რა მოხდა ამ დღეს
31 აგვისტო
1914 – სანკტ-პეტერბურგს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ლენინგრადი.
1935 – ალექსეი სტახანოვმა პირველად დაამყარა თავისი შრომითი რეკორდი.
1955 – უილიამ კობმა (ჩიკაგო) პირველად წარუდგინა საზოგადოებას ავტომობილი მზის ელემენტებზე.
1997 – ავტოკატასტროფაში დაიღუპა დიდი ბრიტანეთის პრინცესა დაიანა.
1 სექტემბერი
1859 – რელსებზე შედგა პირველი ვაგონი საძილე ადგილებით.
1923 – დიდმა მიწისძვრამ ტოკიოსა და იოკოჰამაში 120 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1939 – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
1951 – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სუპერმარკეტი.
2 სექტემბერი
1870 – საფრანგეთის არმიამ და თვით იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ სედანთან განცდილი მარცხის შემდეგ გამოაცხადეს კაპიტულაცია გერმანელთა წინაშე.
1944 – იაპონელებმა წყნარი ოკეანის თავზე ჩამოაგდეს ჯორჯ ბუში-უფროსის თვითმფრინავი; ბუში წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა გადაარჩინა.
1945 – დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
3 სექტემბერი
1778 – მილანში გაიხსნა ოპერა „ლა-სკალა“.
1795 – დაარსდა პარიზის კონსერვატორია.
1921 – მავნე მწერების მოსასპობად პირველად გამოიყენეს ავიაცია.
1949 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია NBA.
4 სექტემბერი
1842 – განახლდა 1248 წელს დაწყებული და 1558 წელს შეწყვეტილი კიოლნის ტაძრის მშენებლობა (დასრულდა 1880 წელს).
1888 – ჯორჯ ისთმენმა მიიღო პატენტი ფოტოაპარატზე შიგ ჩასადები ფოტოფირით.
1975 – დაარსდა თამაში „რა, სად, როდის?“
5 სექტემბერი
1905 – ამერიკაში დაიდო პორტსმუტის ხელშეკრულება. რუსეთ-იაპონიის ომის დასასრული.
1970 – ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ძალების წარმომადგენელი სალვადორ ალიენდე.
1972 – პალესტინელმა ტერორისტებმა ოლიმპიურ მიუნხენში მოკლეს 11 ებრაელი სპორტსმენი, დაიღუპა კიდევ 6 ადამიანი.
6 სექტემბერი
1689 – დაიდო პირველი ოფიციალური ხელშეკრულება – „ნარჩენის ხელშეკრულება“ – ჩინეთსა და რუსეთს შორის.
1991 – ლენინგრადს დაუბრუნდა ძველი სახელი – სანკტ-პეტერბურგი.
1991 – დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა.