კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ბეშიძე-აბაშიძე

წლების წინ პროფესორმა აკაკი ბეშიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლითაც დასაბუთებულია, რომ რაჭ­ის სოფელ ურავში მცხოვრები ბეშიძეები იმერეთიდან გადასული აბაშიძეები არიან. ამიტომ, ორი ათეული წელია, ბეშიძეებს აბაშიძეებთან ერთად მოიხ­სენიებენ.

ასე რომ, ბეშიძეები აბაშიძეების შტო-გვარადაა მიჩნეული.

საქართველოში 219 ბეშიძე ცხოვრობს: ამბროლაურში – 112, თბილისში – 88, ქუთაისში – 19.

პაატაშვილი

პაატაშვილი ძირითადად ქართველთა გვარია, მცირე რაოდენობით არიან ქართველი ებრაელებიც. არიან როგორც პაატაშვილები, ისე პაატიშვილებიც.

გვარში ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახ­ელი პაატა. პაატელა ქართულში იგივეა, რაც „პატარა“, „უმცროსი“. მნიშვნელობის მხრივ, ადარებენ „პავლეს“; ეს იგივეა, რაც „პატარა“, „მცირე“.

აბაშიძეებს კიდევ ერთი შტო-გვარი, განაყოფი უჩნდებათ პაატასაგან. პაატას მემკვიდრეები აბაშიძე-პაატაშვილებად იწოდებოდნენ.

საქართველოში 195 პაატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, თელავში – 61, საგარეჯ­ოში – 16.

15 პაატიშვილი: რუსთავში – 7, თბილისში – 5, საგარეჯ­ოში – 3. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ქაიხ­ოსროშვილი-აბაშიძე-ბარათაშვილი

ეს სამი გვარი ერთმანეთთან კავშირშია. ქაიხ­ოსრო ირანული სახ­ელია, შემოსული საქართველოში და ნიშნავს „სახ­ელოვან თავადს“. აბაშიძე ქაიხ­ოსროსგან გაჩენილა გვარი ქაიხ­ოსროშვილი. ქაიხ­ოსრო ძალიან გავრცელებული სახ­ელი ყოფილა თავად ბარათაშვილებშიც; ბარათაშვილებიდანაცაა ნაწარმოები ქაიხ­ოსროშვილი.

1995 წელს მიღებული ვაუჩერებით, დაფიქსირებულია 55 ქაიხ­ოსროშვილი: საგარეჯ­ოში – 40, თბილისში – 15. არიან სხვაგანაც.

მამუკაშვილი

მამა-დან ნაწარმოები სახ­ელები მამუა და მამუკა ძალიან პოპულარული და გავრცელებული ყოფილა. სწორედ ეს ერთ-ერთი სახ­ელი დაედო საფუძვლად გვარ მამუკაშვილს. გვარი მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხ­სენიება სოფლებში: წყნეთი, ნოსტე, ვეძისი, კავთისხ­ევი, ვაშლოვანი, კარალეთი, შაბანი, ენაგეთი, ჩხიკვთა.

მამუკაშვილი ქართული გვარ-სახ­ელია და მასთან არავითარი შეხ­ება არ აქვს მამუკოვს და მამუკიანს.

მამუკაშვილი თავად აბაშიძეთა შტო-ნაყარი საგვარეულოა.

წიგნში „აბაშიძეები“ წერია: „ისტორია იცნობს აბაშიძე-მამუკაშვილსა და ფინეზაშვილ-აბაშიძეს... სოლომონ მეფემ ისარგებლა აბაშიძეებს შორის ატეხ­ილი მტრობით და 1754 წელს გიორგი აბაშიძე-მამუკაშვილისგან იყიდა ხარაგაულის ციხე მისი მამულითა და აზნაურიან, მსახ­ურებითა და გლეხ­ებიანად“.

1995 წელს დაფიქსირებულია 825 მამუკაშვილი: თბილისში – 512, გორში – 162, გარდაბანში – 151.

კუპატაძე

გვარის ფუძეა კუპატი. სულხ­ან საბას განმარტებით, კუპატა არის „გატენილი პური, მოხ­რაკული“. კუპატი სახ­ელად დაერქვა იმ ადამიანს, ვინც კუპატივით ჩასუქებული და ლოყებდაბრაწული იყო ან კარგ კუპატს ამზადებდა.

მკვლევრები წერენ, რომ კუპატაძე, კუპატაშვილთა გვარი აწარმოა საკუთარმა სახ­ელმა კუპატამ.

კუპატაძე და კუპატაშვილი ნათესაურ გვარებად ჩანან.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულ ათას გვარს შორის კუპატაძეებს 111-ე ადგილი უჭ­ირავთ.

კუპატაძეთა რამდენიმე ოჯ­ახი გადასულა ბოლნისის რაიონში, იქ გაჩენილა განშტოება კულდონაანი (კულდონაშვილი) და საბუთებში გვხვდება კუპატაძე-კულდონაშვილი.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახ­ევარში, თორმანეულში მცხოვრები კუპატაძე დათუნა მოიხ­სენიება, რომელსაც ჰყავდა ორი ვაჟი. ეს მონაცემები აღმოჩენილა ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.

„კუპატაძე მახ­არობელი, 1580-1590 წლებში იყო ხუცესი, კაცხ­ის მონასტრის მწირველი, 1689 წელს კი კუპატაძე ოთია ამილახ­ორმა გაათარხ­ნა“.

1995 წელს ვაუჩერის მიხ­ედვით დაფიქსირებულია 2 444 კუპატაძე: ჭიათურაში – 1 428, თბილისში – 575, თერჯ­ოლაში – 441.

39 კუპატაშვილი: თბილისში – 27, ბათუმში – 7, თერჯ­ოლაში – 5.

74 კულდონაშვილი: ბოლნისში – 53, თბილისში – 17, რუსთავში – 4.

ჩახ­ნაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახ­ელი ჩახა. აქედანაა მეტსახ­ელი ჩახ­ლია, რომელიც შემონახ­ულია ქოქიაშვილის გვარის სახ­ინჯ­არში. ჩახ­ლიაანი კი ქიზიყის ტოპონიმია. ასევე გვხვდება მეტსახ­ელი ჩახ­ლო, ჩახ­ნაურა, ჩახ­უნა. აქედან კი გაჩნდა გვარები: ჩახ­უნაშვილი, ჩახ­ნადან – ჩახ­ნაშვილი.

საქართველოში 308 ჩახ­ნაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 169, თბილისში – 125, რუსთავში – 14.

აბრამიძე

გვარი გავრცელებულია ოზურგეთში, იმირხ­ევში, ბახ­ვში, აბრამეთში, თბილისში, ვანში, ქუთაისში და სხვა რაიონებში.

გვარი აბრამიძე ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხ­სენიება 1523 წელს.

„აბრამისძე წილად ხვდა ქვემო ქართლში გერმანოზსა და მის ძმებს (ბარათელებს) გაყრის დროს, 1523 წელს“.

„გიორგი აბრამიძე იყო მოწმე ადგილის ნასყიდობის წიგნისა, მეჩვიდმეტე საუკუნეში“.

„აბრამიძეები აბრამეთას მცხოვრებნი, როსტომ მეფემ უწყალობა ისინი ჰასანბეგ ბარათელს“ (1633 წელი).

1578 წელს, სოფელ ბახ­ვში მოიხ­სენიება აბრამიძე მამისთენა. აბრამიძე პავლე ივლიანეს ძე კი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი გენერალი, რომელიც დაიბადა 1901 წელს.

გვხვდება, ასევე, გვარები აბრამია, აბრამაშვილი, აბრამიშვილი.

საქართველოში, 1995 წელს ვაუჩერი აიღო 857-მა აბრამიძემ: ვანში – 476-მა, თბილისში – 261-მა, ქუთაისში – 120-მა.

ბოჭ­ორიშვილი

ბოჭ­ორიშვილი, ბოჭ­ორაძე და ბოჭ­ოიძე ერთი და იგივე გვარია. იყვნენ აზნაურები. „აზნაური ბოჭ­ორაძეების წინაპარნიც არიან იმერეთის აზნაურნი და რომელნიმე მოვიდნენ ამათ გვარნი დროსა არჩილ მეფისასა 1698 წელს და დაესახ­ლნენ ქართლსა და მუნითგან იწოდებიან ბოჭ­ორისშვილებად. გვარი ამათნი, რომელნიმე სახ­ლობენ იმერეთს და რომელნიმე ქართლს და ესენიცა არიან მოხ­სენიებულნი ტრაქტატსა შინა მეფისა ირაკლისაგან“.

ბოჭ­ორს ქართულად ჭრელს ეძახ­დნენ. აქედან გვხვდება ბოჭ­ორა, ბოჭ­ორეი – მეტსახ­ელად, საკუთარ სახ­ელად ქცეული კაცის სახ­ელი.

გვარ-სახ­ელით ბოჭ­ორ ფუძიანი გვარებია ბოჭ­ორაძეები და ბოჭ­ორაულები – აზნაურები იმერეთსა და შიდა ქართლში. ბოჭ­ორიძენი – თუშები, და ბოჭ­ორიულები თაკვერელიდან. თავიდან რაჭ­აში ცხოვრობდა რიცხ­ვმრავალი გვარი ბოჭ­ორიშვილთა.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბოჭ­ორიშვილთა გვარი მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოიხ­სენიება.

ბოჭ­ორიშვილების ადრინდელი გვარი ოქროსცვარიძე ყოფილა.

1995 წელს ვაუჩერი აუღია 4 335 ბოჭ­ორიშვილს. ტყიბულში – 1 503-ს, თბილისში – 1924-ს, ქუთაისში – 908-ს.

ეს გვარი საქართველოში რაოდენობით 48-ე ადგილზეა.

114 ბოჭ­ორაძე: თბილისში – 72, გორში – 36, კასპში – 6.

292 ბოჭ­ოიძე: თბილისში – 123, თელავში – 108, საგარეჯ­ოში – 61.

ჯაბადარი

ამ გვართან დაკავშირებით ილია მაისურაძე წერს: „ჯაბადარი – წარჩინებულ საგვარეულოსთაგანი ძველ საქართველოში, გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინი. თურქ-სპარსულად ჯაბადარ, ჯავშან-საჭ­ურვლის მნე, ჯაბახ­ანის გამგე; მცველი საჭ­ურველთა და იარაღთა, მეაბჯ­რე“.

საქართველოში 104 ჯაბადარი ცხოვრობს: თბილისში – 79, საგარეჯ­ოში – 21, ქუთაისში – 4.

ჩახ­უნაშვილი

იმერეთში ჩახ­უნაშვილები აზნაურები იყვნენ. საკუთარი სახ­ელი ჩახა+ბოლოსართი უნა. საკუთარი სახ­ელიდან ჩახ­ნა, ჩახ­ანა მომდინარეობს გვარები ჩახ­ოშვილი, ჩახ­უნაშვილი, ჩახ­უტაშვილი.

საქართველოში 860 ჩახ­უნაშვილი ცხოვრობს: ვანში – 467, ქუთაისში – 197, თბილისში – 196.



აკადემიკოს იაკობ ახ­უაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხ­ედვით


скачать dle 11.3