერი მაწუხებდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვატყობ, რომ ფერი შეიცვალა – ხან ბაცდება, ხან მუქდება. ტკივილით არ მტკივა. რას შეეძლო გამოეწვია ფერის შეცვლა? საშიშია თუ არა? მირჩიეთ, როგორ შეიძლება ოპერაციის გარეშე ამისგან განკურნება?

პასუხი: რა სახის მკურნალობა გჭირდებათ, ამას მხოლოდ დიაგნოზის დასმის შემდეგ გეტყვიან, დიაგნოზის დასაზუსტებლად კი მამოგრაფია უნდა ჩაიტაროთ და კონსულტაციისთვის მამოლოგს მიმართოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, 16 წლის ასაკში დიეტა დავიცვა? ვარ 79 კილოგრამი. არ მინდა, ჭარბი წონა მქონდეს. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

პასუხი: რაკი ჭარბი წონა გაქვთ, დიეტის დაცვა შეიძლება, ოღონდ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ამაზე უარის თქმას არ ნიშნავს. უნდა შეზღუდოთ მეტისმეტად კალორიული პროდუქტები, უნდა ერიდოთ გვიან ღამით ჭამას, მაგრამ რაციონი უთუოდ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს – ცილებს, ვიტამინებს. ზოგიერთი მოზარდი ჭირვეულობს და ჭარბი წონის მომიზეზებით უარს ამბობს იმ აუცილებელ პროდუქტებზეც კი, რომელთა რაციონიდან ამოღება ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობას, ასეთი საქციელი კი გაუმართლებელია.

კითხვა: მყავს 80 წლის დედა. სვამს წნევის წამლებს. დღის განმავლობაში ორჯერ თუ შევა მოსაშარდავად. სამაგიეროდ, ღამით, დილამდე, ყოველ 1,5-2 საათში დგება, თან, შარდის შეუკავებლობაც აქვს, თუმცა ისეთი არა, რომ ვერ იგებდეს და ისველებდეს. ვისაც ვკითხე, ნაცნობებსა თუ ექიმებს, მითხრეს, ასაკობრივიაო, მაგრამ, ფაქტია, რომ დღე ღამედ აქვს ქცეული და ღამე – დღედ. როგორ შევცვალოთ ეს რეჟიმი?

პასუხი: ჯანმრთელი ადამიანი დღის განმავლობაში 4-7-ჯერ უნდა შარდავდეს, ხოლო დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის რაოდენობა 1 000-2 000 მილილიტრი უნდა იყოს, თუმცა, კვების თავისებურებებისა და გარემო პირობების ცვლილებათა კვალობაზე, შეიძლება, ეს მაჩვენებლებიც ცვალებადობდეს. ჯანმრთელი ადამიანი ძირითადად დღისით გამოყოფს შარდს, ღამის განმავლობაში კი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოშარდოს.

არსებობს პათოლოგიები, რომელთა დროსაც ღამით გამოყოფილი შარდის რაოდენობა დღისით გამოყოფილზე მეტია. ამას ნიქტურიას უწოდებენ. როგორც თქვენ ბრძანეთ, დედათქვენს დღისით ოლიგურია ანუ შემცირებული შარდვა აქვს. ოლიგურიის ფონზე განვითარებული ნიქტურია ახასიათებს გულის დეკომპენსაციას და იმის ბრალია, რომ ღამით, მოსვენებულ მდგომარეობაში, თირკმელების ფუნქცია უმჯობესდება.

გირჩევთ, ავადმყოფი კარდიოლოგს გაასინჯოთ. ურიგო არ იქნებოდა, ნეფროლოგის კონსულტაციაც მიგეღოთ.

კითხვა: უკვე ორი წელია, მაწუხებს ყელი. მისივდება სასის ზედა მხარე, ჯირკვლები და გლანდების უკანა მხარე, მიკავდება კისერი, მიშუის ყურები, მიჭირს ყლაპვა. მივმართე ექიმებს, ვიყავი ონკოლოგიურ კლინიკაშიც, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ვის შეიძლება მივმართო დიაგნოსტირებისთვის და სამკურნალოდ და, საერთოდ, რას მირჩევთ?

პასუხი: კონკრეტული რჩევის მოცემამდე, კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა იმ გამოკვლევათა შედეგები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჩაიტარეთ. მხოლოდ სუბიექტური მონაცემების მიხედვით კონკრეტული დასკვნის გამოტანა ძნელია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს სისხლის საერთო ანალიზს, ხახა-სასის მიდამოს ნაცხის ბაქტერიოლოგიურ და ციტოლოგიურ ანალიზს, თავის ქალისა და კისრის მიდამოს რენტგენოლოგიური და კომპიუტერული გამოკვლევების შედეგებს.

კითხვა: კისრის არეში დაბადებიდან მაქვს პიგმენტური ლაქა (ხალი). არსებობს თუ არა საფრთხე, მომავალში ის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას?

პასუხი: საზოგადოდ, ხალი კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, ამიტომ, მის მიმართ სიფრთხილე ყველას მართებს. სახიფათოა ხალის ხშირი გაღიზიანება – ამან, შეიძლება, მისი ავთვისებიანად გადაგვარებაც კი გამოიწვიოს – ამიტომ, თუ ხალი ისეთ ადგილას გაქვთ, რომ ვარცხნისას ან წვერის პარსვისას უნებლიეთ მისი გაღიზიანება გიწევთ, უმჯობესია, დერმატოლოგ-ონკოლოგს მიმართოთ და მოიშოროთ ეს წარმონაქმნი. თუ ხალი უსაფრთხო ადგილასაა, მისი მოშორება საჭირო არ არის, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ფერის შეცვლა და ზომის ინტენსიური მატება არ გამოგეპაროთ – ასეთ შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია

скачать dle 11.3