კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იღვიძებს ადელინა გოგუაძეში მამაკაცი და რა უნდოდა მას ნახევრად შიშველს ღამით სანაპიროზე


მსახ­იობი ადელინა გოგუაძე, სერიალ „ჩვენი ოფისის“ ყველაზე პრანჭ­ია, ამაყი და პრეტენზიული პერსონაჟია, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ის საკმაოდ კომუნიკაბელური, თბილი, ხალისიანი და თავმდაბალი ადამიანია. ის ხშირად ხვდება კურიოზულ სიტუაციებში, მაგრამ გურული „კვარახ­ჭ­ინობით“ ადვილადაც იძვრენს თავს და, თუ დასჭ­ირდა, მუშტსაც იშველიებს. თუ სად სცემა მან ორ დამყაჩაღებელს, რატომ ეგონათ ის და მისი პარტნიორი მსახ­იობი მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები და სად იცეკვა მან სომხ­ური „შალახ­ო“ ზღვის ლასტებით, ამაზე თავად ადელინა გიამბობთ.

ადელინა გოგუაძე: გამოუვალ სიტუაციაში როცა ვვარდები, ჩემი მთავარი იარაღი, რასაკვირველია, იუმორია. ამ დროს ადამიანი არ უნდა „დაიგრუზო“ და დაიბოღმო, არ უნდა დაამძიმო სიტუაცია. ასე რომ, სასაცილო და კურიოზული სიტუაცია არანაირად არ „მგრუზავს“. ფილმის „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ ერთ-ერთი კადრის გადაღების დროს, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, წესით, თავი უნდა გამეგიჟებინა, მაგრამ, იმდენად სასაცილო ამბავი იყო, როგორ გავბრაზდებოდი და არ გამეცინებოდა?! მოკლედ, დეკემბრის აუტანელ ყინვიან ღამეში, ასეთ კადრს ვიღებდით: მე და ნუნუკა, ფაქტობრივად, შიშვლები ვიყავით, ანუ, ხალვათად გვეცვა: მინიკაბები და ზემოდან კორსეტები, თმები სხვადასხ­ვაფრად გვქონდა გაფურჩქნილი და სანაპიროზე ვიდექით. საინტერესო ის იყო, რომ გამვლელი მანქანები ამ ორ გოგოს გვამჩნევდნენ ასეთ ფორმაში, დაახ­ლოებით ათ მეტრში მდგარ გადამღებ ჯგუფს, კამერებს და დაყენებულ განათებას – ვერა. ისეთი პიპინები და შეძახ­ილები იყო მანქანებიდან, ლიფონავა გაგვიგიჟდა. (იცინის). მოკლედ, ვერ ხვდებოდნენ, რომ კინოს ვიღებდით და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ვეგონეთ. ეს ავიტანეთ. უცებ, გავიხ­ედეთ და, მოგვიახ­ლოვდა ვიღაც ტიპი, რომელიც ვერ მოვიშორეთ. დაიძახ­ებდა ლიფონავა: „მატორ“! – ის ტიპი მოგვიახ­ლოვდებოდა და საუბარს გვიწყებდა, თავის ჭკუაში, გვაბამდა. კიდევ, – „მატორ“! – დაიძახ­ებდა ლიფონავა, ის ტიპი ისევ შემოვარდებოდა კადრში. გავიყინეთ, აგვეშალა ნერვები, ვერ შევაგნებინეთ, რომ მსახ­იობები ვიყავით და ფულის გასაკეთებლად არ ვიდექით იქ, ღამით, თან – ყინვაში და ნახ­ევრად შიშვლები (იცინის). უცებ, ლიფონავა წამოხ­ტა, მივარდა იმ ტიპს და დაუყვირა – დაანებე ამ გოგოებს თავი, ჩემი ცოლები არიან, რას გადაეკიდეო. იმან გაკვირვებით ასწია წარბი და მშვიდად უსაყვედურა: მერე, რა არის, ძმაო, თუ ცოლები არიან, რას ყინავ ამ ღამეში, ჩააცვი რამეო.

– ამბობენ, ზღვაზე დასასვენებლად მყოფი სომხ­ები ადელინამ თავისი ცეკვით ისე მოხ­იბლა, დღემდე შოკში არიანო. რა იცეკვე ასეთი?

– (იცინის) მეგობრები ვიყავით ქობულეთში დასასვენებლად. საღამოს სანაპიროზე გავედით, მიდიები შევწვით და მივირთვით. ძალიან ბევრი სომეხი იყო ჩამოსული და, მათ პატივსაცემად, თითქმის ყველა რესტორანში იყო სომხური „შალახ­ოს“ გრიალი. ავდექით, ჩავიცვით ფეხ­ზე საცურაო „ლაგუშატნიკები“ ანუ ლასტები, გავიკეთეთ სათვალეები და რესტორანში შუა მოედანზე ცეკვა-ცეკვით შევცვივდით. სომხ­ებიც ცეკვავდნენ. უცბად, რომ დაგვინახ­ეს ასეთ ფორმებში, გაჩერდნენ და, როგორც უცხ­ოპლანეტელებს, ისე გვიყურებდნენ გაკვირვებულები. (იცინის). დამთავრდა მუსიკა, ჩვენც გავჩერდით და ლასტების ტყაპა-ტყუპით გამოვედით რესტორნიდან. მერე ვშაყირობდით, რა გვიქნა ამ მიდიების ჭამამ ასეთი, სულ რომ გავაფრინეთ და ეს სომხ­ებიც გადავრიეთო.

– ის თუ არის მართალი, რომ ამბობენ, ადელინას იმდენი ბიჭი ჰყავს ნაცემი, ვერ დაითვლიო. სიმართლე გითხ­რა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.

– თქვენ არ იცით, როგორი ვხდები, როცა წყობიდან გამოვდივარ, ამ დროს მავიწყდება, რომ ქალი ვარ და მამაკაცი იღვიძებს ჩემში. ერთხ­ელ, რესტორანში ვიყავით დაპატიჟებული. ვჭამეთ, ვსვით, მოვილხ­ინეთ. ბოლოს, საცეკვაოდ გავედი და, რომ დავბრუნდი, მაგიდასთან აღარავინ დამხ­ვდა – თურმე, სანამ მე ვცეკვავდი, ჩხუბი ამტყდარა. გავედი გარეთ და, რას ვხედავ: აქედან თეფში მოფრინავს, იქიდან – თამადა, აქედან პალტო და იქიდან – ქუდი (იცინის). ვინ ვის ურტყამდა, კაცი ვერ გაიგებდა. გავიხ­ედე და, ვხედავ, ერთი ნასვამი, უცხო კაცი ჩემს თანამესუფრეს მიუახ­ლოვდა და უნდა დაარტყას. გავვარდი, თავში ჩანთა ვგლიჯე და ძირს დავარდა. გულში ვიფიქრე: ვა, რა მაგარი ვყოფილვარ-მეთქი. გული მომეცა, ვეცი წაქცეულს და, ვგლიჯე და ვგლიჯე. ისე გამიტაცა დაკადაკამ, მთელი არსებით ჩავერთე ამ ჩხუბში. არადა, მაშინ სერიალში თათა თუთაშხ­ია იყო ჩემი გმირი – ყველა ასე მიცნობდა. ჩხუბის მერე, დაცვის ბიჭ­ები მეძახ­დნენ: თუთაშხ­ია! სათვალე, ჩანთა, საათი, საფულე ვიპოვეთ და შენ მოგცემთო. ისე შეიჭ­რნენ როლში, მართლა თუთაშხ­ია ვეგონე. (იცინის). ასეთ დროს, მავიწყდება, ქალი რომ ვარ და მამაკაცურ ჰორმონებს ვაფრქვევ. უნდა მნახ­ოთ, როგორი დამრტყმელი ვარ. ერთხ­ელ კი, დამაყაჩაღეს და ის დღე არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, ზამთარი იყო, საღამოს საათები, უკვე ბნელოდა. სახ­ლში ვბრუნდებოდი რეპეტიციიდან და დიდი ჩანთით ტანსაცმელი მომქონდა. ქუჩაში ორი ტიპი ამეკიდა. სადარბაზოს რომ მივუახ­ლოვდი, ერთმა ტუჩზე ამაფარა ხელი, მეორე ჩანთას დაეძგერა. მანამდე კი მოვასწარი, დამეყვირა – მამა-მეთქი, მაგრამ, რას გაიგებდნენ? ვიბრძოლე, მაგრამ, რა ვიბრძოლე – ერთი ხელით ჩანთას ვებღაუჭ­ებოდი, რომ არ წაერთმია, მეორე ხელით კი ხელჩანთა ისე ძლიერად ვგლიჯე იმ ტიპს, ვინც პირზე ამაფარა ხელი, რომ გავაშვებინე. ისე ვაგინე, რაც გამეგო და რაც არ გამეგო, სულ ისეთები ვუთხ­არი. მეორე, ჩანთაზე რომ ვერ გამაშვებინა ხელი, გაიქცა და კარგა მანძილზე მათრია მიწაზე. ბოლოს გავუშვი ხელი, აბა, რაღას ვიზამდი?! მოკლედ, კი ვტყიპე და ვაგინე, მაგრამ, მაინც გამგლიჯ­ეს ჩანთა და გაიქცნენ. ავედი სახ­ლში დაგლეჯ­ილ-დაფლეთილი. მშობლებმა რომ დამინახ­ეს ასეთ მდგომარეობაში, კინაღამ გადამერივნენ. ვერ დაგვიძახ­ეო? მისაყვედურეს. ვუთხ­არი, დავიყვირე მამა-მეთქი, მაგრამ... დედაჩემი გაწიწმატდა – „მამას“ რას ყვიროდი, „დედა“ ვერ დაიძახე? არ იცი, შვილო, მამაშენის პეწენიკობის ამბავი? რომც გაეგო, სანამ ეს სუნამოს დაისხ­ამდა და ფორმაში მოვიდოდა, ის ბანდიტები კიდევ ერთის დაყაჩაღებას მოასწრებდნენო (იცინის).

– ესე იგი, ტყუილად იბრძოლე და ხახ­ვივით შერჩათ დამყაჩაღებლებს შენი ჩანთა?

– ვერ მივართვი. მეორე დღესვე უბნელი ბიჭ­ები ჩავრთე გამოძიებაში (იცინის). მოძებნეს ის ტიპები და უკან დამიბრუნეს ჩანთა, თან, ბოდიშიც მოახ­დევინეს. რომ მისულან, უთქვამთ, რა არის, ბიჭო, უბნელი გოგოა და ეს როგორ გაუბედეთო. იმათ თავი უმართლებიათ – ვერ ვიცანით, თან, ისეთი გვირტყა და გვაგინა დედა, რომ არც იმას დაუკლია ჩვენთვის რამეო. აბა, გურული ქალის გადარევა იქნებოდა?! თან, სუფთა სისხ­ლის გურულის (იცინის). ვხუმრობ ხოლმე – თუ ვინმეს სისხ­ლის გადასხ­მა დაგჭ­ირდათ, აგერ ვარ, მაგრამ, შედეგებზე არ ვაგებ პასუხს-მეთქი.

– როგორც მივხ­ვდი, შენი გაბრაზება არ ღირს. თაყვანისმცემელ ბიჭ­ებთანაც ასეთი გურული ხასიათის ხარ?

– არა, მათ რას ვერჩი. თუ არ გამაბრაზეს, ისე არ ვგურულობ (იცინის). არ დამავიწყდება, ერთი მორიდებული თაყვანისმცემელი მყავდა. ვერ გამიბედა სიტყვის თქმა და, გადაუწყვეტია, სერენადას ვუმღერებ ღამით ფანჯ­რებთანო. მართლა მოსულა გიტარით, უმღერია, მაგრამ მე ვერ მოვისმინე მისი ნამღერი.

– რატომ, სახ­ლში არ იყავი?

– სახ­ლში კი ვიყავი, მაგრამ იმ მხარეს უმღერია, საითაც ჩემი საძინებლის ფანჯრები არ გადის. ჯერ კარგად გაერკვია იმ მამაცხ­ონებულს, საით მეძინა და მერე ემღერა სერენადები, არ ჯობდა?! (იცინის). სხვათა შორის, მეორე დღეს მითხ­რა ეს ამბავი და ვუსაყვედურე – მინდოდა, მომესმინა შენი ნამღერი, შე კაი ადამიანო, ჯერ გაგერკვია ჩემი ადგილსამყოფელი, სად მძინავს და სად მღვიძავს და, მერე გაგემართა კონცერტი-მეთქი. მეზობლები კი დაატკბო თავისი შემოქმედებით, მაგრამ, მე რა? ჩემი გული, ბოდიში, მაგრამ ვერ მოიგო.




скачать dle 11.3