კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ბონსაი უნდა იყიდოთ მაღაზიაში და რომელი მცენარეებისგან შეგვიძლია ბონსაის შექმნა

თუ თქვენ ბონსაის დამწყები მოყვარული ბრძანდებით, ან მისი შექმნის სურვილი გაგიჩნდათ, გირჩევთ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ დიზაინერის – თენგიზ პაპავას რჩევებს გადახედოთ და მიხვდებით, რომელი მცენარეების დაჯუჯება შეგიძლიათ და როგორ უნდა გაარჩიოთ კარგი ბონსაი ცუდისგან.

– გვესაუბრეთ იმ მცენარეების შესახებ, რომელთა დაჯუჯებაც შესაძლებელია...

– თუ თქვენ ხართ ბონსაის დამწყები მოყვარული, თქვენთვის ხელსაყრელია, აირჩიოთ ტროპიკული ფოთლიანი ბონსაის სახეობა. ეს იმისთვის, რომ იოლად შეიცნოთ მცენარის მდგომარეობა, რადგან ფოთლების საშუალებით ადვილად მიხვდებით მცენარის პროპორციებს.

– როგორ ავარჩიოთ ბონსაი ყიდვისას?

– უპირველესად, მცენარე უნდა აარჩიოთ ვიზუალურად – ნამდვილად არის თუ არა ის ბონსაი და როგორი შესახედაობა აქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია მცენარის ფორმები და პროპორციები.

– რა ღირებულების შეიძლება იყოს ბონსაი?

– ჩვენთან, უბრალო, მასობრივი მწარმოებლის პროდუქციის ფასი 35 ლარიდან იწყება. ბონსაის ღირებულება დამოკიდებულია მის ხარისხსა და ჭურჭელზე, რომელშიც მცენარეა ჩარგული. იაპონიასა და ჩინეთში გაშენებულია ბაღები, სადაც ინახება ბონსაის უნიკალური ეგზემპლარები, რომელთა ღირებულება განუსაზღვრელია. ზოგიერთი ბონსაის ფასი 2 000 ევროდან იწყება.

– შეიძლება თუ არა თბილისში ასეთი ბონსაის შეძენა?

– საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, რომელთაც ბონსაის კოლექციები აქვთ. ყვავილების მაღაზიებში შეიძლება იყოს ძვირად ღირებული ბონსაიც, თუმცა მისი ყიდვისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ მცენარეს, შეესაბამება თუ არა მისი ვიზუალური მდგომარეობა ფასს. რაც უფრო ხანდაზმული ჩანს მცენარე, მით მეტად ფასობს. ძვირად ღირებული ბონსაი ასაკიანი და ლამაზი ფორმის უნდა იყოს.

– რომელია ბონსაის ყველაზე გავრცელებული სახეობები?

– ყველაზე გავრცელებული სახეობები არის: ფიკუსი, შეფლერა, კუფეა, იუსტიცია და სხვა. ბოლო ხანებში ბონსაის ბევრი სახეობა გამოჩნდა თბილისის ყვავილების მაღაზიებში. თუ თქვენ გსურთ, გქონდეთ ბონსაი, სწორედ ეს მცენარეები შეიძინეთ. მათი საბაზრო ფასი არაა მაღალი და, ამავე დროს, იოლად გაართმევთ თავს მის მოვლას. კუფეასა და შეფლერას შემთხვევაში რთული არ იქნება ბონსაის ფორმების შენარჩუნება.

– იოლია კუფეას ბინაში გაზრდა?

– ამ პატარა და მომხიბვლელ მცენარეს ყვითლად აჭრელებული ხასხასა მწვანე ფერის ფოთლები ამშვენებს. მისი მოვლა რთული არ არის. მას კაშკაშა სინათლე და მზე უყვარს. ამიტომ, ეცადეთ, სწორედ ასეთ ადგილას დადგათ. მისთვის შესაფერისი ადგილი მზიანი ფანჯარა იქნება.

– რა მოხდება, თუ კუფეას სიცივეში დავდგამთ?

– მცენარე იტანს დაბალ ტემპერატურას, მაგრამ უმჯობესია 10 – 12 გრადუსი, რადგან, თუ მეტისმეტ სიცივეში მოათავსებთ, მას ფოთლები დასცვივდება. სასურველია, თუ მზიან ფანჯარაზე ამყოფებთ.

– როდის ყვავის კუფეა?

– ეს მცენარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის. მის წვრილ, მილისებრ, წითელი ყვავილების წვეროებს, მოთეთრო-მოიისფრო ლაქები აჩნევია. თუ ამ ლაქებს შეამჩნევთ, არ იფიქროთ, რომ მცენარე ფუჭდება. ასეთი ლაქები მცენარის ყვავილზე ბუნებრივია. კუფეა მზეზე ბუჩქისებურ ფორმას იღებს და უხვად ყვავის მცირე ზომის წითელი ყვავილებით.

– როგორ გავზარდოთ კუფეა კომპაქტურად და განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ოთახისა და ბონსაის კუფეა?

– მცენარე შეიძლება სიმაღლეში ან სიგანეში 60 სანტიმეტრამდე გაიზარდოს, თუმცა, თუ თქვენ გსურთ, რომ ის უფრო მომცრო ზომის, კომპაქტური იყოს, მაშინ გაზაფხულზე გასხალით. ჯუჯა კუფეაც გაზაფხულზე უნდა გაისხლას, მაგრამ ოთახის მცენარესთან შედარებით, ჯუჯა კუფეას უფრო ხშირი გასხვლა მოგიწევთ.

– ხშირად უნდა მოვრწყათ კუფეა?

– ამ მცენარის ნიადაგი ძალიან არ უნდა გამოაშროთ, თორემ ფოთლები დასცვივდება, ხოლო თუ დროულად მორწყავთ, ახალ-ახალი ფოთლები ამოუვა. მორწყვიდან მორწყვამდე მიწა ცოტათი გააშრეთ, ზედმეტი წყლის დასხმა არ მოგივიდეთ. სასურველია, თუ მცენარეს ბალანსირებული თხევადი სასუქითაც მორწყავთ. თუ გაზაფხულზე სიმაღლეში გადაჭრით, ახალ საყვავილე ღეროებს ამოიყრის.

– როგორ პირობებში გავახაროთ შეფლერა?

– ეს მიმზიდველი მცენარე გამძლეობაში ბევრ სხვა მცენარეს ჯობია. შეფლერა, ტყავისებური ფოთლების წყალობით, კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს. მას კარგი განათება სჭირდება, მაგრამ ზაფხულობით მზეზე ნუ გააჩერებთ. მისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18 – 24 გრადუსი. რაც უფრო თბილა, მით მეტი ტენიანობა სჭირდება.

– როგორ მოვუაროთ?

– შეფლერა ნაკლებად ჭირვეული მცენარეა და ერთხანს მოუვლელობასაც აიტანს. საერთოდ, ის, ჩვეულებრივ, ვერტიკალურად იზრდება, მაგრამ, თუ გსურთ, რომ გაიბუჩქოს, წვეროები წააჭერით. შეგიძლიათ, ასევე სიმაღლეში ზედმეტად გაზრდილი მცენარე გაზაფხულზე ნახევარზე გადაჭრათ – ასე მცენარეს გვერდითი ტოტები გამოუვა.

– რაც შეეხება მორწყვას?

– ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, მცენარეს ტენი არ მოაკლოთ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ, თუმცა მას არ უყვარს ნიადაგის მთლიანი გაშრობა. მისი ფოთლები ხელის გულზე დაიდეთ ხოლმე და სველი ნაჭრით რეგულარულად გაწმინდეთ. სუფთა ფოთლები მცენარეს სიჯანსაღეს უნარჩუნებს.

– ბინაში სად გვირჩევთ, რომ დავდგათ შეფლერა?

– მისთვის მთავარია, კარგი განათება იყოს. სხვა მხრივ არ არის პრეტენზიული მცენარე. შეგიძლიათ, დადგათ სასტუმრო ოთახში. ზაფხულში აივანზეც დადგით, ოღონდ, ისეთ ადგილას, სადაც მზე ძალიან არ მოხვდება.


скачать dle 11.3