კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში ყველაზე მსუქან დედიკოს რეკორდის დასამყარებლად საკუთარი წონის 2-ჯერ გაზრდა სურს


ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრებ ქალს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე მსუქანი დედა, სურს მოხ­სნას საკუთარი მიღწევა და წონა გაზარდოს. 2007 წელს, როდესაც დონა გინესის რეკორდების წიგნში მოხ­ვდა, 241 კილოგრამს იწონიდა. დღეისათვის 42 წლის დონა სიმპსონი 273 კილოგრამს იწონის. ქალი ამტკიცებს, რომ ბედნიერი იქნება, თუ მისი წონა 482 კილოგრამს მიაღწევს.

მსუქანი ამერიკელის სიტყვებით, თავისი წონის მიუხ­ედავად, თავს შესანიშნავად გრძნობს და სულაც არ უჩივის ჯანმრთელობას. როგორც დონა სიმპსონმა თქვა, ყველაზე ძალიან უყვარს სუში – ერთ ჯერზე მას შეუძლია, შეჭ­ამოს იაპონური კერძის 70 ულუფა. ამას გარდა, უყვარს ტორტები, ფუნთუშები და სხვა ტკბილეული. ახ­ლა კი აპირებს უფრო კალორიული საკვების მიღებას და ეცდება, ნაკლები იმოძრაოს. თუმცა ამბობს, რომ წონის მომატებაში მას ხელს თავისი პატარა ქალიშვილი უშლის, სწრაფად დარბის და დედიკო იძულებულია იმოძრაოს.

როგორც თვითონ დონა სიმპსონი ყვება, იგი ბავშვობიდან მსუქანი იყო. ბევრ ჭამას დედამ მიაჩვია. 9 წლისა უკვე 83 კილოგრამს იწონიდა. 19 წლის დონა პირველად გათხ­ოვდა რესტორნის შეფ-მზარეულზე, რომელსაც რესტორნიდან ბევრი გემრიელი საჭ­მელი მოჰ­ქონდა. იგი სწრაფად გასუქდა და 27 წლისა უკვე 159 კილოგრამს იწონიდა. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, 31 წლის დონამ, რომელიც 232 კილოგრამს იწონიდა, გახ­დომა გადაწყვიტა და 32 კილოგრამი დაიკლო. კუჭ­ის შემცირების ოპერაციის გაკეთებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ, რადგან სიცოცხ­ლისთვის სახ­იფათო იყო, გადაიფიქრა.

დღეისათვის დონა სიმპსონი ყოველდღიურად 12 ათას კალორიას იღებს (ქალისთვის საშუალო ნორმა 2 ათასი კალორიაა). ჭამაში დონა კვირაში 750 დოლარს ხარჯ­ავს და იმედოვნებს, რომ თავის მიზანს მიაღწევს.


скачать dle 11.3