კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-12(482)


– აი, შენი რეზოც მოვიდა! – ნიშნის მოგებით მეუბნება ფისო და თვითონ მიდის კარის გასაღებად.

– ფისო, ვინ მოვიდა? – გავძახი მაინც.

– რეზოა! ბიჭო, შენ კიდევ „მწიფედ“ ხარ? – ისეთი ალალი ინტონაციით ეკითხება ფისო, თითქოს გაუხარდა მისი კაიფში დანახვა.

– აბა, როგორ ხართ! – შემოდის რიხით რეზო.

ყოველთვის, როცა რეზოს ვხედავ, მარტო ერთი აზრი მიტრიალებს თავში – ყველა-ყველა და ეს ბიჭი რაღამ გადარია, რა კაიფი აუტყდა-მეთქი. ჯანიანი, გულღია, ალალი, ახალგაზრდა კაცი რამ უნდა აგაცეტოს. არიან ადამიანები, რომელთა ორგანიზმზეც რაღაცეები მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ რეზოს ასეთი აკრძალვები არ აქვს, ყველაფერს იღებს. ბოტკინი, მგონი, ოცჯერ აქვს გადატანილი და რა ღვიძლი აქვს, ნეტავ, ქვის? მე რომ ცოტას წავუზაპოებ, მერე ლამის ღვიძლი ამოვაფურთხო ან ენას ვყლაპავ, ეს კიდევ ისე აურევს ერთმანეთში „წამალსა“ და არაყს, გეგონება, ყველსა და პურს აყოლებდეს ერთმანეთს, თან, ვერც შეატყობ, მთვრალია თუ კაიფშია, ერთნაირად უღაჟღაჟდება ლოყები და არც ღიმილს იშორებს სახიდან, თუ ვინმემ მთლად ჭკუიდან არ გადაიყვანა. იცოდეს, ფისუნია რას უმზადებს, ფეხს მოადგამდა?

– რეზო, კარგ გუნებაზე ხარ? – ეჟღურტულება ფისო.

– ცუდ გუნებაზე რატომ უნდა ვიყო? – ალალად უკვირს რეზოს.

– რა არის, იცი? ჩემი ახლობლის შვილს რაღაც პრობლემა აქვს და მე ისე, ჩემთვის მაინტერესებს რაღაც, იმიტომ გეკითხები. თუ ცუდ გუნებაზე ხარ, არ გკითხავ, – პადხოდს უკეთებს ფისუნია.

– ეს მოგზავნილია? – გაღიმებული მომჩერებია რეზო.

– ხომ იცი, ქალია, „ქათამია“, რა! – იუმორით მინდა დავიძვრინო თავი.

– „ქათამი“ კი არ ვარ, რაღაც მაინტერესებს, – უკან არ იხევს ფისო.

რა აზრი აქვს რამის თქმას და ფისოს გეგმებში ჩარევას, თავისას მაინც არ მოიშლის. არადა, რა კაი ბიჭია და როგორ იღუპავს თავს! ახლა ფისო დატრიალდება, მაგიდას გაშლის და შეუჭამს ტვინს ისე კოხტად, აზრად არ მოუვა, რას ეცუღლუტება. აბა, ქალის ნდობა იქნება? ქალი რომ გაგიჩალიჩებს, ტყუილია...

ერთი კარგი ტიპი იყო, სვანი, გერლიანი, რუსთავში იჯდა. დისგან მიუვიდა გულისამაჩუყებელი წერილი, თურმე, ქმარს დედა შეუგინებია. რაღაც თვეებიღა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ რისი გერლიანი იქნებოდა, რომ დის შეურაცხყოფა რამდენიმე თვეს მაინც მოეთმინა. გააკეთა „პადკოპი“, გაიქცა სვანეთში და მოკლა სიძე. სად დაიმალებოდა. დაიჭირეს და მიუსაჯეს თოთხმეტი წელი „ასობი“. ასე მოხვდა ჩემთან. ამბობდა, რომ გავალ, უეჭველად გამაგორებენ, ძლიერი გვარის სიძე მყავდაო. მე გაკვირვებული ვიყავი, ბიჭო, ქმარმა ცოლს დედა შეაგინა, რა მოხდა, ყველა ძმამ რომ სიძე მოკლას, კაცი აღარ დარჩება ცოცხალი-მეთქი. არაო. წლების მერე, როცა გათავისუფლდა, მართლა მოკლეს. დამ ხომ იცოდა, ძმა რა როჟაც ჰყავდა, ისეთი წერილი რამ მიაწერინა, რომ ქმარიც მოკლა და ძმაც... არ ვიცი, მე არ მესმის ქალების თუ თვითონ არიან თავისი ნატურით ასეთები. ფაქტი ერთია, ქალის ბრმად ნდობა არ შეიძლება.

– ჰოდა, რეზო, იმას მეუბნებოდი, არ ვარ ნარკომანიო? – აგრძელებს დაწყებულ საუბარს ფისო.

მე მათთან ჯდომას ტელევიზორის ყურება მირჩევნია, ამიტომ ალაგ-ალაგ მესმის მათი საუბარი, მაგრამ ძალიან დამაინტერესა, რას უპასუხებდა რეზო და დროებით შევუერთდი.

როცა ადამიანი თვითონ არ სვამს, ერთგვარად აუტანელია მისთვის მთვრალი ხალხის ყურება და მოსმენა, თუნდაც ძალიან ახლობლები იყვნენ. ეს კი არადა, ერთხანს სიგარეტს არ ვეწეოდი და მწეველებთან ვერ ვჩერდებოდი, მაგრამ განა იმიტომ, რომ ნებისყოფა მღალატობდა, არა, სუნს ვერ ვიტანდი.

– ჰო, რა იყო, არ გჯერა? – ისევ ისე უღიმის სახე რეზოს.

– ზუსტადაც, რომ არ მჯერა, – უღიმის ფისოც.

– ნარკომანი ხარო, ნუ მეუბნები, არ ვარ ნარკომანი. „წამლის“ და კაიფის მეტი რა მქონდა, 18-20 წლის რომ ვიყავი. ავღანეთში თავზე საყრელად იყო და არც არავინ გვიშლიდა, პირიქით, ოღონდ სამხედრო ოპერაცია კარგად ჩატარებულიყო და სტიმულის ასამაღლებლად თუნდაც პირში და ვენაში ჩაგეყარა და ჩაგესხა ყველანაირი ნარკოტიკი. მაშინ არ გავნარკომანებულვარ და არც ახლა ვარ ნარკომანი, მე გარემოების მსხვერპლი ვარ და ისიც – დროებით. ასე ვფიქრობ ჩემს თავზე. ახლა ჩემს ნათქვამს, გინდა კაიფში ნათქვამი დაუძახე და გინდა ლომკაში ნაფიქრალი. როცა ქეიფობ სხვა არის, იქეიფებ, იქეიფებ და ადგები ერთხელაც იქნება და დაიძინებ. აი, ცდუნების გაძლება ძალიან ძნელია. ოცჯერ ბუხარში შევყარე ოც-ოცი ზახოდი და არ მინანია... ჩემი ბუხარი მაგარ კაიფში იყო, კინაღამ გაიპარა, – გულიანად იცინის თავისივე ნათქვამზე ჩვენი რეზო.

– კაცო, ნუ გადამრევ ახლა! – ყასიდად შეიცხადა ფისომ.

– მე რას გადაგრევ? ლომკაში დარჩენის ომის დაწყებასავით მეშინია. დაგეწყება ძვლების ტკივილი, გგონია, ვიღაც ლიმონივით გწურავს, გაჟრიალებს, ჩამოგდის ცინგლი, ცრემლი, სახსრები გიტკაცუნებს, კუჭი აშლილი გაქვს... განა არ ვიცი, რომ არაფერი მომივა, ლოგინში რომ ჩავეგდო და გამოვძვრე, მაგრამ მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, იმიტომ, რომ „პრასვეტი“ არ არის. ჩემი გახუნებული დიპლომი სად მიგდია აღარც კი მახსოვს... ისევ ახლიდან იწყება – კოვზი ჩემი იქნება და წყალი – შენი. აი, მთელი დავიდარაბა. „შავი“, მთელი კვირა რომ იკეთო, შეიძლება, რასაც ლომკა ჰქვია, არ აიკიდო; აი, ჰეროინს ორ-სამ დღეს გაიკეთებ და უკვე იქაური ხარ. ჰეროინი რამდენიც გინდა იმდენია, თანაც ზახოდი მალე გეზრდება.

– ასეთი ხმა რომ გავრცელდა, შიგ რაღაცას ურევენო, მართალია?

– აბა, ამერიკაში აღებული ჰეროინი და აქ აღებული ერთნაირი რომ არ იქნება, ხომ ცხადია? მე ისიც გავიგე, კაცობაზე ურხევს ძალიან, ქალი კი არა, ბოლოს იქით მისცემ ტრაკსო...

– მერე, რა გიხარია? – გადაკუჭკუჭდა ფისო.

რა სულელი ფისუნია მყავს, რა არის სასაცილო?..

– სხვისი არ ვიცი და, მე როგორმე მივხედავ თავს... მიკ ჯაგერმა რა თქვა, იცი? თითო კონცერტზე რვა-ათ გრამ ჰეროინს ვიკეთებთ. ეს ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენ ნურავინ მოგვბაძავს, რადგან მერე კლინიკაში ვწვებით და ვმკურნალობთო. შენ ბევრი რამე არ იცი და ვერც გაიგებ. განა იმიტომ, რომ შტერი ხარ, არა, ის, რაც საკუთარ თავზე არ გამოგიცდია, ძალიან ძნელი მისატანია გულთანაც და ტვინთანაც. ნარკომანი და ნარკომანია ზოგისთვის ავადმყოფი და ავადმყოფობაა, ზოგისთვის კი – ფულის კეთების საშუალება, მაგრამ ხალხის გასაბითურებლად დამნაშავეს და დანაშაულს ეძახიან. აი, ერთ რამეს გეტყვი: არსებობს ასეთი წამალი „ტრამალი“, ნარკომანს ლომკიდან გამოსვლაში ეხმარება. ცივილიზებულ სამყაროში, დაშვებულია, რომ ეს წამალი გაიყიდოს, რადგან ავადმყოფი ადამიანისთვის მისწრებაა, საქართველოში კი ნარკოტიკად ითვლება. აბა, ახლა მე გეკითხები, ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ ნარკომანმა თავი არ მოირჩინოს, „ტრამალი“ დეფიციტი იყოს და ნარკომანმა ჩალიჩი გააგრძელოს? პასუხი მარტივია, მე თუ „წამალს“ ვყიდი და ამით დიდ მაყუთს ვღუნავ, რა თქმა უნდა, „ტრამალს“ ავკრძალავ.

კაი ხნის წინათ, რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, თბილისის აეროპორტის პოლიციის უფროსი წერდა, „ტრამალთან“ დაკავშირებით გაგვარკვიეთო. აეროპორტში სხვა ქვეყნებიდან შემოდიან ადამიანები, რომელთაც უცხოეთის აეროპორტების აფთიაქებში შეიძინეს „ტრამალი“, რომელიც თბილისში ნარკოტიკია. იმ აეროპორტშივე მაინც დააწერინეთ, „ტრამალი“ საქართველოში ნარკოტიკიაო! „სუბოტექსსაც“ ავკრძალავ, აბა, რას ვიზამ? პატიოსანმა ფრანგებმა მოიგონეს უნივერსალური საშუალება, რომელიც მისწრებაა ლოთებისთვისაც და ნარკომანებისთვისაც. იქ რომ 8 ევრო ღირს, აქ 150 დოლარად ყიდიან ერთ აბს. შემოიტანოს მთავრობამ და მოარჩინოს ხალხი. დანაშაულს ვებრძვითო, ამბობენ. სად ის, რომ 150 დოლარი გაქვს საშოვნელი და სად ის, რომ მოგარჩენენ უფასოდ. ეს კი არა, გაქანებულები დასდევენ როგორც ნარკოტიკს და რატომ, იცი? იმიტომ, რომ გაიკეთონ ნარკომანებმა „წამალი“, არ გამოსწორდნენ... შენ აზრზე არ ხარ, ბარიგამ ჰეროინი რომ გაუშვას ისე, რომ „ძაღლები“ წილში არ ჰყავდეს ან თვითონ „ძაღლების“ „წამალი“ არ იყოს, ორ წუთში გააქრობენ.

– ერიჰა! – ხუმრობის ხალისი გაუქრა ფისოს.

– რა ერიჰა, ეგრეა! – თავის ნათქვამს ბეჭედი დაასვა რეზომ.

– შენ ხომ საბჭოთა ჯარში ავტომატით იდექი, „წითელ ღობეს“ გეძახდნენ, რამ გაგაძველბიჭა? – ცოტა აგრესიულად გამოუვიდა ფისოს.

– სიმართლის თქმა ძველბიჭობაა? – უემოციოდ დაუბრუნა კითხვა რეზომ.

ხომ ვიცოდი, რომ ფისოს ახირება მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, მაგრამ, რა მექნა, ფისოს გაბრაზებას ისევ რეზოს წყენინება მერჩივნა, თუმცა რეზო ნაწყენს არ ჰგავდა.

– ჰე, ქეიფს აღარ აგრძელებთ? – ვცადე სიტუაციის განმუხტვა.

– აბა, რას ვიზამთ, არა? – მიუტრიალდა რეზო ფისოს.

– აბა?!

– რა მამის მკვლელივით მიყურებ გოგო, რა იყო? – ისეთი ალალი თვალებით და ისეთი უბოროტო ღიმილით შეხედა რეზომ, მე ამიჩქარდა გული.

– ჩვეულებრივ გიყურებ. უბრალოდ, რა მაინტერესებს, იცი, შენ თქვი ავღანეთში ნარკოტიკების მეტი რა იყო, მაგრამ არ გავნარკომანებულვარო, აბა, აქ რაღა დაგეტაკა, იქ სხვანაირი შემადგენლობისა იყო თუ რა? ვერაფერი გავიგე... რამდენი ავღანეთში ნაომარი მინახავს და ყველა მაგას ამბობს. თუ ვინმემ რამე მაიმუნობა დაიწყო, ყველა აქ არის გაგიჟებული, – გააგრძელა ფისომ დაწყებული საუბარი.

– რა ვიცი. 18 წლის ბიჭი ვიყავი, ეგეთი რაღაცეების არაფერი გამეგებოდა, მერე კიდევ რაში მაინტერესებდა, მთავარია, იყო. დაბეჭდილს ზედ ეწერა „პაკისტანი”. მეთაურთან ვერ გაიკეთებდი, თორემ, ისე – იცოდა. ერთხელ შუაღამისას ოთხნი დაგვესხნენ აეროპორტის მხრიდან, თურმე, ჩვენს ყარაულს გაჩხერილს ეძინა. არა, კი არ ეძინა, ფხიზლად ვერ იყო, აკიმარებდა. ამ ამბის მერე მთელი ერთი კვირა არ გვეძინა; თუ ვინმეს დავინახავდით, არც ვკითხულობდით, ვინ იყო, ეგრევე ვაგორებდით, – რაღაცნაირი დანანებით თქვა რეზომ.

– მერე, ნერვები არ გედღლიზებოდათ? – ვერ დაიოკა ცნობისმოყვარეობა ფისომ.

– თავიდან რა მიგაძინებს, უბრალო ფაჩუნზე გეღვიძება, ეგრევე თვალებს აჭყეტ, მაგრამ მერე ეჩვევი და არაფერი აღარ განაღვლებს. ამ დროს ნერვები დაწყვეტილი გაქვს. ოფიცერზე გავიწიე ორჯერ, მუხლებს დაგიხვრეტ-მეთქი, მაგრამ იმას გულში წყენა არ გაუვლია. რა ვიცი, რაღაცნაირად ეჩვევი გარემოს თუ ბოროტდები, მაგრამ შენ თვითონ ვერ ხვდები... ომი უდიდესი ბოროტებაა, მაგრამ მაგარი რამეებიც ხდება, სუფთა ადამიანური...

– არ გადამრიო ახლა, არ მითხრა, ერთად ვიჩხირავდითო, – ლაპარაკის საღერღელს უშლის ფისო, და თვითონაც მთელი ინტერესითაა ჩაფლული რეზოს ავღანურ წარსულში.

– ერთ ღამეს მე ვიყავი ყარაულად და ერთი ავღანელი გავიცანი, ჭკუაზე ვერ იყო, ლომკაში ვარ, „ჩერბაკი“ მათხოვეო. ახლა მიდი და მოკალი ეს, გაჭირვებული კაცია, რა! არ ვათხოვე და ეგრე დავსაჯე.

– არ მითხრა ახლა, ჭიანჭველაზე ფეხი არ დამიდგამსო, – სიგარეტს სიგარეტზე ეწევა ორივე.

– „პერესტრელკების“ მეტი რა იყო, მაგრამ მე იმის მოყოლა არ შემიძლია, კინოსავით ეკრანზე თუ არ უყურებ, სხვანაირად არ გამოდის... ერთი გორებიანი ადგილია ყანდაღარისკენ მიმავალ გზაზე, „ზელიონკებს“ ვეძახდით, იქაც კაი დრო მაქვს ნატარები. ერთი კვირის განმავლობაში ვისროდით, მაგრამ, ვის და რას ვესროდით, არ ვიცი. მე იქ სულიერი არსება არ დამინახავს, მაგრამ იმას კი ვხედავდი, რომ ჩვენი ხალხი გვეხოცებოდა... ე, აბა, რა გითხრა, მოსაყოლის მეტი რა არის, მაგრამ ზოგს ვერ მოვყვები, ზოგის მოყოლა კი არც მინდა და არც შეიძლება, – ისევ რაღაც სხვანაირი სინანულით თქვა რეზომ.

– რატომ, ფიცი გაქვს დადებული? – არ ეშვება ფისო.

– გაანებე, გოგო, თავი! – საქმეში ვერთვები მე, მაგრამ, სიმართლე ითქვას, მეც მაგრად დავინტერესდი. დამაინტერესა ადამიანის სულის მოძრაობამ, როცა ომში ხარ, არ იცი, რა კაცი დგას შენ წინ და კლავ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გიბრძანეს.

– ფიცი ვისთან უნდა დამედო? ვერა, არა... – გაჯიქდა რეზო.

მიდი, ფისო, მიდი, მიაწექი, – ახლა უკვე ფისოს „ვბალეშიკობ“.

– მაინტერესებს, რა, გეხვეწები... – ლამის ყანყრატო გამოიგლიჯა ფისომ.

– კაი, ხათრი როგორ გაგიტეხო, შენ გარდა, ცოტა ოხერია? – რატომღაც გამხიარულდა რეზო.

მეგონა, რეზოს ვიცნობდი და, თურმე, არ მცნობია.

– აი, იმას გეტყვი... – წამოიწყო რეზომ, მაგრამ ვინ აცადა დამთავრება?!

– სულერთია! – შესძახა გახარებულმა ფისომ.

– დასახლებაში რომ შევდიოდით, სოფლის განაპირას ტიპი იდგა, თუ ცერი თითი მაღლა ჰქონდა აწეული და ნეკი დაბლა ჩამოშვებული, ესე იგი, პლანი იყო, თუ ამოტრიალებულად ეკავა ხელის მტევანი – გასაჩხერი. ეს ხომ აქ დგას და განიშნებს, ამ დროს სხვა ტიპს მიზანში ჰყავხარ ამოღებული და ლულას გაყოლებს საითაც წახვალ. თუ რომელიმე გინდოდა, გაუცვლიდი მანქანის ზეთში ან კონსერვებში, მაგრამ შუა კოლონიდან უნდა მიგეცა, თორემ, ბოლოში თუ მოგიხელთებდნენ, ვარიანტი არ იყო, ტყვედ აგიყვანდნენ... საკაიფო რა არის, იცი? ის ტიპი, რომელიც ლულას გაყოლებდა, არ გესროდა და რაღას „მარიაჟობდა“, ვერაფრით გავიგეთ.

– რამდენი ადამიანი მოკალი, თუ დაგითვლია? – მთლად გაივაკა ფისომ.

– თავიდან ყველა ითვლის, მაგრამ მერე აღარც გაინტერესებს და ვეღარც დაითვლი. იმდენად არაფრად გიღირს აღარც სიცოცხლე და აღარც სიკვდილი, რომ ყველაფერი ფეხებზე გკიდია. 24 კაცი მყავს მოკლული, ეს ნაღდი, რაც დავთვალე. ბრმად ნასროლი ტყვიით თუ ვინმე კვდებოდა, ეგ უკვე აღარ ვიცი... – ისევ ისე ალალად გაიღიმა რეზომ.

– ბიჭო, ავღანეთში შავგვრემანები მიჰყავდათ და შენ, ეს, ღია ფერის ბიჭი იქ რატომ მოხვდი? – გაოცებულმა ჰკითხა ფისომ.

– დედაჩემმა რომ მაგრად ჩააწყო საქმე...

– რა, ფულიც კი გადაიხადე, რომ ავღანეთში მოხვედრილიყავი? – გადაკისკისება უნდოდა ფისოს, მაგრამ აშკარად თავი შეიკავა.

– რას ამბობ, დედაჩემმა პირადად კომისართან ჩააწყო, რომ მოსკოვის სიახლოვეს მოვხვედრილიყავი სადმე. კი, თბილისიდან მოსკოვში გადაგვაფრინეს, ცოტა ხანს იქ ვიყავით, მაგრამ მერე, ჰაიდა, აშხაბადში გვიკრეს თავი. რუსულის გაგებაში არ ვიყავი და მაგრად ვიტანჯებოდი, მაგრამ იქ სხვებიც რომ შემოგვიერთეს, მაშინ მეშველა. სამ თვემდე აშხაბადში ვიყავით და პოლიგონზე ომობანას გვათამაშებდნენ. „კამანდირ ვზვოდა“ გვყავდა ერთი დამპალი კაცი, გვარად ბაბაშევი. ვერ გვიტანდა ეს კაცი. ჩვენ, ოთხი ქართველი და რუსი იგორა, არ ვემორჩილებოდით ჯარში გამეფებულ წესრიგს და მუდმივად გაწევ-გამოწევა გვქონდა. ერთხელ მძინარე მომიხელთა და თავში ტაბურეტი მგლიჯა, კაი ხანს თავშეხვეული დავდიოდი.

ერთ დღეს ბაბაშევმა თავისთან დაგვიძახა ხუთივეს, მაგიდაზე ორი ბოთლი არაყი და მისაყოლებელი დაგვიდო, ალალად თვალცრემლიანმა გულში ჩაგვიკრა სათითაოდ, თავს გაუფრთხილდით, ბიჭებო, შეიძლება, იქიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდეთო. ნეტა, ვინ უსმენდა იმის ლაპარაკს, ერთი სული გვქონდა სასმელს დანატრებულ უწვერულვაშო ბიჭებს, ბაბაშევის მოძღვნილი „პშენიჩნაია ვოდკა“ დაგველია.

დილის 5 საათზე ოფიციალური „ტრევოგა“ გააკეთეს. ჰაიდა, პლაცზე! მე, ნუგო, გივი, გია და იგორა კუშკაზე აღმოვჩნდით, დახურულ სამხედრო ქალაქში, სადაც საშვის გარეშე არ უშვებდნენ, რადგან ლამის საზღვარზე იყო. კილომეტრ-ნახევარში უკვე ავღანელები იდგნენ. ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, სად ვიმყოფებოდით და საით მივდიოდით. არავინ არაფერს გვეუბნებოდა, ცხვრებივით გვერეკებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ერთ დღეს შეგვყარეს სატვირთო მანქანებზე და... რა „პრავა!“ რულის ტრიალი შეგიძლია? მაშინ, დაჯე! მე რა მანქანის ტარება ვიცოდი, მაგრამ დიდი სიხარულით გავიჭიმე კაბინაში. ვიფიქრე, ამ ტრიალ მინდორში ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერაფერს შევასკდები და ტარებას მაინც ვისწავლი-მეთქი. გვერდზე ოფიცერი მომიჯდა. დაგვტვირთეს – ზოგი იარაღით, ზოგი კონსერვებით და რაღაცეებით და „вперед“!

– ძალიან ბევრნი იყავით? – ყველაფერი აინტერესებს ფისოს.

– ასი მანქანა მაინც ვიქნებოდით კოლონაში. წინ „ვერტალიოტი“ მიფრინავდა, მიდამოს ზვერავდა ციდან, ხმელეთზე კიდევ „ბეტეერი“ მიგვიძღვოდა, მერე – „სვიაზი“, მერე – ჩვენ და ბოლოში – ისევ „სვიაზი”. ყოველი 5-6 მანქანის შემდეგ „ბეტეერი“ და „კამაზი“ მიდიოდა. „კამაზზე“ „ზენიტკები“ იდგა, რომლებსაც ორ-ორი ლულა ჰქონდა. მაგისი მაგრად ეშინოდათ ავღანელებს... გოგო, ძალიან რომ მალაპარაკებ და ამბებს მაყოლებ, გესმის კი, რასაც ვყვები? – უცბად მოუხია რეზომ ფისოს.

– რატომ, რა, შტერი ვარ? – იწყინა ფისომ.

– ეგ ვინ გაკადრა, მაგრამ ზოგიერთი ისეთი სიტყვაა, სუფთა ჯარისკაცული, შენ საიდან უნდა იცოდე, მე კიდევ, ქართულად და კულტურულად რა ჰქვია, არ ვიცი, – შეწუხდა რეზო.

– მიდი, კაცო! შენ მოყევი, მე ძალიან კარგად ვიცი. მე, რა, საბჭოთა მოქალაქე არ ვიყავი? სკოლაში სამხედროს ისე გაძლიერებულად გვასწავლიდნენ, თან რუსულად, რომ ძალიან კარგად მესმის, – ჩამოუყალიბა ფისომ.

– ჰოდა, სადაც დაგვიღამდებოდა, იქ წრეს ვაკეთებდით და კარვებს ისე ვდგამდით, ყველა მხარეს რომ გვეცქირა, შუაში კიდევ სამოძრაო ადგილი იყო.

ერთ დღეს კოლონაში მესამე მანქანა აფეთქდა. გადმოვხტით ყველანი და საბრძოლველად მოვემზადეთ, არადა, კაცის ჭაჭანება არაა. მალევე გამოირკვა, რომ ნაღმზე აფეთქებულა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ, სადაც პირველი მანქანა გაივლიდა, ზუსტად იმის კვალში უნდა გაგვევლო, ოდნავი გადახვევა არ შეიძლებოდა. ეს ჩვენი „კამაზი“, ჰაერში რომ აიწია, სულ ნაწილებად დაიშალა. ვეღარ გაარჩევდი, რომელი ნაწილი იყო მანქანის და რომელი – ტვირთისა და ადამიანების. სისხლი ისე იყო ტვინში არეული და გასხმული რომ... კარგა ხანს ადამიანი არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ დასახლებაში ვიყავით. რას დავინახავდით, იმათთან აშკარა მტრობა არ გვქონდა. უზბეკები და ეგეთი ჯიშის ხალხი ხომ გვყავდა და იმათი საშუალებით ვაგებინებდით ერთმანეთს, მაგრამ ღამით იმათი ნდობაც არ შეიძლებოდა.

– დღისით თუ „მეგობრობდით“, ღამით რა, წყალი ამოსდიოდათ? – უკვირს ფისოს.

– წყალი კი არა!.. იცი, როგორ მსჯელობდნენ? თქვენ ქრისტიანები ხართ, ესე იგი, ცუდები ხართ, ამას გარდა, კომუნისტებიც რომ ხართ, უკვე ძალიან ცუდები ხართო.

– კაცო, ის უზბეკები და ტაჯიკები, თუ ვინც იყვნენ, ისინი ხომ ქრისტიანები არ იყვნენ?

– იმათ კიდევ ის დანაშაული ჰქონდათ, რომ, რადგან საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, ესე იგი, კომუნისტები იყვნენ, – დაუზუსტა რეზომ.

– რა ყველას ვძულდით კომუნისტობის გამო, არადა, რა გვეკომუნისტებოდა...

– ავღანეთიც ხომ ორად იყო გაყოფილი. ერთი ვითომ საბჭოთა კავშირის მხარეს იყო, მაგრამ შებინდებულზე ან მოფარებულ ადგილში, ისიც ჩვენი მკვლელი იყო. აღარც კი მახსოვს, ყიშლაყებში რამდენჯერ მოვხვდი ბრძოლაში. ეს შობელძაღლები მიწის ქვეშ ცხოვრობენ თხუნელებივით, ვერ გაიგებ, რამდენი საცხოვრებელია და სად რა ხვრელი გადის. მიწის ქვემოდან გესვრის ვიღაც და ისე გაქრება, ვერ გაიგებ, სად ჩაძვრა. ხანდახან ჩვენც ჩავძვრებოდით ხოლმე, მაგრამ ჯერ „ლიმონკას“ ჩავაგდებდით და მერე შევყვებოდით. ერთი „ლიმონკა“ ყოველთვის ჩვენთვის გვქონდა დატოვებული, რომ ეგრევე თავი აგვეფეთქებინა. იმათთან ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი სჯობდა...

– წამების გეშინოდათ?

– აბა, როგორ?! ერთი ტყვია გულზე მქონდა ჩამოკიდებული ჯვრის ნაცვლად.

– რანაირად აწამებდნენ ტყვეებს, არ იცი? – ჩაეკითხა ფისო.

– იმათი ფანტაზიისა მე რა ვიცი, მაგრამ ჩვენი ფანტაზიები რომ უსაზღვრო იყო, ეს კი ვიცი. ტყვეებს წამებით ვხდიდით სულს, ოღონდ ისე, რომ ოფიცერს არ გაეგო. განა არ იცოდა, მაგრამ გაგვერიდებოდა და ამ გაბოროტებულ ხალხს შეგვრჩებოდა ხელში საწამებელი მასალა. გამწარებულები ვიყავით... როგორია, როცა იცი, რას უშვრებიან შენიანს ან შენ თუ ჩაგიგდეს ხელში, რას გიზამენ. ომში ყველაფერი „მოსულია“... აბა, გამწარებული კაცების ბატალიონი ანგელოზების ბატალიონად სად გადაქცეულა, მითხარი?..

– ძალიან სცემდით? – ზიზღნარევი სახით ჰკითხა ფისომ.

– რაო? არა, კაცო! რა ცემა, რის ცემა! ცემა ხომ ბაირამობაა... რა ვიცი, ხან ყურებს დავაჭრიდით, ხან თითებს, ხან – რას და ხან რას, ვისაც რა ფანტაზია მოუვიდოდა. ბოლოს ცხვირში გრძელ ჯოხს ვუყოფდით, ერთი ჩარტყმა უნდოდა და ჰაიდა ტვინში, ამით მთავრდებოდა წამება. განა, ტყვიას პირდაპირ ვერ მიაჭედებდი, მაგრამ, ვითომ რატომ უნდა გაგვემეტებინა ტყვია? თანაც, პირდაპირ მოკვლას რა აზრი ჰქონდა, ვერც გაერთობოდი და ვერც ბოღმას ამოუშვებდი...

– ქალები არ შეგხვედრია?

ერთი ამ მაწაკ ფისუნიას დამიხედეთ, ნახე, რა აინტერესებს?!

– კი. ჩამოფარებული აქვთ სახეზე. შეგვხვედრიან, მაგრამ – მეომრები არა. დაგვიხოცია კიდეც, მაგრამ ბოროტებით კი არა, აუცილებლობის გამო. ხანდახან ისეთ უადგილო ადგილზე შეგვეფეთებოდნენ, რომ სხვა გზა არ იყო, ცოცხლად რომ გაგვეშვა, ცოტა ხანში მთელ კოლონას ააფეთქებდნენ.

– მერე? – ფისო ამას უკვე აღარ ელოდა რეზოსგან.

– რა მერე! ჩვენ იქ არც საკუთარი ქალები გვყავდა და არც პედერასტები. თუ შესაძლებელი იყო, დავიჭერდით და ყველანი რომ გადავუვლიდით, მერე ვკლავდით.

– დედა! – აღმოხდა ფისოს.

– რა დედა! თავს ვაჭრიდით და ვმარხავდით, თავისიანებს მალევე რომ არ ენახათ, თორემ იმის დამარხვის დარდი ვის ჰქონდა... აბა, რა გვექნა? ომმა ქალი-მალი, ბებერი და ბავშვი არ იცის. ყველა ისინი შესაფერის მომენტში იმავეს გვიზამდნენ. ბავშვი და ბებერი უძახე შენ და, დანას ისე ისროდნენ, ასიანი მოკვდებოდი. ბავშვები უფრო ჩათლახები იყვნენ... ომს ისეთი დაუწერელი კანონები აქვს, რომც გინდოდეს, ვერ ჩამოთვლი და ვერ ჩამოაყალიბებ... იყო შემთხვევები, რომ მეთაური გზის რაღაც მონაკვეთის უპრობლემოდ გასავლელად მაზუთს ან ტყვია-წამალს ჩუქნიდა.

– ვის ჩუქნიდა ტყვია-წამალს, კაცო? – ლამის სკამიდან გადმოვარდა თვალებდაჭყეტილი ფისო.

– ვის და – დუშმანებს.

– რაო? თქვენვე არ გესროდნენ?

– შენ რა საბჭოთა გენერალივით მელაპარაკები, გოგო! მაშ, რა უნდა ექნა, როცა სხვა შანსი არ იყო? სხვანაირად ერთი მანქანაც ვერ მიაღწევდა ბოლომდე, თანაც, მეთაურს მაგრად მოხვდებოდა, თუ ცოცხალი გადარჩებოდა. ეს ამბავი საიდუმლოდ რჩებოდა. ხმას ვინ და რატომ ამოიღებდა?.. რაც იქ ბიჭები დაიღუპნენ, ერთი იმდენი გამოსვლისას დაიღუპა. მერე რა, რომ მათ ტერიტორიას ვტოვებდით, ისინი ჩვენზე მეტად იყვნენ გამწარებულები. ხალხი თავისთვის ცხოვრობდა. ჩვენ შევუცვივდით და ვუხოცავდით მშობლებს, შვილებს, და-ძმებს... ჩვენ ხომ შავ დღეში გვაგდებდნენ, მაგრამ ისინი თავის სამშობლოს იცავდნენ და რაში გავამტყუნო...

– შენც კაი ნატანჯი ყოფილხარ და რატომ არ ვიცოდი? – თანაგრძნობით უყურებდა ფისო.

– არ მიყვარს ამ ამბების გახსენება და იმიტომ, არც არავისთან მომიყოლია, პირველი ადამიანი ხარ... ალბათ, სასმელმა ამალაპარაკა, მაგრამ, არა, შენ ამალაპარაკე, თორემ, რა, აქამდე არ დამილევია ან არავის უკითხავს ავღანეთის ამბები? ეს ლაპარაკი იმას მოჰყვა, რომ თავის მართლება მინდოდა. მე ნარკომანი არ ვარ! თუ შევატყობ, რომ ძალიან გავუბერე, წავალ და, ბოლოს და ბოლოს, თავს თუ ჩემით ვეღარ მოვერიე, ვიმკურნალებ, მაგრამ ტვინზე როგორღა ვიმკურნალო, ვინ გამომიბერტყავს ტვინიდან იმას, რაც ჩემს მეხსიერებაშია ჩაჭედილი...

– აღარ უნდა იფიქრო წარსულზე, თავს ძალა უნდა დაატანო...

– არ გამოდის. საწოლში რომ ვწვები, ფიქრები მტანჯ­ავს... ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მძინარე ყვირილით წამოვხტებოდი ხოლმე, ჩემი ჭკუით ისევ ავღანეთში ვიყავი. ვერ მაღვიძებდნენ ისე მეძინა, მაგრამ ტანსაცმელს წამში ვიცვამდი და სადღაც გავრბოდი. ჩვევად დამრჩა ისიც, რომ თავქვეშ დანა ყოველთვის მიდევს.

– კაცო, იარაღი დაიდე, – სცადა გახუმრება ფისომ.

– ღამით დანას ვარ მიჩვეული, დანა უხმაუროა...

– ე, რეზო, რეზო, შენც კაი „პასაჟირი“ ყოფილხარ, – მხარზე ხელი მოუთათუნა ფისომ და სააბაზანოსკენ გაუხვია.

* * *

– ფისო, რა გამობლეტილი ხარ, წუხელ არ გეძინა?

– გვიან დავიძინე და ახლა, მთელი დღე თავმოჭრილი ქათამივით აქეთ-იქით უნდა ვენარცხო.

– რას აკეთებდი, რო?

– რაღაც მაგარი ეროტიკული ფილმი იყო და ვეღარ მოვწყდი.

– რამ დაგაშტერა ამხელა ქალი...

– რა შუაშია დაშტერება, ჩვეულებრივი ეროტიკა იყო, პორნოგრაფია კი არა, ან „პარნუხა“ რომ იყოს, რა არის, რო?

– ბებერი ქალის ახვინტრიცება არ გამიგია...

– ჯერ ერთი, ბებერი თავი გაბია, და მეორე, პორნოგრაფია სწორედ ასაკოვანი ხალხისთვისაა, რომ ვეღარ ქაჩავენ და აღსაგზნებად რამე სტიმულის მიმცემი სჭირდებათ.

– კაი, გოგო, რა მოგივიდა, გეხუმრები.

– იხუმრე, იხუმრე, რა გენაღვლება.

– აუ, ფისო, რა გამახსენდა! ლენინგრადში რომ აგვაგდეს, ერთი ბაითიდან ფულს და ოქროულობას პორნოჟურნალიც გავაყოლეთ. რა ჩემ ფეხებად გვინდოდა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით, და თვალი მოგვტაცა. სასამართლოზე, ჩამონათვალში რაღაცეები ეწერა შეფასებებიანად, მათ შორის იყო – „პარიკი 120 მანეთი”. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ გავიგიჟე თავი, რა პარიკი, რის პარიკი-მეთქი! ქალი იქით გიჟდება, რას ჰქვია, არ იყო, 120 მანეთი მქონდა მიცემულიო. ჩემი ადვოკატიც თავს იკლავს, პარიკი ამას არ მოუპარავს, რატომ ატენისო. რუსის წაკლამ პორნოჟურნალიც არ მიანგარიშა? ვკაიფობდი იმ ქალის წრიპინზე, პორნოჟურნალის მაგივრად, „პარიკიო“, რომ გაჰკიოდა. ეს წაკლა ცალკე მიშლიდა ნერვებს და პროკურორი – ცალკე. სასიამოვნო, წვრილფეხება, ახალგაზრდა ნაშოჩკა იყო და ფეხებს ისე ამარიაჟებდა ლამის დედა ვაგინე... ფისო, რატომ ამარიაჟებთ ქალები ფეხებს?

– მე არ ვამარიაჟებ და სხვისი არ ვიცი. ალბათ, ვისაც კარგი ფეხები აქვს ის ამარიაჟებს.

ვიცი, ფისო ბრაზდება სხვა ქალის ხსენებაზე, მაგრამ სიტყვას მოჰყვა რა! ისეთმა გაბუზღულმა შემომხედა, შემეცოდა.

– შენ გგონია, ცუდი ფეხები გაქვს? – შევეცადე შემერბილებინა ნათქვამი.

– მე შენზე კარგად ვიცი, რაც მაქვს და როგორი, მაგრამ სულ შარვალი მაცვია და რა გამოვაჩინო, შარვლის ტოტები ავიწიო თუ ხვანჯარი გავიხსნა? – არ დამრჩა ვალში ფისო.

– კაი რა, ფისო, რა ყველაფერზე ილეწები... ჰოდა, კაიფი ის იყო, რომ „კანვოი“ მეგრელი იყო და იმას ვაბამდი, ჩემზე უთხარი, კაი ბიჭია, ძალიან არ გაახუროს-მეთქი. რას ამბობ, ორი მეგრელი კაცი ერთმანეთს ლენინგრადში გადავეყარეთ და რა დიდი ამბავი უნდოდა ჩვენს დროებით დამეგობრებას. ისე, მართლა არ გაუხურებია პროკურორს. ასეა მეგრული სოლიდარობა!

იქიდან პირდაპირ „ტრიცატკაზე“ გამიშვეს. „ძაღლებმა“ ხომ იციან, რომ ეს ყველაზე ჩათლახი ზონაა და, ვინც არ ევასებოდათ, ანუ იმათ ენაზე „წესრიგის დამრღვევებს“, იქ უშვებდნენ.

ძიებაზე კამერის კარის „ვალჩოკი“ შუშისაა. ჩვენ გვაწყობს, რომ შუშა არ იყოს, ამიტომ მუდმივად ვამტვრევთ, სიგარეტის შემომგდები კი ყოველთვის მოიძებნება. ჩამტვრევას დიდი ამბავი არ უნდა – ქაღალდს დაახვევ, ცეცხლს მოუკიდებ, შუშას გააცხელებ, მერე წყალს შეასხამ და მორჩა. მოკლედ, სულ ვამტვრევდით. ერთხელაც ჩამოიარა რეჟიმის უფროსმა და განაცხადა, ახლა ჩავაყენებთ შუშებს, თუ ისევ გატეხავთ, აი, აქედან დავიწყებთ, ჩაგსვამთო და ხელი ჩემი ნარისკენ გამოიშვირა. წავიდა ახვარი და რა, თქმა უნდა, შუშა ისევ ჩატყდა. მიმარჭეს ათი სუტკა. რადგან მისჯილი ჯერ არ მქონდა, თხუთმეტი სუტკა ვერ მომცეს. იჯექი ბეტონის კედლებში და იფხანე... რაც გამიკვირდა ის იყო, რომ საჭმელს ყოველდღე მაჭმევდნენ. პირველ დღეს რომ შევჭამე და ბალანდიორმა კარმუშკა გააღო, მივუგდე მისკა: Второго не будешь? ტიპს გაუკვირდა: Как не буду! შე ჩემა, მაიტა აქა! არასდროს დამავიწყდება ერთი ტიპი, „ძაღლი“, რა სჭირდა, რა სიკეთის ქოთანი უსკდებოდა, არ ვიცი. თავის მორიგეობაზე ჩამოივლიდა და ყველა კამერაში ერთ ღერ „პამირს“ და ორ ღერ ასანთს აგდებდა. ეგეთი რამე რუსეთში ყოვლად წარმოუდგენელი მოვლენა იყო.

– რატომაა წარმოუდგენელი, რუსი, რა, არ შეიძლება, კეთილი იყოს?

– კეთილი შეიძლება იყოს, მაგრამ იმდენად კანონის მორჩილები არიან, რომ ასეთ რამეს არ გააკეთებს, კანონს არ დაარღვევს.

როგორც გითხარი, „ტრიცატკა“ მაგარი ჩათლახი ზონა იყო, ჰოდა, ძველი ქურდული ტრადიცია ამბობს, რომ, როცა ზონა ასეთი ჩამპალია, ერთ-ერთი გამოსავალია მისი დაწვა. დედა ვუტირე! რომ აბრიალდება, ატყდება ერთი რია-რია. მოახსენებენ მოსკოვს. იქიდან ვინმე ბობოლა ჩამოვა და შეიძლება ოდნავ უკეთესობისკენ შეიცვალოს რამე, ანდა იმ დონემდე მაინც მიიყვანონ, როგორც სინამდვილეში უნდა იყოს. ერთი ფუფლამიოტი იყო, წაგებულის გადახდა არ შეეძლო, „ნაშადაც“ არ გამოდგებოდა, ამიტომ გარასხოდების პონტში გავაგზავნეთ და ცეხი დავაწვევინეთ. ბარაკის დაწვა არ შეიძლებოდა, ვაითუ, კაი ბიჭებიც დამწვარიყვნენ. ერთი კვირა მაინც დავისვენეთ, მაგრამ მერე ამ ნაბოზარმა ჩაგვიშვა და ასე მოვხვდი „ასობი“ რეჟიმში. ვიყავი კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ერთი თვე დამტოვეს, მაგრამ ჩემს საქმეს რომ გაეცნენ, იქიდან მომიშორეს და გამაგზავნეს არა იმ ზონაში, სადაც საქართველოდან ჩემნაირ პატიმრებს უშვებდნენ, არამედ სადღაც მოუსავლეთში.

მთელ საბჭოთა კავშირში შემოიღეს იზოლატორებში საჭმლის მიცემა, მაგრამ ესეც არ შეგვეხო. სათავეში გორბაჩოვი რომ მოვიდა, შინაგან საქმეთა მინისტრად ბაკატინი დანიშნა. გაიმართა პრესკონფერენცია. უცხოელი ჟურნალისტი ეკითხება: მართალია, რომ თქვენთან პატიმრებს შიმშილით ტანჯავენ? „день лётный - день не лётный“? იზოლატორში ერთ დღეს ერქვა მშიერი დღე, მეორეს – მაძღარი. ბაკატინმა ეს რომ მოისმინა, განაცხადა: სამი თვეა, რაც ამ თანამდებობაზე ვარ, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ თუ ეს ნამდვილად ასეა, პირობას ვიძლევი და მთელი მსოფლიო მისმენს – ასე აღარ იქნება. ნაღდად გამოსცა ბრძანება და იზოლატორში ყოველდღიური ჭამა შემოიღეს. გადის ორი თვე. ეტაპები მიდი-მოდიან, წერილები მოძრაობს. ეს ჩემისა, „ნაჩალნიკი“, მაინც თავისაზე დგას და არ გვაჭმევს. ბაკატინის ბრძანების გამო კინაღამ ინფარქტმა დაარტყა, ისეთ დღეში ჩავარდა. მოწოდებით იყო მტანჯველი, რადგან შინაგანი სიძულვილი და ზიზღი ჰქონდა პატიმრების მიმართ, მაგრამ თუ გუნებაზე არ იყო – ყველას მიმართ. ისეთი დაცურებული ჰქონდა შიფერი, რომ თავის ოფიცრებსაც წიხლებს ურტყამდა.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3