კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ ჩააგდო მერაბ სეფაშვილი დეპრესიაში და როგორ ახერხებს ის არასტაბილურ შოუ-ბიზნესში სტაბილურ მომღერლად დარჩენას


მომღერალი მერაბ სეფაშვილი ყოველთვის თავისი საქმის პროფესიონალად ითვლებოდა და დღემდე ასეა. მისი თვალით ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა. მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ხალხ­ისთვის ბევრი ჰქონდა სათქმელი, თუმცა ყველაფერი დროს მიანდო და მისი აზრით, ამან ნამდვილად გაამართლა. დრომ ყველაფერი ნათლად უჩვენა მის გულშემატკივრებს. მართალია, იყო დეპრესია და გულისტკენა, თუმცა იმედი არასდროს დაუკარგავს და დღეს ჩვეულ ფორმაშია.


– დიდი ხანია არ გამოჩენილხ­ართ, ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

– ვუყურებ ტელევიზორს და მოვლენებს ვაკვირდები, რა ხდება თბილისში. ცოტა ხანში ისრაელში მივდივარ ერთი კვირით, მეგობრის შვილის ქორწილია.

სიმღერებს ვწერ, თუმცა ისეთი ინტენსივობით არა, როგორც ადრე. შაბათობით კონცერტს ვატარებ კლუბ „ქალაქურში,“ სადაც ბევრი კარგი ადამიანი დადის. ისეთი მუსიკალური პროგრამა მაქვს შერჩეული, რომელზეც ყველა გაერთობა. თბილისს მაინც არ ვწყდები, თუმცა მუსიკალურ ცხოვრებაში ყველაფერი მდორედ არის, რაც ჩემი აზრით, პოლიტიკური ამბების ბრალია. ყველა პოლიტიკაზეა გადართული, თუმცა ამაში ახ­ალი არაფერია, ყოველთვის ასე იყო. საქართველოში შოუ-ბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს, რაც არასტაბილური ქვეყნისთვის დამახ­ასიათებელია.

– ალბათ, ძნელია არასტაბილურ შოუ-ბიზნესში, სტაბილური მომღერალი იყო.

– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ თუ შენი საქმე გიყვარს, სტაბილური უნდა იყო და შენი საქმე აკეთო. თუ ეს არ გინდა, მაშინ სხვა საქმე გააკეთე. აბა, ჩხუბი და ლანძღვა ყოველთვისაა მოდაში.

– თქვენ რას ამჯ­ობინებთ?

– მე იმას ვამჯ­ობინებ, რასაც ვაკეთებ. პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმა ჩემი საქმე არ არის, თუმცა, რასაც ვუყურებ, ვატყობ, რომ საქმის კეთება ბევრ პოლიტიკოსზე კარგად შემიძლია.

– ანუ, ბევრ რამეს ხედავთ?

– ბევრს ვხედავ და რამდენიმე წლის წინაც ძალიან ბევრი დავინახე. ჩემი პროგნოზები გამართლდა. ინტუიცია თითქმის არასდროს მღალატობს, რადგან ყველა მსახ­იობსა და მომღერალს ეს გრძნობა ჩვეულებრივზე მეტად აქვს განვითარებული.

– მიზანდასახ­ულია მერაბ სეფაშვილი?

– ძალიან მიზანდასახ­ული არ ვარ. ასე რომ არ იყოს, ალბათ, მეტის მიღწევას შევძლებდი.

– სხვადასხ­ვა თაობის საყვარელი მომღერალი ხართ, რომლებსაც ძალიან უყვართ თქვენი შემოქმედება.

– ჩემი მსმენელი ყოველთვის ყველა თაობის წარმომადგენელი იყო, რაც ძალიან მახ­არებს. განსაკუთრებით კი ის მიხ­არია, რომ ახ­ალგაზრდებს ძალიან უყვართ ჩემი სიმღერები. შეგიძლიათ, მობრძანდეთ „ქალაქურში“ და საკუთარი თვალით ნახ­ოთ, 15-16-17 წლის ახ­ალგაზრდებმა როგორ იციან ზეპირად 20 წლის წინ ჩაწერილი ჩემი სიმღერები. ეს ძალიან კარგია.

– ემოციური ადამიანი ხართ?

– თუ ემოციური არ იქნები, ამ საქმეს კარგად ვერ გააკეთებ. თუ საკუთარი ემოციები არ დახ­არჯე, სხვის ემოციას ვერ გამოიწვევ.

– უცხ­ოეთში თავის დამკვიდრებაზე არასდროს გიფიქრიათ?

– ამაზე არასდროს მიფიქრია. უცხ­ოეთში თავის დამკვიდრება ჩემი მოწოდება არ ყოფილა. არ მგონია, ვინც უცხ­ოეთშია წასული, ყველა კარგად იყოს. მერწმუნეთ, საქართველოდან წასულებს, რამდენიმე მომღერლის გარდა, ყველას უჭ­ირს, იქნება ეს ფინანსური თუ მორალური მხარე. ჩემი აზრით, ალბათ, ყველას მაინც თავის სახ­ლში ურჩევნია.

– ანუ, ბევრს უთქვამს, თბილისი ჩემი სახ­ლია!

– არა, ეს ასე არ არის. ყველა იბრახ­უნებს მუშტებს გულზე, თბილისელი ვარო, მაგრამ თბილისელობა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს.

– თქვენი აზრით, რას ნიშნავს ნამდვილი თბილისელობა?

– ზრდილობას, თავაზიანობას... უნდა იყო კულტურული და გქონდეს ის თვისებები, რაც თბილისს ახ­ასიათებს. მოყვარული უნდა იყო ადამიანების. არის კიდევ სხვა ნიუანსები, რითაც აუცილებლად მიხ­ვდები, რომ ის ნამდვილი თბილისელია. ყველა ქალაქს აქვს თავისი დამახ­ასიათებელი.

– რა თვისება მოგწონთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად?

– არასდროს მყვარებია სხვისი გალანძღვა და სხვაზე ცუდის თქმა, თუმცა ამას ბევრი იმსახ­ურებს. მართალია, ზოგჯ­ერ უნდა თქვა სათქმელი, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებ. შეიძლება, ეს ცუდიც არის.

– ამის გამო ნანობთ ხოლმე?

– რაც გამიკეთებია, არასდროს არაფერს ვნანობ. უბრალოდ, შენში ხარშავ ყველაფერს და შენ თვითონ განიცდი. ეს თბილისელების დამახ­ასიათებელი თვისებაა.

– თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, თქვენს ცხოვრებაში იყო გარკვეული გაუგებრობა, რაზეც შეიძლება, თქვენგან განსხ­ვავებით, სხვას უფრო მძაფრად ეპასუხა.

– ეს გაუგებრობა იყო, რასაც დრომ უპასუხა. გაჩუმება ვამჯ­ობინე, რადგან, ჩემი აზრით, მიმტევებლობა ჯობია. ხალხს მივანდე და მათ ზუსტად დაინახ­ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ადეკვატური რეაქციები აქვთ ახ­ლა. ამ ქალაქში ვცხოვრობ და ბევრი ინფორმაცია მაქვს. ძალიან ბევრი ჟურნალისტი მეგობარი მყავს, ისევე როგორც პოლიტიკოსები. შიდა სამზარეულო საკმაოდ კარგად ვიცი. არც პოლიტიკოსი ვარ, არც ვანგა და არც პროგნოზებს ვაკეთებ, მაგრამ გავა დრო და კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება.

– ალბათ, დამეთანხ­მებით, რომ ხალხს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა, როცა ერთ-ერთ კონცერტზე სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“ იმღერეთ. ხალხ­მა ისიც თქვა, რომ ეს სპეციალურად პრეზიდენტისთვის შესრულდა.

– ამ სიმღერას იმ კონცერტამდე გაცილებით ადრე ვმღეროდი. ჩემი აზრით, სიმღერა და პოლიტიკა არ უნდა აურიო ერთმანეთში. ძალიან კარგი სიმღერაა და ხშირად ვმღერი ხალხ­ისთვის. „ჩემი გმირი გიწოდე“ მამაჩემს უყვარდა ძალიან და ამიტომ ჩავწერე.

– მიუხ­ედავად იმისა, რომ მართლა კარგი სიმღერაა, ალბათ, რაღაც პერიოდი, ამ ამბების შემდეგ, სურვილი აღარც გექნებოდათ ამ სიმღერის შესრულების.

– ასეთი რამ მართლა არასდროს ყოფილა. როცა მართალი ხარ, სხვანაირად ფიქრობ.

– შეიძლება არ გამოხ­ატეთ, მაგრამ თქვენს გულში რა ხდებოდა მაშინ?

– რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე. მე საერთოდ განვიცდი, საზოგადოება რომ გაიყო, რაც ძალიან ცუდია.

– ალბათ, ბევრ თქვენს გულშემატკივარში სინანულიც გაჩნდა, ეს რატომ მოხ­და?

– მაინტერესებს, რა მოხ­და?

– რატომ უმღერა მათმა საყვარელმა მომღერალმა პრეზიდენტს სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე.“

– მაინტერესებს, რა პუნქტით ვუმღერე? სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი. ამ დროს მიშა სააკაშვილი გამოვიდა. მე რა უნდა მეთქვა, სცენაზე არ გამოხ­ვიდე-მეთქი? რომელს უთქვამს ასეთი რამ?! რომელი ოპოზიციონერი არ დადის მიშა სააკაშვილთან შეხ­ვედრაზე? მაინტერესებს, უბრალოდ! იცით, რაშია საქმე, ვიღაცას, რაღაცას რომ აბრალებ, ამის უფლება უნდა გქონდეს. ისიც ზუსტად ვიცი, რომელმა ტელევიზიებმა ააგორეს ეს სიტუაცია და გააგიჟეს ხალხი. მიუხ­ედავად ამისა, მაშინ ხმა არ ამოვიღე, დრომ ყველაფერი აჩვენა. ბევრი რამ გამოჩნდა. ჩემთვის მთავარია, ჩემს ხალხ­თან ერთად ნორმალურ ქვეყანაში ვიცხ­ოვრო. მერწმუნეთ რევოლუციას კარგი არაფერი მოაქვს.

– მდგომარეობიდან როგორ გამოხ­ვედით?

– დეპრესია მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი და ამის წყალობით გამოვედი მდგომარეობიდან, თუმცა ძალიან გამიჭ­ირდა. რომ გითხ­რათ, ქუჩაში არ გამოვდიოდი-მეთქი, ასე არ ყოფილა, მაგრამ რაღაცეებზე გული ძალიან მქონდა ნატკენი. არც ერთ მთავრობასთან არანაირი შეხ­ება არ მქონია, ვიღაცეები სულ რაღაცეებს მისტირიან. ყველა მთავრობა მუდმივად რაღაცას ურიგებდა მათ. ჩემთვის კი არც ერთ მთავრობას, არც მანქანა უჩუქებია, არც სახ­ლი და არც არაფერი. ამის სურვილი არასდროს მქონია. ყველა კარგად იყოს, დიდი მადლობა. მე ყველაფერს საკუთარი შრომით ვაკეთებ.

– მალე არჩევნები მოდის. მონაწილეობას თუ მიიღებთ საარჩევნო კონცერტებში?

– არ ვიცი, ალბათ, არა, რადგან დავიღალე თვითონ იმ ფაქტით – ის იმისკენ, ეს ამისკენ... მართლა ვამბობ, არავისკენ არ ვარ. მე ჩემი ხალხ­ისკენ ვარ, რომელსაც მუდმივად ატყუებენ. არც იმ კატეგორიის მომღერალი ვარ, ვინც ბევრს გადამიხ­დის იქ ვიმღერებ-მეთქი. არც ის მინდა, უმუშევარი ვიყო. არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. მე მგონი, ამ არჩევნებზე არ ექნებათ საკონცერტოდ საქმე.


скачать dle 11.3