კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1994 წლის 14 ნოემბერს, დილით. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მექნება ჰარმონიული თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის, სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობისთვის მისაღებია: მორიელის, თხის რქის, კირჩხიბის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, სასწრაფო დახმარება, სტომატოლოგია, რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, ქირურგია; არატრადიციული მედიცინიდან – ფიტოთერაპია, ექსტრასენსორიკა და ჰომეოპათია. ასევე, მაკონტროლებელი ორგანოები – კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები; აგრეთვე, პედაგოგიკა, ტექნიკა-მექანიკა.

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 8 მარტს. რომელი ქვის ტარებას მირჩევთ წარმატების ადვილად მისაღწევად?

პასუხი: თქვენთვის ასტროლოგიური ქვებიდან კარგია: ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი, ალექსანდრიტი, მარგალიტი, ზურმუხტი, აქატი და მალაქიტი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1986 წლის 27 ნოემბერს. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კოსმიური მისიაა ის, რომ გამოავლინოს ისეთი თვისებები, როგორიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, შრომისუნარიანობა. უნდა შეძლოს ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების წარმოჩენა, ასევე, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. უნდა იყოს კომუნიკაბელური, კეთილშობილი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. ნუ გათქვამს საკუთარ საიდუმლოს. ჯერ ნაბიჯი გადადგას და შემდეგ თქვას. ეს ყოველივე მისთვის წარმატების მომტანია სამომავლოდ.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 18 დეკემბერს, დილის საათებში. თუ არის ჩემთვის მისაღები უცხოეთთან კონტაქტი და კერძოდ, რომელი ქვეყანაა სასურველი?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია სწორედ რომ უცხოეთთან კონტაქტია. შეგიძლიათ, ხანგრძლივი დროით გაემგზავროთ იქ, ან თუ ამის საშუალება არ გაქვთ, სამშობლოში იმუშაოთ უცხოურ ფირმაში. ქვეყნებიდან კარგია: ავსტრალია, სერბეთი, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ტაილანდი, ფილიპინები, პანამა, ტაიტის კუნძულები, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, კუნძული შრი-ლანკა, ფინეთი, ურუგვაი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთის მხარე, იტალიიდან კარგია ვენეცია, ასევე, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 15 მარტს, დილის 9 საათიდან 10 საათამდე. გთხოვთ, მითხრათ, რომელი პროფესიაა ჩემთვის მეტად წარმატებული?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო, რეჟისურა, დრამატურგია, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და მობილური ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.


скачать dle 11.3