სიმონა მკერდს დაემშვიდობა
რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი საკუთარ მკერდს დაემშვიდობა. გოგონას სხეულის ეს ნაწილი აშკარად დიდი ჰქონდა და იმის გათვალისწინებით, რომ იგი პატარა იყო, ოპერაციას ვერ უკეთებდნენ. ახლა კი, 21 წლის სიმონამ დიდი ხნის ოცნება აისრულა და მკერდი დაიპატარავა.
„მე ჩოგბურთის თამაში მინდა, მკერდი კი ამაში ხელს მიშლიდა. თანაც, ვხვდებოდი, რომ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მატჩებზე ჩოგბურთის თამაშის კი არა, მკერდის საყურებლად დადიოდა. ახლა მკერდი ორი მესამედით დავიპატარავე და მართალია, პატარა მაინც არ ეთქმის, მაგრამ სირბილში ხელს აღარ მიშლის. მჯერა, წარმატებები არ დააყოვნებს“, – განაცხადა სიმონამ.