კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ავარია გასწრების დროს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან


ამ ბოლო დროს დედაქალაქში განსაკუთრებით მოხ­შირდა ავარიების რიცხ­ვი, რაც გარკვეულწილად მომატებული ნალექის ბრალია. მევლუდ მელაძე ამ ინტერვიუში აგვიხ­სნის ავარიის თავიდან აცილების რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ მძღოლს ძალიან გამოადგება, მიუხ­ედავად იმისა, არის თუ არა ის სწრაფი სიარულის მოყვარული.

მევლუდ მელაძე: საგზაო შემთხ­ვევები წარმოუდგენლად მოხ­შირდა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხ­ელ გავიხ­სენებთ იმ ელემენტარულ ქცევებს, რომლებიც მსგავს შემთხ­ვევას თავიდან აგვაცილებდა. წესით, ეს ხერხები მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებზე უნდა ისწავლებოდეს. ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც უნდა გავითვალისწინოთ და, საერთოდ, თუ საჭ­ესთან „მეწვრილმანეები“ იქნებით და ბევრ დეტალს მიაქცევთ ყურადღებას, ავარიას ნამდვილად აიცილებთ თავიდან. განვიხ­ილოთ ყველაზე ხშირი შემთხ­ვევები, რომლებსაც ძირითადად მსხვერპლი მოჰ­ყვება ხოლმე. პირველ ყოვლისა, ვისაუბროთ მაღალ სიჩქარეზე, მით უმეტეს, ტრასაზე ყოფნის დროს ავარიების 80 პროცენტი მაშინ ხდება, როდესაც სწრაფად მომავალი ავტომობილი გასწრებას ახ­ორციელებს, იმის იმედად, რომ საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი გაიწევა და გზას დაუთმობს, ანუ – გაეტევა. რეალურად, როგორი ვიწროც არ უნდა იყოს გზა, მით უმეტეს ტრასაზე, იქ სამი ავტომობილის ადგილი მაინც სულ არის. უბედური შემთხ­ვევა კი მხოლოდ ურთიერთგაგების არარსებობის გამო ხდება. თუ ჩვენ მივდივართ გზაზე, ჩვენ წინ და ჩვენს უკან კი არავინ მიდის, ეს კიდევ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვდუნდეთ, ბუნების თვალიერებით გავერთოთ და სულ არ ვიფიქროთ, რა ხდება საპირისპირო მხარეს. თუ ჩვენს პირისპირ მომავალი ავტომობილი მოდის ნელა, ხოლო მის უკან მომავალი ავტომობილი – გაცილებით ჩქარა, ეს ნიშნავს, რომ დაახ­ლოებით იმ წერტილში, სადაც მოგვიახ­ლოვდებიან, გასწრებას განახ­ორციელებს. ამის ყურადღების არმიქცევა დანაშაულია. თუ ჩვენ ეს ვერ გავთვალეთ და სათანადო ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა მოხდეს პირისპირ შეჯ­ახ­ება, რაც საშინელ შედეგს გამოიწვევს. ანუ, ამ შემთხ­ვევაში თქვენ აბსოლუტურად მართლები იქნებით, რადგან თქვენს გზაზე მოდიოდით, მაგრამ ამ სიმართლეს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ამით იმის თქმა მინდა, რომ, თუ თქვენ მშვიდად, თქვენს მხარეს, ერთ ზოლში მიდიხ­ართ, არავის არაფერს უშავებთ, არც მაღალი სიჩქარე გაქვთ და, ღვედიც, რა თქმა უნდა, შეკრულია, ეს არ გაძლევთ მოდუნებისა და დამშვიდების საბაბს. საჭ­ესთან ჯდომის მთელი სირთულე ისაა, რომ არასდროს მოდუნდეთ და არც ერთი წამით არ დაივიწყოთ გზის ყველა მხარის კონტროლი. ამიტომ, როდესაც ასეთ შემთხ­ვევას ხედავთ, თავიდანვე ოდნავ გადაიწიეთ გზის მარჯ­ვენა მხარეს და ოდნავ შეანელეთ მოძრაობა, რომ სწრაფად მომავალმა ავტომობილმა ორ ავტომობილს შორის გავლა მოახ­ერხ­ოს. ნუ იფიქრებთ, რომ ის დაამუხ­რუჭ­ებს, რადგან გასავლელი ადგილი არ აქვს, თავად დააზღვიეთ მისი მოქმედება. აქვე, მინდა, რჩევა მივცე იმ ავტომობილის მძღოლებსაც, რომლებიც სწრაფად დადიან, მათ შორის – ტრასაზეც და ხშირად ახ­ორციელებენ გასწრებას. თუ ასეთ შემთხ­ვევებში არ აპირებენ დამუხ­რუჭ­ებას და მაინც ცდილობენ, გაიარონ იმ მონაკვეთში, სადაც გავლა შეზღუდულია, თავიდანვე შეაშინონ საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი, აუციმციმეთ შორს მაშუქი ფარები, მოუმატეთ სიჩქარეს, დაუსიგნალეთ, კიდევ ოდნავ მარცხ­ნივ გადაიწიეთ, ანუ, ცოტა შეაშინეთ, რომ მიხ­ვდეს, დამუხ­რუჭ­ებას არ აპირებთ და სანამ მის პირდაპირ აღმოჩნდებით, ის გვერდზე გაიწევა. ანუ, ძალიან მარტივი ხერხ­ით, ოდნავი დაფიქრებით შეიძლება, თავიდან ავიცილოთ შემთხ­ვევა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ავარიებს.

– რაც შეეხ­ება მოცურებას?

– მოცურების კონტროლი ძალიან რთულია, ამიტომ, აგიხ­სნით, რა შემთხ­ვევებში ხდება ძირითადად მოცურება და როგორ ავიცილოთ ის თავიდან, იქნება ეს წინა თუ უკანა წამყვანი თვლებით აღჭ­ურვილი ავტომობილი. მოცურება განსაკუთრებით საშიშია მოსველებული ასფალტის დროს, როდესაც საფარი ყინულივით ხდება. ჩვენი ქუჩების ძირითად მონაკვეთებს კი გვერდზე მიუყვება ჭადრების ხეივნები. ხესთან შეჯ­ახ­ება კი ყველაზე მძიმე ავარიებს იწვევს. ხე კედელზე, ბოძზე უარესია, რომელიც ორმოცტონიანი სიმძიმის დატრყმასაც კი უძლებს, მაშინ, როდესაც მსუბუქი ავტომობილის შეჯ­ახ­ებისგან ბოძი იღუნება და, ხშირ შემთხ­ვევაში, ეს შეჯ­ახ­ება, თუ ღვედი შეკრულია, სასიკვდილო არ არის. ხე კი სოლივით ერჭ­ობა მანქანას, მისი დანაწევრებაც შეუძლია და მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, ფურცელივითაც კი შეიძლება შემოეხ­ვიოს. თუ გზის საფარი მოსველდა, უნდა გვახსოვდეს, რომელი საბურავებით ხართ. თუ თქვენი მანქანა „დგას“ ხუთ წელზე მეტი ხნის საბურავზე, როგორი კარგი პროტექტორიც უნდა ჰქონდეს, მოდება ნული ექნება. თუ ავტომობილი სხვადასხ­ვა ტიპის საბურავზე „დგას” ეს კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას, რადგან ისინი სხვადასხ­ვაგვარად ეჭ­იდებიან გზის საფარს და, თუ ერთი კარგად მოეჭ­იდა, მეორე კი – ნაკლებად, ოდნავ მაღალი სიჩქარის დროს მისი მოცურება გარდაუვალი იქნება. უკანა წამყვანის შემთხ­ვევაში მოცურება ხდება მაშინ, როდესაც სიჩქარეს ვცვლით და მოდებას მკვეთრად გავუშვებთ, ეს სიმკვეთრე სველი გზის საფარზე ხელის მუხ­რუჭ­ივით რეაგირებს და ავტომობილი ცურავს. რაც შეეხ­ება წინა წამყვანს, მისი უმართაობა მოსახ­ვევში იწყება. თუ შევდივართ მოსახ­ვევში და ის არ უხ­ვევს, ჩვენ ვატრიალებთ და ვატრიალებთ საჭ­ეს და ვუმატებთ „გაზს“, ეს არასწორია. ვუხ­ვევთ იმდენს, რამდენიც კონკრეტულ მოსახ­ვევში გვჭირდება და ველოდებით, როდის იპოვის საბურავი მოდებას. რაც უნდა ვუმატოთ „გაზს“, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგად მოგვაცურებს და სხვას არაფერს იზამს.


скачать dle 11.3