კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იყენებდა „კაგებე“ სიკვდილმისჯილ პატიმრებს თავისი შავბნელი მიზნებისთვის


ჯერ კიდევ კომუნისტების ზეობის პერიოდში იყო ცნობილი, რომ საბჭ­ოთა უშიშროება აქტიურად იყენებდა კრიმინალებს თავის საქმიანობაში. მერე კი, რაც ვინმე იური სემაკი დასავლეთ ბერლინში გაიქცა და ფედერაციული გერმანიის უშიშროების ორგანოებს ჩაბარდა, „კაგებეს“ დანაშაულებრივი კავშირი ბოროტმოქმედებთან მთელ მსოფლიოს ეუწყა...

საზარბაზნე ხორცი

1969 წლის 4 იანვარს რუსეთის ქალაქ სარატოვში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 28 წლის საგზაო ინჟინერმა, იური სემაკმა 8 ადამიანი მხეცურად მოკლა. სემაკი ეჭ­ვიანობის ნიადაგზე მოქმედებდა და ქვრივი მამაკაცის, 36 წლის ანტონ ზავიალოვის სახ­ლში შეიპარა, სადაც თავისი მოღალატე ცოლი ეგულებოდა. ჯერ ორივეს ყელი გამოჭ­რა ხანჯ­ლით, მერე სათითაოდ ცულით აჩეხა, ბოლოს კი გამძვინვარებულმა სემაკმა სიცოცხ­ლეს გამოასალმა ზავიალოვის მოხ­უცი დედ-მამა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც ეძინათ... მკვლელი გაასამართლეს, დახ­ვრეტა მიუსაჯ­ეს და ქალაქ ნოვოჩერკასკის ციხ­ეში გადააგზავნეს განაჩენის აღსასრულებლად. თუმცა, 30 მარტს სემაკს პოლკოვნიკი პავლე კასატკინი ეწვია ერთადგილიან საკანში და უთხ­რა:

– მე მქვია პავლე საველის ძე კასატკინი. თქვენ კი, შეგიძლიათ, საველიჩი დამიძახ­ოთ. მე ვარ უშიშროების პოლკოვნიკი და აქ იმიტომ მოვედი, რომ გადარჩენის შანსი მოგცეთ.

– სანაცვლოდ, ალბათ, საშინელი სისაძაგლის ჩადენას შემომთავაზებთ, – სიტყვა ჩაუჭ­რა სიკვდილმისჯ­ილმა სტუმარს.

– თქვენს ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად არ ვილაპარაკებდი ასე.

– რა უნდა გავაკეთო, რომ არ დამხ­ვრიტონ?

– თქვენ, ყველა შემთხ­ვევაში დაგხ­ვრეტენ, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, – ჩაეცინა პოლკოვნიკს, – ისე კი, ჩვენს ბაზაზე იცხ­ოვრებთ, გაიწვრთნებით და თუ ზუსტად იმას შეასრულებთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ.

იმავე საღამოს, პოლკოვნიკმა კასატკინმა, სემაკი ირკუტსკის მახ­ლობლად მდებარე „კაგებეს“ საიდუმლო ბაზაზე ჩაიყვანა, სადაც თავზეხ­ელაღებულ ტერორისტებს წვრთნიდნენ. გაზეთებში კი ცნობა გამოქვეყნდა, რომ 8 ადამიანის მკვლელი, იური სემაკი დახ­ვრიტეს. ცნობა დახ­ვრეტის შესახ­ებ მიუვიდა სემაკის დედ-მამასაც, რომლებიც ქალაქ სარატოვში ცხოვრობდნენ...

ცნობა სემაკის დახ­ვრეტის შესახ­ებ 1969 წლის 31 მარტს გავრცელდა, ხოლო 1 აპრილიდან კი, ირკუტსკის საიდუმლო ბაზაზე სემაკის ინტენსიური წვრთნა დაიწყო. 28 წლის სემაკს „კაგებეს“ ინსტრუქტორები ცივი და ცეცხ­ლსასროლი იარაღის ხმარებას და აფეთქებებს ასწავლიდნენ. ამავდროულად ფიზიკურადაც ავარჯ­იშებდნენ და ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედებას ასწავლიდნენ. ასე გაგრძელდა 9 თვე და 31 დეკემბერს, მას პოლკოვნიკი ზავიალოვი ეწვია:

– ყოჩაღ, სემაკ, ბრწყინვალე შედეგები გაქვთ და ინსტრუქტორები გამორჩეულად გაქებენ. ორი კვირა დაისვენეთ. მერე კი, პირველ დავალებაზე გაგიშვებთ.

პოლკოვნიკი იტყუებოდა, რადგან სემაკი, ისევე როგორც სხვა მისი მსგავსი ერთჯ­ერადი საზარბაზნე ხორცი იყო და დავალების შესრულების დროს უნდა განადგურებულიყო თავადაც. თუმცა, სემაკმა ეს არ იცოდა და ორი კვირის მერე ბრწყინვალედ მომზადებული სემაკი ჩრდილოეთ ვიეტნამში გადაისროლეს, პოლკოვნიკ ნგუენ-ნგუენის მოსაკლავად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნიდა წითლებს და მისი პარტიზანული რაზმი ბუზებივით ხოცავდა რჩეულ საბჭ­ოთა და ვიეტნამელ სპეცმეომრებს.

ნგუენ-ნგუენის ლიკვიდაციის ოპერაციის კოდური სახ­ელწოდება იყო „მიზანი“, რომლის თანახმადაც სემაკი ხოენანის ტბასთან უნდა მისულიყო, ნგუენ-ნგუენის კოორდინატები გადაეცა ცენტრისთვის. შემდეგ კი იმ კვადრატს საბჭ­ოთა გამანადგურებლები მიწასთან გაასწორებდნენ... მართალია, სემაკს სნაიპერული შაშხ­ანა და სხვა საბრძოლო აღჭ­ურვილობაც ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი მისი ყურადღების მოსადუნებლად იყო მოწყობილი. თუმცა, მოხ­და სასწაული და სემაკმა ჯერ ხ­ოენანის ტბასთან მიაგნო ნგუენ-ნგუენს, მერე კი მოკლა და მის რაზმს მარტო შეებრძოლა. მისი ბედი, რომ გადამცემი გაუფუჭ­და და ცენტრს ვერაფერი შეატყობინა, რადგან დაბომბვაში ვერ გადარჩებოდა. ერთი სიტყვით, სემაკმა დავალება შეასრულა, ნგუენ-ნგუენი მოკლა. რაც ყველაზე დაუჯ­ერებელი იყო, უვნებლად გამოვიდა ჯუნგლებიდან და 200 კილომეტრით დაშორებულ შტაბში დაბრუნდა... სწორედ იქ განვითარდა მთავარი მოვლენები. სემაკმა ერთ-ერთი ოფიცრისგან შეიტყო, რომ მისი ცოცხ­ლად გადარჩენა არ იგეგმებოდა. მაშინ, სემაკმა ჯერ ექვსი საბჭ­ოთა ოფიცერი მოკლა. ბოლოს კი, პოლკოვნიკი კასატკინი გაიტაცა და ამერიკელებს მიუყვანა. თავად კი გაიქცა, ევროპაში ჩააღწია და გერმანელებს ჩაჰბარდა...

სემაკი მაინც ვერ გადაურჩა შურისძიებას და მექსიკის კურორტ აკაპულკოზე, 1979 წელს მოკლეს...


скачать dle 11.3