კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით ეძებს ბერძენი კაცი თავის ქართველ მეგობარს სოხუმში


59 წლის კონსტანტინ ივანეს ძე ფეოდორიდიეძებს 58 წლის ალიკ პაატას ძე ბერიას.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 1952 წელს დაბადებულ ალიკ პაატას ძე ბერიას. ჩვენ ვმეგობრობდით ერთმანეთთან. ის ძალიან დაგვეხმარა მე და ჩემს ოჯახს 1992 წლის აგვისტოში, როდესაც სოხუმში ომი იყო. მის შესახებ არაფერი მსმენია 1993 წლის შემდეგ. იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, მისი პოვნა ძალიან მირთულდება. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში.

– როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი? მოგვიყევით თქვენი ისტორია.

– მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით სოხუმში, ალიკ ბერია ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. ჩვენ ვმეგობრობდით ერთმანეთთან. 1992-1993 წლებში ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში რა ხდებოდა მთელ საქართველოში და სწორედ მაშინ დაგვიდგა ალიკა გვერდში, როდესაც ყველა ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ის ჩვენ ყველანაირად გვეხმარებოდა. ასეთი მეზობელი, რა თქმა უნდა, საამაყო და სანატრელია ყველასთვის. საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მე გადავწყვიტე, საცხოვრებლად საბერძნეთში წავსულიყავი. მას შემდეგ გავიდა 17 წელი. 1993 წლის შემდეგ მე ალიკა არ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ.

– ანუ, გამოდის, მეგობრებმა ერთმანეთი ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო დაკარგეთ. აქამდე თუ ეძებდით თქვენს მეგობარს?

– სამწუხაროდ, არეულობამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს. ზოგიერთმა ოჯახის წევრები და ნათესავებიც კი დაკარგა. მართალია, ალიკა ჩემი ნათესავი არაა, მაგრამ, მერწმუნეთ, კარგი მეზობელი ჯობია უვარგის ნათესავს – ეს ნამდვილად ასეა. მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი, ერთი დღეც არ გასულა, ალიკაზე რომ არ გვესაუბრა ოჯახში. ძალიან ხშირად ვიხსენებთ იმ დღეებს, როდესაც მისმა მხარში ამოდგომამ გადაგვარჩინა. ძალიან მინდა მისი პოვნა, სწორედ ამ მიზნით მივმართე „ჟდი მენიას“ საიტს. ჩემი მეგობრის ფოტოც კი გავგზავნე. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ისტორიას ექნება გამოხმაურება.

– შეიძლება თუ არა, რომ თქვენი მეგობარი, ისევე, როგორც თქვენ, საცხოვრებლად სხვაგან წასულიყო?

– გამორიცხული არც ეს არის, თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება. ვფიქრობ, მას ვერ ვპოულობ იმის გამო, რომ წესიერად არც მახსოვს იმ ქუჩის დასახელება, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. თანაც, შესაძლებელია, ქუჩას ამჟამად სხვა სახელი აქვს. ალიკას, ისევე, როგორც ყველა ქართველს, ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ის საცხოვრებლად არ წავიდოდა სხვა ქვეყანაში, უბრალოდ, შეიძლება, ის სოხუმში არ იყოს, მაგრამ, არ მგონია, რომ საქართველოდან წასულიყო.

– რა არის ის მთავარი მიზეზი, რისთვისაც თქვენ მას ეძებთ?

– სიმართლეს გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული, რაც ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს და დღემდე ვერ ვივიწყებ მის მეგობრობას, მინდა, ვიპოვო და დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასე ვაჟკაცურად და ერთგულად დამიდგა გვერდში მაშინ, როდესაც, როგორც გითხარით, ყველას უჭირდა. იმედია, მე მას ვიპოვი და შევძლებ ამის გაკეთებას.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3