კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგანიზმისთვის სასარგებლო დიეტა


ფორმაში რომ იყოთ, დაიცავით შემდეგი წესები:

* მეტი იმოძრავეთ – როდესაც თავისუფალი წუთები გექნებათ, თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ: რამდენიმე მარტივი სავარჯ­იშო გააკეთეთ, იხ­ტუნავეთ სახ­ტუნაოთი ან იცეკვეთ. თუ სიზარმაცემ შეგიპყროთ, შეებრძოლეთ მას. იყოლიეთ ძაღლი. როცა მას ჰაერზე გასეირნება მოუნდება, კამათს ვერ დაუწყებთ – გინდათ თუ არა, მოგიწევთ სუფთა ჰაერზე გასვლა. თუ ძაღლთან ერთად 15 წუთს გაისეირნებთ, 60 კალორია ისე გაქრება, ვითომ არც ყოფილა.

* მიირთვით ხშირად და ცოტ-ცოტა – ნუ დაგავიწყდებათ კალორიების დღიური ნორმა. ასე აარიდებთ თავს ზედმეტ კილოგრამებს. თანაც კვების რეჟიმის ეს ფორმა მთელი დღის განმავლობაში ენერგიასაც შეგინარჩუნებთ.

* შეამცირეთ ცხიმები – დღის განმავლობაში ქალმა, საშუალოდ, 75 გრამზე მეტი ცხიმი არ უნდა მიიღოს. ამიტომ საკვებ რაციონში ცხიმების რაოდენობა შეამცირეთ. აუცილებლად წაიკითხ­ეთ საკვები პროდუქტის ეტიკეტზე ცხიმების შემცველობა. ქათამს, ხორცს კი ცხიმი მოაშორეთ და ისე მიირთვით. იოგურტიც კი უცხ­იმო ჭამეთ.

* წაიხ­ემსეთ – ზოგიერთს მიაჩნია, რომ დღის განმავლობაში გაჩენილ შიმშილის გრძნობას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. არ დაიჯ­ეროთ! ამ დროს ორგანიზმი დაცვის რეჟიმზე გადადის და ენერგიას ინახ­ავს ანუ ცხიმს აგროვებს. თუ მოგშივდებათ, რომელიმე ხილი მიირთვით, ოღონდ სადილამდე ორი საათით ადრე ან სადილობიდან ერთი საათის შემდეგ.

* ზომიერებას ნუ დაივიწყებთ – ჭამის დროს ბევრ წყალს ნუ დალევთ. წყალი კუჭ­ის წვენს ათხ­ელებს და საჭ­მლის მონელების პროცესს ანელებს. ყველაზე კარგი იქნება, თუ გაზგასულ მინერალურ წყალს მიირთმევთ მაგიდასთან დაჯ­დომამდე ნახ­ევარი საათით ადრე, ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

* მოუსმინეთ საკუთარ თავს – თუ საკუთარი ორგანიზმის ენა არ გეცოდინებათ, ვერ ჩასწვდებით მის რეაქციებს და ვერ გაიგებთ, თქვენი კარგად ყოფნისთვის როდის რა უნდა მიირთვათ. თუ გინდათ, მიხ­ვდეთ, რომელი პროდუქტის ჭამაა თქვენთვის უფრო სასარგებლო, ყველაფერი ცალ-ცალკე მოამზადეთ. მაგალითად, შეწვით ვაშლი, მიირთვით და დაელოდეთ, თუ როგორ იგრძნობთ თავს.

* იკვებეთ მრავალფეროვნად – ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ცილები, ცხიმები და ნახ­შირწყლები. არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭ­ირო ყველა ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ თქვენ მოგიწევთ იმაზე იზრუნოთ, რომ რაციონი არ იყოს ერთგვაროვანი. დღეს ქათამი მოამზადეთ, ხვალ – თევზი, ზეგ – ხბოს ხორცი, მერე ფაფის დღე გამოაცხ­ადეთ ან მხოლოდ ბოსტნეული მიირთვით.

* შეაფასეთ საკვების გემო – ისწავლეთ საკვებით ტკბობა. კარგად დაღეჭ­ეთ თითოეული ლუკმა. იგრძენით ყველა პროდუქტის გემო და არომატი. ერთი საკვების მირთმევის შემდეგ, შეისვენეთ და მეორის ჭამას ისე შეუდექით. მისდიეთ პრინციპს: ჯობს ცოტა, მაგრამ ხარისხ­იანი.

უარი უნდა თქვათ „ცარიელ“ კალორიებზე. ალკოჰ­ოლსა და ტკბილეულში დიდი რაოდენობით ცხიმები და შაქარია, თუმცა ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომაც არის „ცარიელი“ კალორიების მომწოდებელი.


скачать dle 11.3