კლუბ “დეჟავუში„ დიზაინერ მაია რობაქიძის პერსონალური კოლექციის ჩვენება მოეწყო
მაია რობაქიძე ახალგაზრდა, საკმაოდ წარმატებული დიზაინერია, რომელიც ძალიან ხშირად იღებს მონაწილეობას მოდის სხვადასხვა ფესტივალში და არაერთხელ დაუმსახურებია კიდეც ჟიურის განსაკუთრებული სიმპათია და მთავარი პრიზები. 25 მარტს, ახალი კოლექცია სახელწოდებით „ოცდამეერთე“ კლუბ „დეჟავუში“ წარმოადგინა. კოლექცია შექმნილია შალის, ტრიკოტაჟის, ბამბისა და სხვადასხვა სახის მასალისგან. მაიასთვის დამახასიათებელია სამოსის ისეთი ტექნიკით შექმნა, რომელიც ქართულ მოტივებზეა დაფუძნებული. ჩვენებაში მონაწილეობას იღებდნენ სამოდელო სააგენტო „გრაციას“ მოდელები, რომლებმაც კოლექცია არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს.