დათო ფორჩხიძე ნანატრი ბიჭის მამა გახდა
ცნობილ ჯგუფ „სახის“ ერთ-ერთი წევრი დათო ფორჩხიძე მესამე შვილის მამა გახდა. ალბათ იცით, რომ მას ორი ქალიშვილი უკვე ჰყავს, 23 მარტს კი ნანატრი ბიჭი შეეძინა. პატარა, ვაკის „ლეჩკომბინატში„, სამშობიარო სახლ „ჰერაში“ ღამის ორ საათზე დაიბადა და მშობლები ძალიან გაახარა. ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს. დედაც და პატარა ალექსანდრეც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. როგორც ამბობენ, ორი გოგო და ერთი ბიჭი ნანატრი შვილებიაო და დათოც, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულია. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს დათოს შვილის შეძენას და თავის დიდ ოჯახთან ერთად უდიდეს ბედნიერებას უსურვებს.