შეხვედრა “შერატონ მეტეხი პალასში„
26 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის მერი გიგი უგულავა ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. მერმა მათ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების „ფაინენშელ თაიმსის“, „ფიდი მეგეზინის“ მიერ ჩატარებული კვლევების რეიტინგები გააცნო. ამ მონაცემთა მიხედვითაც თბილისი ევროპის მნიშვნელოვან ქალაქთა შორის, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით – მეოთხე, ხოლო სამხრეთ ევროპის ქალაქთა შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებით, მეხუთე ადგილზეა. მერმა ბიზნესმენებთან ერთად იმ ახალ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დედაქალაქში იგეგმება.