რა კავშირი არსებობს ბავშვის ჯანმრთელობასა და მისი გაჩენის რიგითობას შორის
როგორც აღმოჩნდა, მრავალშვილიანობას, პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გარდა, სამედიცინო დატვირთვაც გააჩნია. ზოგიერთი მეცნიერის ნაშრომებიდან, სტატისტიკასა და სხვა კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიგებთ, რომ არსებობს დამოკიდებულება ერთი ოჯახის ბავშვების სიცოცხლისუნარიანობასა და მათი გაჩენის რიგითობას შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული დეფინიციის მიხედვით, ჯანმრთელია ადამიანი, რომელიც სრულფასოვანია ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და მატერიალური თვალსაზრისით. პირველი ორი დებულება ამ ჩამონათვალიდან, ნამდვილად გარანტირებულია მრავალშვილიანი ოჯახის შთამომავლობისათვის. ამ მნიშვნელოვან დემოგრაფიულ და სამედიცინო პრობლემაზე გვესაუბრება ფიზიოლოგი ნოდარ მეფარიძე.
– რა შეხედულება აქვს სამეცნიერო საზოგადოებას მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით?
– მკვლევართა აზრით, ყველაზე სიცოცხლის უუნარო სწორედ რიგით პირველი და მეორე ბავშვია და რადგან ბუნებამ ადამიანი ასე შექმნა, ესე იგი უნდა არსებობდეს გარკვეული გენეტიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები ამ კანონისთვის. გენეტიკური დასაბუთებაა, ის, რომ ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობას. როგორც წესი, ამას ხსნიან ქალზე დაკისრებული როლით, რომ მან უნდა მოავლინოს შთამომავლობა. თუმცა, მეცნიერებმა დიდი ხნის წინ მიაპყრეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივად მცხოვრები ადამიანები ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახებიდან მოდიან. ახლო წარსულში, სტატისტიკური კვლევებით დადასტურდა პირდაპირი კავშირი დედის ნაყოფიერებასა და შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობას შორის.
– რა კავშირია მრავალშვილიანობასა და დედის ჯანმრთელობას შორის?
– მრავალშვილიანი დედები განსხვავდებიან იმავე პოპულაციის მცირეშვილიანი და უშვილო ქალებისგან მთელი რიგი ანატომიური და ფსიქოლოგიური თავისებურებებით. ეს განსხვავებები ეხება სიმაღლეს, თეძოების სიგრძეს, გულმკერდის სიფართოვეს, შინაგანი ორგანოების სრულფასოვნებას. ქალები, რომელთაც ერთი ან ორი შვილი ჰყავთ, არიან ფსიქიკურად უფრო გაუწონასწორებულები, მიდრეკილნი ძალადობისკენ და ხშირად აწუხებთ ნევროზი ან ისტერიკა. მათ სოლიდურ ნაწილს არათუ არ უნდა, არამედ არ შეუძლია ჰყავდეს შვილი. მრავალშვილიანი დედა კი გამოირჩევა სრულიად განსხვავებული ფსიქიკური და სულიერი თავისებურებებით: გაწონასწორებულობა, სიყვარული შვილებისა და ქმრის მიმართ, ოჯახზე მზრუნველობა. მრავალშვილიან ოჯახებში, ისევე როგორც ნებისმიერ რთულ სისტემაში, მოქმედებს თვითორგანიზაციის კანონი და ურთიერთობები რეგულირდება სიყვარულის საფუძველზე. მცირეშვილიანი ოჯახები კი ნაკლებად მყარია და ხშირად არ ძალუძთ საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ შინაგან პრობლემებს. ბევრი შვილის ყოლის სურვილი განპირობებულია როგორც ქალის ფიზიოლოგიით, ასევე დედობის ინსტინქტით. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგებს მოიტანს ამ ბუნებრივი მოთხონილების დათრგუნვა ქალისთვის, როგორც ეს ხდება თუნდაც ჩინეთში.
– როგორ მოქმედებს ოჯახში ოთხზე მეტი ბავშვის არსებობა თითოეულ მათგანზე?
– თუ დავაკვირდებით დამოკიდებულებას დაბადების რიგითობას და ბავშვის სიცოცხლისუნარიანობას შორის, მრავალშვილიანი პოპულაციები შეიძლება, დავახასიათოთ შემდეგნაირად – გამოირჩევიან სიცოცხლისუნარიანობით, ამტანობით, მყარი ოჯახი აქვთ და არსებობს ღრმა კავშირები ოჯახის წევრებს შორის. ახასიათებთ ნორმალური, ბუნებრივი სექსუალური ქცევა, სქესობრივი გარყვნილება, ჰომოსექსუალიზმი მათში არ არის. მცირეშვილიანი პოპულაციები (ოჯახში 1-2 ბავშვი) ხასიათდებიან დაბალი სიცოცხლისუნარიანობით, სქესობრივი ქცევის არანორმალური ფორმების სიხშირით, სქესობრივი გარყვნილებით, სექსუალური აგრესიით.
აბორტების, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისა და სტერილიზაციის ინდუსტრია, თავისუფლების მიცემა სექსუალური უმცირესობებისთვის და შობადობის შეზღუდვა მიგვიყვანს ოჯახების გაქრობამდე, ნარკომანიისა და სექსუალური ქცევის გადახრების ზრდამდე. ასეთ პოპულაციებს ოცდამეერთე საუკუნეში ემუქრება მძიმე კრიზისი: ისინი დროდადრო შემცირდებიან და შესაძლოა, მათმა ნაწილმა მრავალშვილიან პოპულაციებს დაუთმოს ადგილი.
– როგორია დამოკიდებულება სამედიცინო თვალსაზრისით?
– როდესაც სწავლობდნენ შობადობის მაღალ რიგითობასა და ბავშვების ავადობას, აღმოაჩინეს, რომ მეოთხე შვილის შემდეგ გაჩენილი ბავშვების ავადობა 2-ჯერ ნაკლები იყო იმავე ოჯახში პირველი შვილის ავადობაზე. აღსანიშნავია, რომ დედის ჯანმრთელობა ამ დროს უარესდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავადმყოფ დედებს გვიან ასაკშიც შეუძლიათ ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ლოგიკას და ჯანსაღ აზრს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ექიმები ჯანმრთელად მიიჩნევენ ორსულთა მხოლოდ 3 პროცენტს, მაგრამ მათი უმრავლესობა აჩენს ჯანმრთელ შვილებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს დამოკიდებულება დედის ავადმყოფობასა და ბავშვის ჯანმრთელობას შორის. არსებობს განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც ნაყოფს დაავადებისაგან იცავს. ამ მექანიზმში მონაწილეობს პლაცენტის სპეციფიური ცილები. გინეკოლოგიურად ჯანმრთელ ქალებში პლაცენტარული ცილები ფუნქციონირებენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დადასტურებულია, რომ მრავალშვილიანი დედები იშვიათად ავადმყოფობენ გინეკოლოგიური დაავადებებით. ეს აიხსნება აბორტების არარსებობით, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების იშვიათი გამოყენებით და ასევე რეგულარული ორსულობებითა და მშობიარობებით, საშუალოდ სამი წლის ინტერვალით. თუმცა შესაძლოა, მათ აღენიშნებოდეთ სხვა სახის სომატური დაავადება.
– პრევენციული დატვირთვა თუ გააჩნია მრავალშვილიანობას?
– ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან თითქმის არ ავადდებიან გრიპით ან სხვა ვირუსული დაავადებებით. მათ განსაკუთრებული ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ. ძალზე ძლიერია მათში ალტრუიზმისა და ურთიერთდახმარების გრძნობა, გააჩნიათ გამოხატული მოთხოვნილება ფიზიკური შრომისადმი. ახასიათებთ მიზანსწრაფულობა და დამოუკიდებლობა. დაწყებით კლასებში ისინი ჩამორჩებიან დედისერთებს. თუმცა, თავიანთი შრომისმოყვარეობითა და ცოდნის წადილით ეწევიან მათ მაღალ კლასებში, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში ბევრად უკეთეს შედეგებს აღწევენ.
– აქტუალურია ეს საკითხი არასამედიცინო თვალსაზრისით?
– მსგავსი დასკვნები, რომელიც მეცნიერულ კვლევაზე იყო დაფუძნებული, პირველად გაკეთდა მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფრანგი დემოგრაფების მიერ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დემოგრაფიულ პრობლემაზე საუბრისას, პარალელები ინგლისთან მიმართებაში გაევლოთ. მათი აზრით, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის აღზევება ოცდამეერთე საუკუნეში სწორედ მრავალშვილიან ოჯახებთან იყო დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ მრავალშვილიან ოჯახებში დაიბადა ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა უმრავლესობა და დემოგრაფიული პრობლემაც ჩვენს ქვეყანაში კვლავ გადაულახავი ბარიერია, საკითხის შესახებ ნამდვილად ღირს დაფიქრება. მოტივაციაც თავისთავად საკმაოდ დიდია. პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თვითგამორკვევა და ცხოვრების დონის ამაღლებაა საჭირო, მაგრამ ეს უკვე სამედიცინო პრობლემა აღარ არის.