კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რეალის“ თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ქვეყნის თასისა და ეროვნული ჩემპიონატის მოგებისთვის 950 ათას ევროს მიიღებს


დიდი ხანია, ფეხ­ბურთი მხოლოდ სანახ­აობა აღარ არის და არც ფეხ­ბურთელები დარბიან მოედანზე მხოლოდ სიამოვნებისთვის. მართალია, ისინი ხშირად იმეორებენ, რომ ფული მათთვის მეათეხ­არისხ­ოვანია, მაგრამ ამას მხოლოდ მას შემდეგ აკეთებენ, რაც ათეულობით მილიონს მოუყრიან თავს და მომავალი უზრუნველყოფილი ეგულებათ. ამის ნათელ მაგალითად თუნდაც ბრაზილიელი რივალდო გამოდგება, რომელმაც „ბარსელონასთან” ერთად ყველაფერი მოიგო და ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახ­და, ახ­ლა კი უზბეკურ „ბუნედკორში” თამაშობს და ურცხ­ვად აცხ­ადებს, უზბეკური ფეხ­ბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა მინდა, თორემ, კარიერას დავასრულებდიო. ამ „წვლილში” ბრაზილიელი ვარსკვლავი წლიურად 6 მილიონს იღებს, მაშინ, როცა მას ევროპაში ახ­ლა მილიონსაც კი აღარავინ გადაუხ­დის. „ბუნედკორის” მთავარი მწვრთნელი კი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი, ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარია, რომელიც უზბეკებზე წლიურ ათ მილიონად ზრუნავს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ გავიხ­სენეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ახ­ლოვდება და სწორედ იმ ვარსკვლავებმა, ფული მეათეხ­არისხ­ოვანიაო, რომ ამბობენ, ფედერაციებთან პრემიალურ თანხ­ებზე ვაჭ­რობა დაიწყეს.

ყველაზე მსუყე ნაჭ­ერი ჯერჯ­ერობით ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა მოჭ­რა და ეს გასაგებიცაა – პირინეელები ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან და თანხ­ასაც ამიტომ ასწიეს. ისინი მუნდიალზე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად მოიაზრებიან და ფედერაციაც მაქსიმალურად ცდილობს მათ წახ­ალისებას. ფეხ­ბურთელთა სახ­ელით ფედერაციის ხელმძღვანელებს ნაკრების კაპიტანი იკერ კასილასი შეხ­ვდა და თანაგუნდელთათვის სასიამოვნო ცნობაც გამოიტანა: მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯ­ვებისთვის ნაკრების თითოეული ფეხ­ბურთელი 550 ათასს მიიღებს. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2008 წელს, ევროპის ჩემპიონატის მოგების სანაცვლოდ, ფედერაციამ პირინეელებს 250 ათასი ევრო ჩამოურიგა და ახ­ლა თანხა თითქოს ორჯერ მეტად არის გაზრდილი. თანაც, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ რამდენ ხანს გაატარებს მოედანზე, პრემია ყველას თანაბრად შეხ­ვდება.

პრემიალური თანხ­ის სიმსუყით მეორე ადგილზე ინგლისის ნაკრებია. ბრიტანელთა თავკაცმა, ფაბიო კაპელომ, პირადად მოითხ­ოვა, ფეხ­ბურთელები უკმაყოფილო არ დამრჩნენ და ფულზე არ იფიქრონო. შედეგად, გადაწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის თითოეული მოთამაშე 450 ათას ევროს მიიღებს. უკმაყოფილო არც თავად კაპელო უნდა იყოს, რადგან კონტრაქტის თანახ­მად, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებისთვის, ხელფასის გარდა, კაპელო პრემიის სახ­ით სუფთა მილიონს მიიღებს.

როგორც წესი, პრემიალურებს ძალიან „უჭ­ერენ” ბრაზილიის საფეხ­ბურთო ჩინოვნიკები. საქმე ისაა, რომ ფეხ­ბურთის ჯადოქრები ყველა ჩემპიონატზე ფავორიტის რანგში მიდიან და დიდი თანხ­ის დაპირება დიდი გასავალია. ამიტომ, წელს მოპოვებული ჩემპიონობისთვის, თითოეული ბრაზილიელი ფეხ­ბურთელი 300 ათას ევროს მიიღებს. ამის მიუხ­ედავად, ყველა აღიარებს, რომ პენტაკამპეონები მუნდიალზე არა ფულისთვის, არამედ სიამოვნებისთვის მიდიან და, ამ სიამოვნებას თავადაც იღებენ და სხვებსაც ანიჭ­ებენ.

ბრაზილიელების ანალოგიურ თანხ­ას მიიღებენ საფრანგეთის ნაკრების ფეხ­ბურთელებიც, მაგრამ, ყველა აღიარებს, რომ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები, უბრალოდ, დემორალიზებულნი არიან და მათ თავკაცს, რაიმონ დომენეკს, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სრულიად დაკარგული აქვს ავტორიტეტი. „სამფეროვნებს” ისიც დაუკარგავს ხალისს, რომ უკვე გადაწყვეტილია: მუნდიალის შემდეგ დომენეკს მოხ­სნიან და, როცა ფეხ­ბურთელმა იცის, რომ მწვრთნელი „ლაფათკაზეა”, მის მიმართ პატივისცემას არ იჩენს.

განსხ­ვავებული სიტუაცია აქვთ გერმანელებს. წესრიგის მოყვარულმა ალემანებმა ტრადიციას არც ამჯ­ერად უღალატეს და საკუთარ ნაკრებს საინტერესო პრემია დაუწესეს: გერმანიის ეროვნული გუნდის თითოეული ფეხ­ბურთელი ჯგუფიდან გასვლისთვის ვერაფერს მიიღებს, რადგან ეს აუცილებელი და მარტივი ამოცანაა. აი, მეოთხ­ედფინალში გასვლისთვის თითოეული მოთამაშის ანგარიშზე მყისიერად ჩაირიცხ­ება 50 ათასი ევრო, ნახ­ევარფინალში გასვლის შემთხ­ვევაში, გერმანელები დამატებით 100 ათასს მიიღებენ, ხოლო ფინალში გასვლა – კიდევ 100 ათასია, ანუ, საერთო ჯამში, თითოეულ მოთამაშეს მეოთხ­ედი მილიონი ერგება. რაც შეეხ­ება ფინალურ მატჩში გამარჯ­ვებას, გერმანელებმა მიიჩნიეს, რომ ამ შეხ­ვედრაში წარმატება გერმანელთათვის იმდენად საპატიო იქნება, რომ იგი ფულით ვერ შეფასდება და, ამიტომ პრემიაც არ იქნება.

იტალიის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და, შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგ სიტუაციაშიც არის, რადგან ფედერაციას საკუთარ პირობებს წაუყენებს, თუმცა, ამის მიუხ­ედავად, საეჭ­ვოა, იტალიელებმა 400 ათასზე მეტი დასცინცლონ.

არ გეგონოთ, რომ ის ნაკრებები, რომელთაც წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ, განსხ­ვავებულ სიტუაციაში არიან. ფედერაციებთან მოლაპარაკებებს ისინიც მართავენ და მწირ ჯამაგირს თანხ­მდებიან. უბრალოდ, მათ რომ მილიონები დაჰპირდნენ, თან არარეალური იქნება და, თან, მსოფლიო მასხ­რად აიგდებს.

დასასრულ, გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების ფეხ­ბურთელთათვის დაწესებული თანხ­ები ახ­ლოსაც ვერ მივა იმათთან, რასაც მადრიდის „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის ფეხ­ბურთელებს ჩემპიონთა ლიგის, ქვეყნის თასისა და ეროვნული ჩემპიონატის მოგებისთვის დაჰ­პირდა. ასეთ შემთხ­ვევაში, „სამეფო გუნდის” თითოეული ფეხ­ბურთელი 950 ათას ევროს მიიღებს. რადგან „რეალი” თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, საჯ­ილდაო ქვად მხოლოდ პრიმერადივიზიონის მოგებაღა დარჩა, თუმცა, ესპანური ოქროც არ არის იაფი და პერესი მის სანაცვლოდ თითოეულ ფეხ­ბურთელს მეოთხ­ედ მილიონს გადაუხ­დის.


скачать dle 11.3