თამუნა ქორქია შეყვარებულია
მოდელი, ცნობილი ქართველი კალათბურთელის მიშა ქორქიას შვილი, თამუნა ქორქია შეყვარებულია. მისი რჩეული ნიკა მაჭარაძე გიგი უგულავას ცოლის, ლელა კილაძის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც შვილიც ჰყავს. პატარა ლევანიკო ოთხი წლისაა. თამუნას და ნიკას სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეა რაც დაიწყო და საკმაოდ სერიოზულია. როგორც გავიგეთ, ცოტა ხნის წინ მათ ერთად იმოგზაურეს ეგვიპტეში. ნიკა კი – ფეხბურთის ფედერაციიდან წამოვიდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. როგორც თბილისში ლაპარაკობენ, წყვილი ძალიან მალე აპირებს დაქორწინებას. ეგვიპტეში მოგზაურობა კი ერთგვარი თაფლობის თვესავით გამოვიდა.