კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იმუშავა ერთი წლის განმავლობაში პანჩომ მჭედლად


პანჩო: რა მეხ­ერხ­ება და რა საყოფაცხ­ოვრებო პრობლემას მოვაგვარებ სახ­ლში? ოო, ეგ ცოტა რთული საკითხ­ია. (იცინის) ნათურას ნამდვილად გამოვცვლი. ელექტროგაყვანილობას, თუ პატარა დეფექტია, გავაკეთებ, მაგრამ დიდ პრობლემას, ალბათ ვერ შევეჭ­იდები. ტელეფონის სადენსაც გამოვცვლი და გადავაბამ. ეგეც შემიძლია. თუმცა მილებს ვერ გამოვცვლი. ძალიან ბევრი რამის შეკეთება არ მიცდია, ამიტომ საკუთარ შესაძლებლობებს ჯერ კარგადაც არ ვიცნობ. თუ ძალიან გამიჭ­ირდება, შეიძლება, ბევრი რამ გავაკეთო.

– როგორ ატყობთ, გაქვთ ჩხირკედელობის ნიჭი?

– რა არის იცი?! ბევრი მინიატურული ნივთი გამიკეთებია თიხ­ისგან, ხისგან, მაგრამ ტექნიკასთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. სადაც დენია, სქემებია, იქ მეტი ცოდნაა საჭ­ირო.

– მიგაჩნიათ, რომ მამაკაცს ლურსმნის მიჭ­ედება მაინც უნდა შეეძლოს?

– ლურსმნის მიჭ­ედება აუცილებლად უნდა შეეძლოს. (იცინის) ამას აუცილებლად უნდა აკეთებდეს და სხვათა შორის, ამას ქალიც მშვენივრად მოახ­ერხ­ებს. დარწმუნებული ვარ, წუთში გაართმევთ თავს. მაგრამ, გეთანხ­მებით, რომ მამაკაცმა მეტი უნდა მოახ­ერხ­ოს. ხელოსნის გამოსაძახ­ებელი ფული თუ არ აქვს, უნდა ეცადოს და საკუთარი ხელით შეაკეთოს. მე ერთი წლის განმავლობაში მჭედლად ვიმუშავე.

– რატომ, რისთვის დაგჭ­ირდათ?

– ინტერესი მქონდა. წავედი ლილოში და ერთი წელი სამჭ­ედლოში ვიმუშავე. პროფესიონალები არიან და ძალიან კარგ რაღაცეებს აკეთებენ. მაგალითად, რუსთაველის თეატრის რკინის, ჩუქურთმიანი კარიბჭე, მათი გაკეთებულია. მე მივედი მათთან, რომ დამემუღამებინა და მესწავლა.

– გამოიყენეთ რამეში ეგ ცოდნა?

– შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენე. მართალია, ერთადერთი რაღაც გავაკეთე, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი, მამის საფლავისთვის ჯვარი გამოვჭ­ედე რკინისგან. ოღონდ ისეთია, რომ შეხ­ედავ, ვერ მიხ­ვდები, რკინის არის, თუ ხის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის ერთი წელიწადი ტყუილად არ დამიკარგავს.

– ესე იგი, მეორე პროფესიაც გაქვთ?

– მეორე პროფესიის რა გითხ­რათ, მაგრამ ის ინტერესი, რომელიც მქონდა დავიკმაყოფილე და რაღაც ვისწავლე. დილის რვა საათიდან, ზოგჯ­ერ ღამის თორმეტ საათამდე იქ ვიყავი. (იცინის) ძალიან მძიმე სამუშაოა. სულ ჩაქუჩი, ან ურო გიჭ­ირავს ხელში და იქნევ. საკმაოდ სერიოზულ შეკვეთებზე მუშაობდნენ. ძველი თბილისის აივნებისთვის მოაჯ­ირები აღადგინეს. ზუსტად ისე, როგორც ადრე იყო – ჩუქურთმაში გამოჭ­ედილი. ათარბეგოვის საავადმყოფოში მოაჯ­ირს რაღაც ნაწილი აკლდა და ისეთი გავაკეთეთ, ვერ შეამჩნევ ახ­ლად გაკეთებული ნაწილი რომელია. ხელოვნებაა, რა თქმა უნდა. საერთოდაც, ნებისმიერი კარგად გაკეთებული საქმე, ხელოვნებაა.

– საყიდლებზე გაიშვებით?

– (იცინის) აუცილებლად. გავიშვები, რას ჰქვია, ბაზარშიც შემიძლია, რაც საჭ­იროა იმის ყიდვა და მაღაზიაშიც. არ უნდა ამას განსაკუთრებული ნიჭი. საზამთროს არჩევა ვიცი, მაგრამ იმ მამაკაცების რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები, კვირაში ერთხ­ელ ბაზარში რომ დადიან. ცოლი როცა მყავდა, მაშინ ხანდახ­ან დავდიოდი. ახ­ლა არ მჭირდება ამის გაკეთება.

– საკუთარ თავს თუ მოუმზადებთ რამეს?

– არ მოვკვდები შიმშილით. შევიწვავ სოსისს. მოვხ­არშავ კიდეც. ქათმის შეწვაც შემიძლია. მაგრამ ჩახ­ოხ­ბილს ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის მაგარ მწვადს ვწვავ, წალმის ნაკვერჩხ­ალზე. შეგიძლიათ გამომცადოთ. ჰო, სხვათა შორის, სამწვადესაც მე ვარჩევ. ესეც ვიცი. ნახ­ეთ, რამდენი რამე მცოდნია! (იცინის).

– არის შოპინგი თერაპია?

– მე შოპინგი მარტო მაშინ მომწონს და მსიამოვნებს, როცა სხვა ადამიანისთვის ვყიდულობ რამეს და ეს ადამიანი გვერდით მომყვება. მაშინ არც ამორჩევა მეზარება და არც სიარული. მე რომ რამე მჭირდება, წინასწარ ვარ ცუდად. ვერ ვიტან იმას, რომ უნდა ვეძებო შარვალი, რომელიც მე მომეწონება და თანაც მომერგება. სამაგიეროდ ისეთი საჩუქრისთვის, რომლითაც ადამიანს გავახ­არებ, მთელ დღეს ვივლი. მაინც ვიშოვი და მივუტან.

– პოპულარობა გიწყობთ ხელს ვაჭ­რობაში?

– არანაირად. ზოგჯ­ერ მცნობენ, ზოგჯ­ერ არა, მაგრამ როცა მცნობენ, ხანდახ­ან ფასსაც კი მიმატებენ. ზოგიერთს ალბათ ჰგონია, რადგან ცნობილი სახე ვარ, ბევრი ფული მაქვს. (იცინის) სამაგიეროდ, ტაქსიში არ მართმევენ ხოლმე ფულს და ამას წინათ, მცხეთის სალობიეში რომ შევედი, მოლარემ დამპატიჟა ხინკალსა და მწვადზე. ანუ, პოპულარობა არ არის ცუდი, განსაკუთრებით, მცხეთაში. (იცინის).

– თქვენს მეუღლეს ჰქონდა პრეტენზია, რომ ცუდი მეოჯ­ახე იყავით?

– რომელ ქალს არ აქვს ქმარზე პრეტენზია?! ყველანი პრეტენზიულები ხართ და სულ უკმაყოფილოები. არ ვიყავი ცუდი მეოჯ­ახე. ცოლსაც ვეხ­მარებოდი რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ ფულთან დაკავშირებით მაგარი „სლაბი“ ვარ. არ ვიცი ფულის დაზოგვა. ძალიან სწრაფად ვფლანგავ და მერე მიკვირს, ნეტავი სად წავიღე-მეთქი. ეს ცუდია.

– როგორ უნდა ვუშველოთ პახ­მელიას?

– წინა დღით არ უნდა დალიოთ. (იცინის)


скачать dle 11.3