კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპატიო აკრძალვები

ლაპარაკია, რელიგიურ აკრძალვებზე, რომლებიც მორწმუნე ადამიანისთვის კანონის ტოლფასია. ასევე, ტრადიციებზე, რომელთა შესრულება ასევე აუცილებლობასთან არის გაიგივებული. რა ეკრძალება მუსლიმანს? – ღორის და ყველანაირი მტაცებელი ფრინველისა და ცხოველის ხორცის ჭამა; ღვინის დალევა; ასევე, თრობა ნარკოტიკით; ქალის შიშველი სხეულის ყურება (გამონაკლისია ხელის მტევნები და სახე); აბანოში სიარული (იგულისხმება საერთო ნომრებზე); შორტებით სიარული; აზარტული თამაშები; ფულის პროცენტით გასესხება; აბრეშუმის, ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის, ასევე, ოქროულის ტარება; წარბების ამოქნა; ორმოც დღეში ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა გაიპარსოს იღლიები ქალმაც და კაცმაც – ის, ვინც ამას არ აკეთებს, ცოდვილია; მიბაძოს და განასახიეროს სხვა ადამიანები; გააიდეალოს და გააფეტიშოს ცოცხალი არსება; მარტო დარჩეს ქალთან, რომელიც არ არის  მისი ოჯახის წევრი ან მეუღლე; იშვილოს სხვისი ბავშვი. მუჰამედის ბრძანებით, მორწმუნეს არ შეიძლება ჰყავდეს სხვა შვილი, თუ არა მისი სისხლი და ხორცი; ისლამი კრძალავს განქორწინებული ქალის ცოლად მოყვანასაც. მორწმუნეს სახლში ცხოველის ყოლის უფლებაც არ აქვს.

ქალები ისლამში განსაკუთრებული ფენომენია:

1. გოგონა ოჯახისგან მემკვიდრეობას იღებს, მაგრამ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ბიჭი.

2. ქალის გათხოვება ათი წლის ასაკშიც შეიძლება. თუმცა, ზოგიერთ ისლამურ ქვეყვანაში, მთავრობა ამას ეწინააღმდეგება და ასაკობრივ ზღვარს ორი წლით ზემოთ სწევს. ცხრა წლის გოგონას დაპატიმრება და დასჯაც შეიძლება, ორგულობის დამტკიცების შემთხვევაში. მუსლიმანურ სამყაროში 15 წლის გოგონა უკვე სრულწლოვანია.

3. ცოლს არ აქვს უფლება, ქმრის თანდასწრებით ხმას აუწიოს ან სცემოს ქმარს. ქმარს აქვს ცოლის ცემის უფლება, მაგრამ არ უნდა დაარტყას სახის მიდამოებში – ეს წინასწარმეტყველის კანონია.

4. ქალი ქმრის თანხლების გარეშე ქუჩაში ვერ გამოვა. ვერ იმუშავებს და ვერ ისწავლის ქმრის ნებართვის გარეშე.

5. ქალს არ აქვს უფლება, ქმრის ნებართვის გარეშე სახლში სტუმრები მიიპატიჟოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მისი მშობლები არიან.

6. ცოლი უარს ვერ ეტყვის ქმარს ინტიმურ სიახლოვეზე, თუმცა ქმარი სარგებლობს ცოლის საწოლიდან გადაგდების უფლებით.

7. მამაკაცს შეუძლია, იყოლიოს ოთხი ცოლი. ასევე, საყვარელი თავის მსახურებს შორის. ღალატისთვის ქალი მკაცრად ისჯება, მამაკაცს მხოლოდ საყვედურობენ.

რით განსხვავდება ისლამი ქრისტიანობისგან:

1. ქრისტიანობა აღიარებს წმიდა სამებას. წმიდა სამება არის ერთიანი, მთლიანი უფალი ღმერთი. მუსლიმანებს მხოლოდ ერთსახოვანი ღმერთის არსებობის სჯერათ.

2. იესოს მუსლიმანები პატივს სცემენ, როგორც წინასწარმეტყველს. ისინი ამბობენ, რომ ღმერთს – ალაჰს არ შეიძლება, ჰყოლოდა შვილები, მას მხოლოდ მორჩილი მონები ჰყავს – ადამიანები.

3. მუსლიმანები ამტკიცებენ, რომ ყველა ადამიანი უცოდველი იბადება და ასაკის მატებასთან ერთად „ფუჭდება“. იდეა კაცობრიობის ცოდვებისთვის იესოს ჯვარცმისა, მათთვის მიუღებელია და გაუგებარი.


скачать dle 11.3