კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკერმანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი ხელმძღვანელია


გერმანული „დოიჩე ბანკის“ ხელმძღვანელმა იოზეფ აკერმანმა კვლავაც ყველაზე მეტი გამოიმუშავა გერმანული კონცერნების მეთაურთა შორის. ეს იმის წყალობით მოხ­და, რომ 2009 წლის განმავლობაში „დოიჩე ბანკის“ შემოსავალმა 4,97 მილიარდი ევრო შეადგინა. საინტერესოა, რომ ახ­ალი საბანკო წესების თანახ­მად, აკერმანი თავის ანაზღაურებას არა ერთბაშად, არამედ ნაწილ-ნაწილ და თანაც თავის თანამდებობაზე საქმიანობის წარმატებით გაგრძელების შემთხ­ვევაში მიიღებს. საკუთარი ტოპ-მენეჯ­ერების ანაზღაურების მხრივ „დოიჩე ბანკი“ კრიზისამდელ მაჩვენებლებს აღწევს. 2009 წლის განმავლობაში საქმიანობისთვის ამ გერმანული ბანკის მმართველობის 8 წევრმა, ჯამში 39 მილიონი ევრო მიიღო. ამ სიას იოზეფ აკერმანი 9,55 მილიონით უდგას სათავეში, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ამ თანხ­ის 70 პროცენტს ის უახ­ლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, კონცერნის წარმატების საქმიანობის შემთხ­ვევაში, მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის შედეგების მიხ­ედვით, აკერმანმა ნებისმიერი პრემიის მიღებაზე უარი თქვა და მხოლოდ საკუთარი ფიქსირებული ანაზღაურება – 1,39 მილიონი ევრო მიიღო.




скачать dle 11.3