კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაძლია უკურნებელი სენი ნიკა მემანიშვილმა და როგორ გახდა ის ათი წლის ასაკში დირიჟორი


როგორ უწევს ადამიანს ამ ყოფაში თავის დამკვიდრება და გატანა, ალბათ, ნიკა მემანიშვილის მაგალითიდან უფრო კარგად დაინახ­ავთ. აკი დათა თუთაშხ­იაც ამას ამბობს: „ვიცი, გაინტერესებთ, რისთვის ვარ, რას ვეძებ და რატომ მოვედი ჩემი წილი ბორკილის თუ ულუფის დასაწიერზე, გეტყვით, მაგასაც. არც მგლის მოდგმის ვარ, რომ საჭ­მლის შოვნისთვის ვიცხ­ოვრო მხოლოდ და არც – კურო ხარი, რომ ბალახი და ძროხ­ები მჭირდებოდეს მარტო. ერის შვილი ვარ მე. ფიქრი მჭირია და საზრუნავი...“

წარმატების გემო ნიკამ ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში გაიგო, როცა ჯანსუღ კახ­იძის თხოვნით, სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა. სახ­ელი და ხალხ­ის სიყვარული დღემდე აქვს, მაგრამ გვერდით აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებდნენ. წარსულის ფურცლებს დედასთან ერთად ათვალიერებს და ბევრ საინტერესო ამბებს იხ­სენებს ხოლმე.

ლამარა ისაკაძე: ნიკას ბავშვობაში, ძილის წინ ყოველთვის ვუმღეროდი. სამი თვის რომ იყო, „აზუზუნდი, ფუტკარო, ჩემს ნიკას ნანა უთხ­არო“ ვუმღერე. ერთხ­ელაც, ამას რომ ვუმღეროდი, საშინლად ატირდა. არადა, ძალიან წყნარი და ბუნჩულა იყო. გავოცდი. დედაჩემმა მითხ­რა, – აბა, ისევ უმღერე და დააკვირდი, რაზე აქვს ასეთი რეაქციაო. გავიმეორე. სიმღერას რომ მოვრჩი, ისევ დაიწყო ტირილი. მერე მივხ­ვდი, რომ ბოლოში „ო“ არ ვთქვი და პროტესტი ამაზე გამოხ­ატა. საერთოდ, ისაკაძეები მუსიკალური ნიჭ­ით გამოვირჩევით, მაგრამ ასე, ალბათ, არც ერთი არ გამოვხ­ატავდით. ჩემმა დედამთილმა ვერცხ­ლის დანა-ჩანგალი მაჩუქა. ერთ დღესაც გავიხ­ედე, ნიკა აივანზე გაწოლილა, გაუტანია ჩანგლები და დანები, თითო თითოს აივნიდან აგდებს და ყურს ძირს ადებს. არ გავუჯ­ავრდი. რომ დავაძინე, დამაინტერესა. მეც გადავაგდე რამდენიმე – მოგუდული ხმა ჰქონდა, მერე ჟღერადობა ნელ-ნელა გაიშალა, თითქოს ორკესტრის ინსტრუმენტების ხმა იყო. ეს რომ ვთქვი, მასხ­რად ამიგდეს – ბებერი დედა რომ ხარ, ყველაფერი გეჩვენებაო. საბავშვო ბაღში მივიყვანე. არ მემეტებოდა ბაღისთვის ისე ვზრდიდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ვმუშაობდი. ერთი კვირის შემდეგ სამსახ­ურში მირეკავენ და მეუბნებიან, მობრძანდითო. ვიფიქრე, რაღაც გააფუჭა-მეთქი. მასწავლებელს ნიჭ­იერი ბავშვებისგან პატარა ორკესტრი ჰქონდა შექმნილი. საჩხ­აკუნო სათამაშოებს აძლევდა მათ და ამის საშუალებით გამოხ­ატავდნენ თავიანთ მუსიკალურობას. მასწავლებელმა მკითხა: ქალბატონო, ოჯ­ახ­ში დირიჟორი ვინ გყავთო. მე ვუთხ­არი, ლიანა ისაკაძე ჩემი ბიძაშვილია-მეთქი. ნიკუშამ სათამაშო გამომართვა და ისე აგვყვა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მერე მოვიდა და მითხ­რა: მასწავლებელო, ჩემ გვერდით რომ ბავშვი ზის, ტაქტში ვერ ჯდება და ჩემ წინ რომ ზის, მუსიკის არაფერი ესმისო. სამოცდათორმეტი წლის ქალი ვარ და ალბათ, ვერ მოვესწრები, მაგრამ იცოდეთ, მისგან ძალიან დიდი დირიჟორი დადგებაო. მოგვიანებით, მეცხ­რე მუსიკალურ სასწავლებელში შევიყვანე. გარდა ამისა, ძალიან უყვარდა ხატვა და კარგად ხატავდა. ახ­ვლედიანის სახ­ელობის საბავშვო სამხ­ატვრო სკოლაში მივიყვანე, მაგრამ ვინაიდან მუსიკაზე ასე იყო გადართული, შემეშინდა, ხატვას არ გაჰ­ყვეს-მეთქი და გამოვიყვანე. მაინც ვყიდულობდი მისთვის სახ­ატავ მასალებს. იჯ­და სახ­ლში და თავისთვის ხატავდა. დაიწყო კუბოების ხატვა.

– არ დაინტერესდით, რატომ ხატავდა კუბოს?

– ბებიამისი, ჩემი დედამთილი რომ გარდაიცვალა, მაშინ უყურებდა და დახ­ატა. ამის შემდეგ სულ კუბოს ხატავდა. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, ნამდვილად რაღაც უბედურება დაგვემართება-მეთქი. არ გავიდა დიდი დრო და ჩემი უმცროსი და გარდაიცვალა. ულამაზესი გოგო იყო. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ისეთ დღეში ჩავვარდით, სიცოცხ­ლე აღარ გვინდოდა. ამ მდგომარეობამ ძალიან გაგვტეხა. დედა ლოგინად ჩავარდა, ძმას ინფარქტი მოუვიდა. გავიდა ექვსი თვე და ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა, როცა ხატავდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა. ნიკა გერმანიაში უნდა წასულიყო თავის თანატოლებთან ერთად. მაშინ 12 წლის იყო. ჩემი ქმარი მეუბნებოდა: ჩვენ უკვე ბებრები ვართ და საშიშია ბავშვის გერმანიაში გაგზავნა, ძალიან ნიჭ­იერია, არ დაიტოვონ და არ დავიღუპოთო. მერე ეს ამბავი რომ მოხ­და, ვიფიქრე, ჩემი ბედი ეს ყოფილა, რატომ დავტანჯო-მეთქი და გავუშვი. ფორტეპიანოზე უნდა დაეკრა და რომ ჩავიდა, ორღანი დახ­ვდა. არადა, ორღანი თვალით არ ჰქონდა ნანახი. ასეთი განცხ­ადება გააკეთეს: ვუნდერკინდი ბავშვი ჩამოვიდა, რომელიც ორღანზე უკრავსო. ნიკამ უთხ­რა, ორღანზე არ ვუკრავო. იფიქრეს, მატრაკვეცობსო და ღიმილით უთხ­რეს: ამდენი ხალხი მოვიდა შენს მოსასმენად და თუ უარს იტყვი, ისეთი ჯარიმის გადახ­და მოგიხ­დება, დედაშენს, ალბათ, სახ­ლის გაყიდვა მოუწევსო. რა უნდა ექნა? გავიდა სცენაზე და დაჯ­და ინსტრუმენტთან. რომ ჩამოვიდა, გაოცებული მიყვებოდა: პირველი „შენ ხარ ვენახი“ დავუკარი, უფრო იოლი ბანი აქვს. ამასობაში ავითვისე. შემდეგ ბახ­იც დავუკარი. კონცერტი რომ დასრულდა, ერთი მოხ­უცი მოვიდა და მითხ­რა, ალბათ, ამდენ ხანს იმიტომ ვცოცხ­ლობდი, რომ შენთვის მომესმინაო. ამის შემდეგ სამოცი კონცერტი ჩაატარა ორღანზე. არდადეგები რომ დამთავრდა, ჩამოვიდა. ისეთი სტრესი მიიღო ბავშვმა, მთელი სამი თვის განმავლობაში 39 ჰქონდა სიცხე. ძალიან ცუდი პერიოდი იყო. არც მანქანის საშუალება იყო და არც სხვა რამის. მეუღლე აღარ მყავდა, აქეთ დედა იყო ჩაწოლილი, იქით – ძმა. მოკლედ, საშინელ დღეში ვიყავი. ამ დროს ვერაზე ვცხოვრობდით, შატბერაშვილის აღმართზე. ყელი ასტკივდა. მეცხ­რე საავადმყოფოში უნდა წავიყვანო და ვფიქრობ, როგორ წავიყვანო სიცხ­იანი ბავშვი. წავედით ფეხ­ით, თან, გზაში ისტერიკულად ვტირი. ნიკაზე ამან ძალიან იმოქმედა. დედა, ნუ ტირი, აღარ მტკივაო. მივედით. ეკა ხოფერიას ქმარი, მიშა ხუჯ­აძე დამხ­ვდა. ნახა და არაფერია, უბრალოდ, ყელი გაუცივდაო. მერე რომ შემხ­ედა, შეშლილი სახე მქონდა, მკითხა: მანქანით ხართო. არა, ვერიდან ფეხ­ით ჩამოვედით-მეთქი. მანქანა ხომ ადისო? კი-მეთქი. მაშინ დასხ­ედით, სახ­ლში მე წაგიყვანთო. ეს სიკეთე არასდროს დამავიწყდება.

– ბატონი ჯანსუღ კახ­იძე მისით აღფრთოვანებული იყო. რას გაიხ­სენებდით დიდი მაესტროს და ნიკას შემოქმედებითი ურთიერთობიდან?

– ნიკა ათი წლის იყო, როცა გავიგე, რომ ჯანო კახ­იძე ლექციებს კითხ­ულობდა. ბავშვებს უხსნიდა, რა მუსიკა, რომელ ნაწარმოებზე იყო აგებული. მის ცოლს, ნანდა კაკაბაძეს კარგად ვიცნობდი და ბატონ ჯანოს ვთხოვე, შეიძლება, თქვენთან იაროს-მეთქი. დამთანხ­მდა. ამოიდებდა იღლიაში დეიდის ნაჩუქარ „აბესალომ და ეთერის“ და „დაისის“ პარტიტურას და ისე მიდიოდა. ისეთი ნიჭი გამოამჟღავნა, რომ ბატონმა ჯანომ უთხ­რა: შეგიძლია, ახ­ლა დადგე და ორკესტრს უდირიჟოროო. დადგა და თავიდან ბოლომდე უდირიჟორა ბეთჰ­ოვენის მეხ­უთე სიმფონიის პირველ ნაწილს. გადაირია ჯანო. რამდენიმე გაკვეთილზე იარა და მერე მითხ­რა: ამან იმდენი იცის, საცოდაობაა, ჩემთან სიარულით დროს რომ აცდენს. ახ­ლა თქვენი ვალია, ენები ასწავლოთო.

– როგორც ვიცი, ნიკას ყელზე რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული. რა დაემართა?

– ერთხ­ელ საჭ­მელს ჭამდა და მითხ­რა: დედა, ლუკმა გამეჩხ­ირაო. თან, საშინლად გაუწითლდა. ექიმთან მივიყვანე, პროფესორ ყიფიანთან. მითხ­რა – ბავშვს კისტა აქვსო. პირველმა ოპერაციამ კარგად არ ჩაიარა, ყელიდან ჩირქი ამოსდიოდა. მეორე ოპერაცია გავუკეთეთ და მეორე ოპერაციაზე, თურმე, რაღაცეები ემართებათ, ენა უვარდებათ წინ. ნიკას ენა არ გადმოვარდნია, მაგრამ ჭამის დეფექტი დარჩა. ლუკმას ხომ ენით ვაგდებთ უკან და ამას ვერ ახ­ერხ­ებდა. მიიფარებდა პირზე ხელს და ისე ჭამდა. ძალიან გავწამდით. ნელ-ნელა ყველაფერი დარეგულირდა.

– ნიკას სკოლის, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდიდან რას გაიხ­სენებთ?

– არასოდეს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ მის გამო ცრემლად დავღვრილიყავი. მშობლებს რომ რაღაცას ეტყოდნენ და ატირებდნენ, მე ძალიან თავდაჯ­ერებული ვიყავი. ერთხ­ელ, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში მსოფლიოში პირველი ოპერის, ჯაკომო პერის „ევრიდიკეს“ პარტიტურა იპოვა. საიდან მოხ­ვდა კონსერვატორიაში არავინ იცოდა. ნიკამ სანოტო ფურცლებზე გადმოიტანა, როგორც უნდა შეესრულებინა ორკესტრს და ამით გავიდნენ მსოფლიოს კლასიკური მუსიკის არენაზე. პირველ კურსზე იყო, რომ ვენაში წავიდა, კონსერვატორიაში სასწავლებლად. უნდოდა, ამის პარალელურად, იქაც ესწავლა. ჩავთვალე, რომ არც მაშინ უნდა დაჩაგრულიყო და გავუშვი. ზურაბ ჟვანიას გავაგებინე. ზურამ მითხ­რა: მე ვაფინანსებო. სალაროში შვიდი ათასი შევიტანეთ. რაღაც რომ იყოს, ბავშვს საარსებო წყარო ხომ უნდა ჰქონდესო. მერე მირეკავდა და ამბებს მეკითხ­ებოდა, როგორ მიდის სწავლის საქმეო. მეოთხე კურსზე იყო, დოი „ჯინსების თაობას“ დგამდა, ჩამოიყვანა და დარჩა.

– მე ვიცი, რომ სწორედ ვენაში გაიცნო ნიკამ სოფი ლორენი, რომელსაც სულ ახ­სენებს.

– ნიკამ იქ რომ ჩააბარა, უთხ­რეს, აუცილებლად უნდა გქონდეს მობილური, ისე ვერ მიგიღებთო. თურმე, ასეთი წესია. ნიკას არ ჰქონდა და ძალიან შეწუხ­ებულა. ერთი დაბალი, შავგვრემანი ბიჭი მდგარა მის გვერდით და იმას უთქვამს: ორი მობილური მაქვს, მოგცემ და როცა გექნება, მაშინ გადამიხ­ადეო. ეს ბიჭი აღმოჩნდა ედუარდო პონტი, სოფი ლორენის შვილი, მაგრამ რატომღაც არ უთხ­რა. ძალიან დამეგობრდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ნიკასთვის უთქვამს: დედაჩემი უნდა ჩამოვიდეს, ვენა უნდა დავათვალიერებინო. იმდენს ვწერ ოჯ­ახს, მითხ­რეს დედაშენს აეროპორტში ნიკა დაახ­ვედრეო. ნიკაც წავიდა აეროპორტში დასახ­ვედრად. გავიხ­ედე, მოდის არაჩვეულებრივი აღნაგობის ქალი, თავზე დიდი ბანდერა ახ­ურავს და სათვალე უკეთია. შევამჩნიე, დაცვა მოჰყვება. ვიფიქრე, რატომ არ მითხ­რა ედუარდომ, თუ ასეთი დედა ჰყავს, რომ დაცვით დადის-მეთქი. მერე კაფეში შევედით და სათვალე რომ მოიხ­სნა, ადგილზე გავშეშდი, სოფი ლორენი რომ დავინახეო. სულ თავის ფილმებზე ყვებოდა თურმე.

– ნიკას ბარბარა სტრეიზანდიც უზომოდ მოსწონს.

– შარშან დათუნა გერსამიამ გაიგო, რომ ბარბარა სტრეიზანდი ინგლისში, ლონდონში ბოლო კონცერტს მართავდა და ნიკას შეატყობინა. მერე ნიკო ლეკიშვილმა გაიგო ეს და ნიკას უთხ­რა: მე დაგაფინანსებ, ოღონდაც წადი, ნახე ეს შენი ბარბარა და ამოისუნთქეო. წავიდა. მერე ყვებოდა: რომ ჩავედი არც ერთი ბილეთი აღარ იყო. კონცერტამდე რაღაც ნახ­ევარი საათი იყო დარჩენილი, სალაროს ფანჯ­არა გაიღო და დაიძახ­ეს, სამი ბილეთია დაბრუნებული. დაბრუნებულზე ფულს არ ართმევენ და უფასოდ შემხ­ვდა. სადღაც შევედი და რას ვხედავ, პრინცი ჩარლზი, მეუღლესთან და ვიღაცეებთან ერთად ზის და მაკარონს ჭამენ. ძალიან მშიოდა, მაგრამ როგორ გავბედავდი იქ პირის განძრევას. მერე გავყევი, გავყევი და პირველ რიგში დავჯ­ექი. მეორე რიგში, ჩემს უკან ჩარლზი და მისი ცოლი დასხ­დნენო. კონცერტი რომ დასრულდა, კულისებში რიგი დამდგარა ბარბარას სანახავად. სანამ ნიკას რიგი მოვიდოდა უფიქრია, რომ მივიდე, რა ვუთხ­რა, იცით, მე ვარ ნიკა მემანიშვილი საქართველოდან და ბავშვობიდან მიყვარხ­ართო და აღარ მისულა.

– როგორც ჩანს, ასაკში იყავით, როცა ნიკა გაგიჩნდათ. გვიამბეთ თქვენი დაოჯ­ახ­ების ამბავი.

– მამამისი ორმოცდაათს იყო გადაცილებული, მე – ორმოცს, როცა შევუღლდით. ჩემი სიძის ნათესავი იყო. უფროსი დის ქორწილში მნახა და იქიდან ამომიღო მიზანში. რომ აღარ გავთხ­ოვდი, თვითონაც არ მოიყვანა ცოლი, მე მელოდებოდა. ბოლოს მაინც მისი გავხ­დი. სულ იმას ვამბობდი, ნაცოლარს არასოდეს გავყვები და ვიღაცის დედინაცვალი არ გავხ­დები-მეთქი. ეს უცოლო იყო, თან ლამაზი შესახ­ედაობის. ორმოცდაორი წლის ვიყავი, ნიკა რომ შემეძინა, თუმცა შვილზე აღარ ვფიქრობდით. ჩემი ქმარი ამაზე არაფერს ამბობდა.

– ამ სახ­ლში სულ ერთი წელია, რაც გადმოხ­ვედით. მანამდე, როგორც ვიცი, სულ ქირით ცხოვრობდით. გაიხ­სენეთ ის პერიოდი, როცა ძალიან გიჭ­ირდათ.

– ჩემი სიძეები მეხ­მარებოდნენ, დის ქმრები. დედისთვის და ძმისთვის წამლებით გარანტირებული ვიყავი. არც საჭ­მელი და სასმელი აკლდათ. მე თუ არ მქონდა, მათ მაინც ჰქონდათ საჭ­მელი. ნიკა უნივერსიტეტის მოპირდაპირე კაფეში უკრავდა. გარეთ ვიდექი სანთლით და ასანთით ხელში და ველოდებოდი. ერთი ინგლისელი კაცი იყო, ჯაზმენი, იცოდა, როდის უკრავდა ნიკა და იმ დღეებში მოდიოდა მის მოსასმენად. ათ დოლარს ჩუქნიდა. კაფეს მეპატრონემ შეამჩნია და ნიკას ამ ფულს ართმევდა. ინგლისელი მიხ­ვდა და მერე ჩუმად აძლევდა ფულს. რაც შეეხ­ება ბინებს. შატბერაშვილზე რომ ვცხოვრობდით, კერძო სახ­ლში, ის სახ­ლი ყველასი იყო. მერე ჩემმა სიძემ ჩემი ძმის წილიც შეისყიდა და ჩემიც. მას შემდეგ ქირით ვიყავით. ვაჟაზე ერთოთახ­იანი ბინა მქონდა, ის გავყიდეთ და აქ შევიძინეთ. რემონტი იყო საჭ­ირო. ნიკამ თავისი მანქანა გაყიდა და გავაკეთეთ.

– ნიკა უკვე ოცდაათი წლისაა, ჯანმრთელი, აქვს არნახ­ული წარმატება, არცთუ ისე ცუდი შემოსავალი, საკუთარი ჭერი, თქვენ ჰყავხ­ართ, არაჩვეულებრივ საზოგადოებაში ტრიალებს, მაგრამ არ ჰყავს მეუღლე, შვილები, რომლებიც ოჯ­ახს შეავსებენ და გვერდში ამოუდგებიან. არც ერთ დედას არ უნდა, მით უმეტეს, თუ ერთი ჰყავს, მისი შვილი მარტო დარჩეს. რას ფიქრობთ ამაზე?

– სკოლაში ერთი გოგო უყვარდა საოცრად, მაგრამ სიყვარულში ვერ გამოუტყდა. მერე ის გოგონა სასწავლებლად ინგლისში წავიდა და იქ გათხ­ოვდა. ვენაში ოთხი მეფის შთამომავალი უყვარდა. მაშინ ნიკა ძალიან მსუქანი იყო, თუმცა იმისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემი ძმა გარდაიცვალა და ნიკა რომ ჩამოვიდა, აღარ წავიდა, დარჩა. იმ გოგოს ეწყინა, რომ აღარ ჩააკითხა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ახ­ლა ამბობს, არავინ მიყვარს და ვინ მოვიყვანოო.


скачать dle 11.3