კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხ­ვა: 75 წლის ქალს არტერიული წნევა 190/70 აქვს. დარღვეულია პულსური წნევა. რისი ბრალია, ან, საშიშია თუ არა ეს? როგორ მკურნალობენ ასეთ დროს?

პასუხი: სისტოლური და დიასტოლური წნევის მაჩვენებლებს შორის სხვაობას პულსური წნევა ეწოდება. ზედა წნევის მატებას თან სდევს დიასტოლური წნევის მატებაც, თუმცა, ზოგჯ­ერ სხვაგვარადაც ხდება. არის შემთხ­ვევები, როცა, ათეროსკლეროზული პროცესების გამო, აორტის ელასტიკურობის დაქვეითებისას, სისტოლური წნევა იმატებს, დისტოლური კი ნორმალური რჩება. აორტის სარქველების ნაკლოვანების, თირეოტოქსიკოზისა და ანემიის დროს აღინიშნება მაქსიმალურ და მინიმალურ წნევათა დისოციაცია. ასევე, მკვეთრად დაქვეითებული აქვთ მინიმალური წნევა გამხ­დარ, ნევროზიან პირებს. თუ ქალბატონს გამოცდილ თერაპევტს გაასინჯ­ებთ, ის აუცილებლად დაადგენს პულსური წნევის მომატების მიზეზს და მკურნალობის ტაქტიკასაც შეარჩევს.

კითხ­ვა: მყავს წლინახ­ევრის ვაჟი, რომელსაც ყიფლიბანდი ჯერ არ შეერთებია. ხშირად ოფლიანობს, ნერვიულობს, ჭირვეულობს. 3 თვეა, ექიმის დანიშნულებით ვაძლევ კვერცხ­ის დაფქულ ნაჭ­უჭს, ხაჭ­ოს კი არ ჭამს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. როდის უნდა დაიხ­უროს ყიფლიბანდი?

პასუხი: თქვენი მონათხ­რობის მიხ­ედვით, პატარას D ვიტამინის დეფიციტის, ანუ რაქიტის ნიშნები აქვს, ამიტომ კალციუმთან ერთად ეს ვიტამინიც უნდა მიიღოს.

გირჩევთ, ბავშვი გამოცდილ პედიატრს გაასინჯ­ოთ და დროულად დაუწყოთ მკურნალობა. გარდა ამისა, რაც შეიძლება ხშირად, ხანგრძლივად და რეგულარულად ასეირნეთ მზეზე, მოუწესრიგეთ კვების რაციონი. შეუზღუდეთ ტკბილეული, გაუზარდეთ ცილებით მდიდარი პროდუქტების წილი.

კითხ­ვა: რამდენიმე წელია, ჩემს 18 წლის ქალიშვილს ზურგზე აქვს ფერისმჭ­ამელები, რომლებიც ღრმად მდებარეობს კანში. თუ გაღიზიანდა, იკეთებს ჩირქოვან თავს და შემდეგ ლაქად აჩნდება. მირჩიეთ, რით ვუმკურნალო?

პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც მკურნალობის საჭ­ირო კურსს დაუნიშნავს. გირჩევთ, გოგონას კუჭ­ის მოქმედების მოწესრიგებაში დაეხ­მაროთ, რადგან დისბაქტერიოზი და კუჭ­ის შეკრულობა კანისმხ­რივი დაავადებების გამოვლენის ხელშემწყობი ფაქტორებია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰორმონული ფონი. თუ გოგონას ჰორმონული დისბალანსის ნიშნები აქვს, ის აუცილებლად უნდა აჩვენოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგსაც.

კითხ­ვა: უკვე ერთი წელია, ცხვირში ქერქი მიჩნდება. გამონადენი არ მაქვს. ზოგჯ­ერ დილაობით ცხვირი მეჭ­ედება, მაგრამ მალევე გამივლის ხოლმე. რისი ბრალია ეს?

პასუხი: თქვენი მონათხ­რობის მიხ­ედვით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალერგიული რინიტი გაქვთ. მისი მიზეზებია ჰაერის დამტვერიანება, პათოლოგიური მიკროფლორა, ერთგვაროვანი საკვები. მკურნალობა კონსერვატული და კომპლექსურია – უნდა მიიღოთ ვიტამინები, რკინის შემცველი პრეპარატები, იოდი და სხვა საშუალებები; ინიშნება ადგილობრივი მკურნალობა, ცხვირის გამორეცხ­ვა მარილოვანი ხსნარებით და სხვადასხ­ვა ზეთის ჩაწვეთება.

კითხ­ვა: 34 წლის გახ­ლავართ. მყავს ორი შვილი. მაქვს საშვილოსნოს ქრონიკული ანთება. რამდენჯ­ერმე ვიმკურნალე. შედეგი თითქოს არის, მაგრამ, მცირე ხნით, შემდეგ კი იგივე მემართება. იქნებ მირჩიოთ რამე?

პასუხი: მკურნალობა შედეგიანი რომ გამოდგეს, უნდა გაირკვეს, რა არის ანთების მიზეზი და მხოლოდ ამის გათვალისწინებით დაინიშნოს პრეპარატები. ხშირად ქალები რეკლამირებული მედიკამენტებით ან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, ეს კი, ბუნებრივია, შედეგს არ მოგცემთ. გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ გინეკოლოგს, ჩაიტაროთ საჭ­ირო გამოკვლევები და შეასრულოთ მისი ყველა რეკომენდაცია.

კითხ­ვა: გამუდმებით მიწითლდება სახე. ხომ არ არსებობს რაიმე კოსმეტიკური საშუალება ან ხომ არ არის საჭ­ირო განსაკუთრებული დიეტა? გთხოვთ, მიპასუხ­ოთ.

პასუხი: მნიშვნელობა აქვს იმას, რატომ გიწითლდებათ სახ­ის კანი – ანთებითი პროცესის თუ სისხ­ლსავსეობის ცვალებადობის გამო. თუ მიზეზი უკანასკნელია, ასეთი ყოფილა თქვენი ორგანიზმის ნერვულ-ჰუმორული თავისებურება.

თუ სიწითლე ქრონიკული ანთებითი გაღიზიანების ბრალია, მაშინ ნივთიერებათა ცვლა უნდა მოიწესრიგოთ. კანის გაღიზიანებას ხელს უწყობს ჰორმონული დარღვევები, სანაღვლე გზების, ღვიძლის დაავადებები. თუ რომელიმე ორგანული პათოლოგია გაწუხ­ებთ, უპირველესად მას უნდა მიხ­ედოთ. ამის შემდეგ კანის პრობლემებიც უფრო იოლად მოგვარდება.



რუბრიკას უძღვება ოჯ­ახ­ის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3