ვაშლი ორგანიზმს წიდებისგან წმენდს
თუ სწრაფად იღლებით, გაწუხებთ თავის ტკივილი ან უძილობა, ესე იგი, თქვენ არასწორად იკვებებით.
საღამოს, შვიდი საათის შემდეგ, თავი შეიკავეთ მსუყე საჭმლის მიღებისგან. დღის განმავლობაში კი დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა უშაქრო მაწონი, რადგან ის ორგანიზმს კარგად წმენდს და ასუფთავებს წიდებისგან. კარგია კეფირიც. ასევე, სვით რაც შეიძლება ბევრი სითხე.
დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ნასადილევს, ორი საათის შემდეგაც. ორგანიზმის გასაწმენდად კარგია მწვანე ჩაი, რადგან ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს. ნატურალურმა ხილის წვენებმა რომ გაზების დაგროვება არ გამოიწვიოს, კარგი იქნება, თუ მას წყლით გააზავებთ. პიტნისა და გვირილის ჩაი კი ნერვებს ამშვიდებს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებასაც აწესრიგებს.
ცოცხალი ხილი შეიცავს პექტინებს და უჯრედისებს, რომლებიც ორგანიზმიდან წიდებს ადვილად გამოდევნის. ამიტომ, სადილობამდე თუ ერთ ვაშლს მაინც მიირთმევთ, ის დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.
უშაქრო, ნატურალური იოგურტი ადამიანის ორგანიზმს ეხმარება მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.
ასევე, კარგია ყოველდღე ნახევარი საათით სუფთა ჰაერზე სეირნობა.