გია მურღულიას კოლექციიდან
– ძილის წამალი გაქვთ?
– გვაქვს.
– რა ღირს?
– 50 ლარი.
– რაა? 50 ლარი რომ წამალში მივცე, რა დამაძინებს?!
***
ქუთაისში ავტოინსპექტორი მძღოლს აჩერებს:
– თქვენი საბუთები!
– რად გინდა, უფროსო?
– „გეპეიში” უნდა მოგაწყო!
***
ოსი ამბობს:
„ვისია ეს გოგო, რა კარგი ბიჭია?”
***
კახეთში ხატვის მასწავლებელმა გაკვეთილზე შიშველი ქალის სკულპტურა შეიტანა და კითხულობს.
– აბა, ბავშვებო, რა მოგწონთ ამ სკულპტურის?
– ძუძუები, მასწ. – პასუხობს მიტო.
– ახლავე გაეთრიე გარეთ, შენ უზრდელო შენა! და ხვალ მშობლის გარეშე არ მოხვიდე. შენა, მიტო? რა მოგწონს?
– მივეთრევი, მასწ, მივეთრევი...
***
ახალდაქორწინებულები მოლაპარაკებას ცდილობენ.
ცოლი ეუბნება:
– თუ სააბაზანოდან გამოვალ, და თავზე ჩაჩი მარცხნივ მექნება გადაწეული, ესე იგი, დღეს ჩემთვის არ შეიძლება, ხოლო თუ მარჯვნივ – ესე იგი, დღეს არ მინდა.
ქმარი პასუხობს:
– აი, მე რომ სააბაზანოდან გამოვალ, თუ ტრუსები მეცმევა, ესე იგი, დღეს არ მინდა, ხოლო თუ არ მეცმევა, ჩემთვის სულერთია საით არის გადახრილი შენი ჩაჩი...
***
დღეს ჩონგურივით ვარ: – იმასაც სამი ლარი აქვს და მეც.
***
მოსამართლე ეუბნება მიხოს:
– ბატონო მიხო, რატომ უჩივით თქვენს მეზობელს იმის გამო, რომ სპილო გიწოდათ?
– რატომაა, ჯოო... და... მაგანა სპილოში ვირი იგულისხმა!
***
ცოლი ტელეფონზე ლაპარაკის შემდეგ ქმარს ეუბნება: – დედაჩემი იყო, მგონი სანახევროდ გაგიჟდა!
ქმარი პასუხობს:
– ვა, გამოკეთებულა, აი!
***
პატარა ვანოს სტუმრები ეკითხებიან:
– როცა გაიზრდები, ვინ იქნები?
– ძია ვანო!
***
აეროპორტში აცხადებენ:
– დაჯდომას ცდილობდა თვითმფრინავი, რეისით 15-25...
***
მიხომ ლატარიაში მანქანა მოიგო, სახლში მოვა და ყვირის:
– მაროო! მანქანა მოვიგე!
გამოდის შავებში ჩაცმული მარო:
– მიხო, ეგრე ნუ ყვირი, დღეს დედა გარდამეცვალა.
– ვაა, ე რა მაგარ ფეხზე გავსულვარ დღეს სახლიდანა!
***
მეგრელი ტრაბახობს:
– ჩხუბში ჩემთვის სულერთია, მაგალითად, ერთი მოდის ჩემსკენ თუ ასი!
– ეგ როგორ?
– როგორ და, ყველა შემთხვევაში გავრბივარ.
***
მიხო ხეზე ავიდა და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. სახლიდან ცოლმა გამოსძახა:
– კაცო, მაგას რო ჭრი, ხო ჩამოვარდები?!
მიხომ ჩამოსძახა:
– ჭკუა შენიანებს ასწავლე.
ტოტი მოჭრა, ძირს დაეძნეყვა, ცოლი ფანჯრის მიღმიდან დამფრთხალი გამოსცქერის.
მიხო ამბობს:
– ვანგაა ეს შეჩვენებული?!