კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა შინაური ძაღლების „სამშობლო“ დააზუსტეს


ძაღლებისა და მგლების გენების ანალიზის ფართომასშტაბიანმა პროექტმა სწავლულებს საშუალება მისცა, დაეზუსტებინათ ადგილი, სადაც პირველად გამოჩნდნენ შინაური ძაღლები. ადრე ჩატარებული გამოკვლევების საწინააღმდეგოდ, ეს აღმოჩნდა არა ევროპა ან აღმოსავლეთ აზია, არამედ ახ­ლო აღმოსავლეთის მაშინდელი ნაყოფიერი რეგიონი.

გერმანიის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რიგი სხვა ქვეყნების სწავლულთა ჯგუფმა ლოს-ანჯ­ელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულის რობერტ უეინის ხელმძღვანელობით, გააანალიზა ძაღლებისა და მისი წინაპრების – მგლების 48 ათასზე მეტი გენეტიკური მარკერი. გენეტიკური მონაცემები მთელ მსოფლიოს 85 ენდემური ჯიშის 900 ძაღლისგან და 200 მგლისგან აიღეს, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, ახ­ლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ აზიის სხვადასხ­ვა რეგიონებიდან.

„ძაღლებს, როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვნად უფრო მეტი გენეტიკური მსგავსება აქვთ ახ­ლო აღმოსავლეთის მგლებთან, ვიდრე მთელი მსოფლიოს სხვა პოპულაციის მგლებთან. გენეტიკური ანალიზი მიანიშნებს თანამედროვე ძაღლების ახ­ლო აღმოსავლურ წარმოშობაზე“, – განაცხ­ადა უეინმა.

სწავლულებისთვის ეს „მოულოდნელი შედეგია“, ვინაიდან წინანდელი გენეტიკური კვლევები მიუთითებდნენ ძაღლების წარმოშობაზე აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში.

ახ­ალი კვლევები ეფუძნება გენომის უფრო სრულ ანალიზს და მისი შედეგები უფრო მნიშვნელოვნად შეესაბამება არქეოლოგიურ მონაცემებს.

პირველი ძაღლები, არქეოლოგიური მონაცემების თანახ­მად, ახ­ლო აღმოსავლეთში 12-13 ათასი წლის წინათ გამოჩნდნენ. „ჩვენ ვიცით, რომ ძაღლები ახ­ლო აღმოსავლეთში ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ადამიანებთან, რადგან მათ ნაშთებს ხშირად პოულობენ ადამიანთა სამარხ­ებში“.


скачать dle 11.3