ბრონქიტის, ტუბერკულოზისა და გასტრიტის დროს მრავალძარღვა გამოიყენეთ
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს მთრიმლავ, ლორწოვან ნივთიერებებს, C და K ვიტამინებს, გლიკოზიდ აუკუბინს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს და ასე შემდეგ.
მრავალძარღვას აქვს საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება. ის გამოიყენება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, ენტერიტების, კოლიტებისა და წყლულოვანი დაავადებების დროს. ბრონქიტის, პნევმოსკლეროზის, ყივანახველასა და ტუბერკულოზის დროს კი, მას ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ. მრავალძარღვას ფოთლების წვენი შველის ყურის ტკივილს, კბილის ტკივილის დროს კი კარგია მისი ფესვების ან ღეროების ღეჭვა ან პირის ღრუში მისი ნახარშის გამოვლება.
არ შეიძლება მრავალძარღვას გამოყენება გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს, რომელიც დაბალი მჟავიანობით მიმდინარეობს.
მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის შემთხვევაში კარგია მრავალძარღვას წვენი: კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ და გამოწურეთ. მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი და დაახლოებით 20 წუთით ადუღეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი, დღეში ორჯერ, დილით, უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ.
გასტრიტის და წყლულის სამკურნალოდ აფთიაქში შეიძინეთ მრავალძარღვა, 2 სადილის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადაწურეთ და ანადუღარი წყლით შეავსეთ ისევ 200 მილილიტრის ოდენობამდე. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, ჭამამდე 10 წუთით დრე, დღეში 2-ჯერ.
კუჭისა და ფილტვის სიმსივნის დროს, თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი მრავალძარღვას ფოთოლი და შაქარი. ერთი კვირით დადგით ბნელ ადგილას, შემდეგ, მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ბრონქიტის, ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზის დროს ძალიან დაგეხმარებათ, მრავალძარღვას ნაყენი, რადგან ის ძლიერი ამოსახველებელი საშუალებაა. 30 გრამ დაქუცმაცებულ, მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავზე დაახურეთ. გააჩერეთ რამდენიმე საათს და მიიღეთ 2 სადილის კოვზი, დღეში 3-4-ჯერ.