კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექვემდებარება თუ არა მიომა მკურნალობას და როდის ხდება ის ქალისთვის საშიში


საშვილოსნოს მიომა ქალის სასქესო ორგანოების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქალის საშვილოსნო – კუნთოვანი ღრუ ორგანოა. თავად კუნთოვანი ქსოვილი შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი გარსით, ხოლო გარედან დაფარულია შემაერთებელი ქსოვილით, მიომა კი ქსოვილში განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. ის მკვრივი და კვანძიანია, გამოყოფილია გარშემო მყოფი ქსოვილებისგან.

საშვილოსნოს მიომა შეიძლება იყოს სხვადასხ­ვა ზომისა და ფორმის. მიომას კუნთოვანი კვანძი საშვილოსნოს გარდა სხვა ადგილებშიც ვითარდება, მაგალითად, საშვილოსნოს მილებში, იოგებში და ასე შემდეგ.

განასხ­ვავებენ მიომის სამ ფორმას, კერძოდ: ინტერსტიციურს, როცა მიომა საშვილოსნოს კედლის სისქეშია მოთავსებული; სუბმუკოზურს, როცა კვანძი ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება და სუბსეროზულს, როცა მიომური წარმონაქმნი მიმართულია გარეთა შემაერთებელი ქსოვილისკენ.

მსგავსი სიმსივნის განვითარების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დარღვევა. მიომური კვანძის განვითარებას, ზოგი ექიმის აზრით, იწვევს ქალის სასქესო ჰორმონი – ესტროგენი, კერძოდ, მისი ჭარბი გამომუშავება.

ასევე, საშვილოსნოს მიომის განვითარებას ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ანთებითი ხასიათის დაზიანებები, ხშირი აბორტები და მემკვიდრეობითი ფაქტორი.

როცა მიომის დროს იწყება ტკივილი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სიმსივნური კვანძი დიდი ზომისაა და ის აწვება სხვა ორგანოებს, აფერხ­ებს მათ მუშაობას, ან, თავად კვანძში დაირღვა სისხ­ლის მიმოქცევა, განვითარდა ქსოვილების კვდომა და ასე შემდეგ.

დიდი ზომის კვანძის საშარდე ბუშტზე ზეწოლისას შარდვა საგრძნობლად გაძნელებულია, სწორ ნაწლავზე ზეწოლა კი იწვევს შეკრულობას.

მიომა ხშირად არის უშვილობის მიზეზი, ფეხ­მძიმობის დროს კი სიმსივნური წარმონაქმნი ხელს უშლის ნაყოფის სწორ განვითარებას და ხშირად მუცლის მოშლის მიზეზი ხდება.

მიომის მკურნალობა მიმდინარეობს ჰორმონალური პრეპარატებით ან მას საერთოდ ამოკვეთენ. მკურნალობა ინიშნება იმის მიხ­ედვით, თუ რა ზომისაა მიომა, სად მდებარეობს ის, რა ასაკის არის ქალი და ასე შემდეგ. ხშირად კი, მცირე ზომის სიმსივნის არსებობისას, სწორი მკურნალობის შემთხ­ვევაში, კვანძი ძალიან მალე, თავისთავად ქრება და არც კვალს ტოვებს.


скачать dle 11.3